წინა გვერდები არ გადამიკითხია, პირდაპირ შეგეკითხებით:
ოქტომბრიდან სწავლა უნდა დავიწყო ჯიპაში ჟურნალისტიკაზე სადაც სწავლა კი ქართულ ენაზეა მაგრამ სახელმძღვანელოები არის ინგლისურად.
ჩემი ინგლისური წერა–კითხვით და მარტივი ფრაზებით შემოიფარგლება.
მჭირდდება კურსი, რომელიც Intermediate დონეზე ამიყვანს, თან სასურველია ნოემბრისკენ მაინც შემეძლოს ამ დონის მიღწევა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ მაქვს ძააალიან ბევრი თავისუფალი დრო, მაქვს დიდი მოტივაცია, მაქვს უცხო ენებისადმი ნიჭი, ვიცი უკვე ერთი უცხო ენა (გერმანული) ძალიან კარგად, თან გერმანული სირთულით ბევრად აღემატება ინგლისურს, რომელ ენის შემსწავლელ ცენტრს მირჩევდით?
ფასის გათვალისწინებით არაუმეტეს 130 ლარისა.
დამეხმარეთ რა, იმდენი ენის ცენტრია რომ უკვე თავგზა ამებნა
თენდება... ძილის დროა...