ამასთან დაკავშირებით 1-1 საიტზე არის იდეა რომელიც მე ძალიან მომწონს და იმედია მალე გააკეთებს ვინმე
აუშენეთ სტუდენტებს თანამედროვე საერთო საცხოვრებელი ვაკე - საბურთალოს რაინში მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსებიდან ერთ ერთის თანამედროვე სტუდენტურ საერთო საცხოვრებლად გადაკეთება შესაძლოა საკმაოდ მომგებიანი პროექტი აღმოჩნდეს.
არამარტო რაიონებიდან ჩამოსული, არამედ თბილისელი სტუდენტებისთვისაც კი, სავარაუდოდ ძალიან მიმზიდველი უნდა იყოს ისეთ სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრება, სადაც არამარტო ცხოვრებისთვის, არამედ სწავლისა და დროის საინტერესო გატარებისთვისაც კარგი პირობები იქნება შექმნილი.
დღეს რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტები ძირითადად ბინებს ქირაობენ. ვფიქრობთ მინიმუმ იმავე ფასად ისინი დიდი სიამოვნებით დათანხმდებიან თუნდაც უფრო პატარა ოთახში ცხოვრებას თუ იქ ყველა აუცილებელი კომფორტი იქნება შექმნილი და ამასთან სხვა სტუდენტებთან ერთადაც უფრო მეტი დროის გატარებას შეძლებენ..
ვაკე -საბურთალოს რაიონი კარგი ადგილია ასეთი კომპლექსის გასაკეთებლად იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სწორედ ამ რაიონშია კონცენტრირებული უმაღლესი სასწავლებლების ძირითადი ნაწილი და შესაბამისად სტუდენტებს მგზავრობაში დიდი დრო და თანხმებიც არ დაეხარჯებათ.
ამავე შენობაში შესაძლოა მიაქირავოთ ფართები იმ ორგანიზაციებს, რომლებიც თემატურად დაკავშირებული არიან სწავლასთან და სტუდენტურ ცხოვრებასთან: უცხო ენის ცენტრი, კომპიუტერული ოთახი, კაფე და ა.შ.
აქ არის ლინკი
http://startup.ge/?p=460
ჩემი ხატი, საქართველო, შენა ხარ...
www.strategist.ge სტრატეგიული კლუბი მოაზროვნეთათვის. გადავჭრათ რთული ამოცანები ერთად