@S@A@D@ესე სჯობს
მოცემულია მსჯელობა:
დამოუკიდებელმა კვლევითმა ჯგუფმა ერთმანეთს შეადარა ხუთი
ყველაზე პოპულარული ავტომანქანა. ათმა პროფესიონალმა
ავტომრბოლელმა გამოსცადა ხუთივე ეს მოდელი სხვადასხვა
პირობებში და თითოეულმა მათგანმა უპირატესობა, გამძლეობის
მხრივ, A მოდელს მიანიჭა. აქედან გამომდინარე, A მოდელი
საუკეთესოა იმათთვის, ვისაც გამძლე ავტომანქანის შეძენა სურს.
ჩამოთვლილთაგან რომელი უფრო ააშკარავებს ამ მსჯელობის ნაკლოვანებას?
(ა) შესაძლოა ის მანქანა, რომელიც პროფესიონალ ავტომრბოლელს
გამძლე ჰგონია, ჩვეულებრივი მძღოლისთვის გამძლე არ იყოს.
(ბ) გამძლე ავტომანქანა ყოველთვის არ არის საუკეთესო.
(გ) შესაძლოა, ყველაზე გამძლე მოდელი არ მოხვდა პოპულარულ
ავტომანქანათა ხუთეულში.
(დ) ავტომანქანა, რომელიც გამძლეა ქალაქის პირობებში, შესაძლოა
სოფლის პირობებში გამძლე არ გამოდგეს.
(ე) ზოგი მომხმარებელი უპირატესობას ავტომანქანის სისწრაფეს ანიჭებს
და არა გამძლეობას.
luciaეხლა დავიწყე მე მათემატიკა და მეექვსე ტესტზე გავიჭედე უკვე

:შ