1 სკოლაა!!!
2005 წელს წამოვედი - 9 კლასში ვიყავი, ბარამიძის სადამრიგებლოში.
ლია ალანია გვასწავლიდა ქართულს 9 კლასამდე და მახსოვს რომ არ მიყვარდა. მახსოვს რამეს რომ განვიხილავდით ხოლმე, მეტყოდა "აბა, ნინო, შენ რას ფიქრობ, სულ განსხვავებული აზრი გაქვს ყველაფერზეო" : )
ეხლა ვაფასებ ალანიას, იმიტომ რომ შიშით თუ უშიშრობით კარგად ვისწავლე ქართული.
ლია ბარამიძე მიყვარდა. რავი ჩემს მიმართ კარგი ქალი იყო, უბრალოდ სულ მე მაბრალებდა თუ მთელი კლასი შატალოზე წავიდოდით.
ისტორიას მაია წენგუაშივილი მასწავლიდა. ადამიანი, რომელზეც ვგიჟდები!!! პატივს ვცემდი ყოველთვის და სხვანაირად მიყვარდა.
ბოტანიკა/ზოოლოგია/ბიოლოგია - ნინო ერისთავი. არ მომწონდა. რავი, წყნარი ქალი იყო, მაგრამ რაღაც ისეთი იყო...
რუსული - ლია ნადარეიშვილი. კაი ქალი იყო .
გეოგრაფია - რუსიკო გუნია. ნუ თავიდან მეშინოდა. მერე კი დავაფასე. რავი, კარგად მასწავლა ყველაფერი. ჩემი აზრით ძალიან ძალიან განათლებული ქალია.
მერე ეკა ჟღენტი - თავიდან არ მომწონდა. ნუ ცუდი მასწავლებელი არ იყო. შემეცოდა შვილის და ქმრის ამბები რომ გავიგე : (
სამართალს - გენადი : ) სულ რაღაც რამდენიმე თვე ვიყავი. მერე წამოვედი აქეთ. 4 დამიწერა. სულ 2-3ჯერ ვიყავი მის კლასში შესული : )
ფიზიკას - ლეილა კუხალეიშვილი. ფიზიკის გაგებაში არასოდეს ვყოფილვარ. მაგრამ ეს ქალი გიჟდებოდა ჩემზე. სულ იმაზე ლაპარაკობდა, რომ კარგი გაზრდილი ვიყავი და 4-5-ებს მაყოლებდა. არ მახსოვს ამდენი წლის განმავლობაში რომ ერთხელ მაინც მომეყოლა გაკვეთილი

ქიმიას - ჯერ ანა თუ ანი. : ) ძაან ახალგაზრდა მასწავლებელი რომ იყო. მახსოვს მე და ჩემს დაქალებთან ერთად ჭამდა ხოლმე "ბუFეტში" : )
მერე ლია სალუქვაძე - მე მომწონდა. რავი პატივს ვცემდი. ძალიან განათლებული ქალი იყო.
ინგლისურს - თინა გელაძე . გიჟდებოდა ჩემზე. : ) მეც მიყვარდა. მერე შატალოებზე დავიწყეთ სიარული და ეგაც მე მადანაშაულებდა

სპარსულს -მანონი სულავა. - მიყვარდა ეს ქალი!!! ძალიან ძალიან მაგარი ქალია! ქალაქობანას თამაშობდა ჩვენთან ერთად : )
შეწირული იყო ჩემს დროს პირექტორი.
რავი, არ ვუჩივი. არასოდეს მქონია რამე პრეტენზიები.
მაგრამ მახსოვს ჩემი ოცნება იყო ბოლო ზარი - რო დამაწერდნენ თეთრ "საროჩკაზე"........ : )
ჩემმა კლასმა წინა წელს დაამთავრა - ანუ ეგ ოცნება არასოდეს ამიხდება.
მაგრამ მე მიყვარს პირველი სკოლა!