როგორც იცით, 10 თებერვალს აგრარულ უნივერსიტეტსა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის თანახმად, თავისუფალიუნივერსიტეტი, რომელიც დღესდღეობით საქართველოში ყველაზე წარმატებული უმაღლესისასწავლებელია, ეხმარება აგრარულ უნივერსიტეტს გააუმჯობესოს სწავლების ხარისხი.
თანამშრომლობისშედეგად:
• აგრარულ უნივერსიტეტში ბიზნესის მიმართულების სასწავლო პროგრამა (კურიკულუმი) და სილაბუსები იქნება თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) სასწავლო პროგრამისა და სილაბუსების სტანდარტების შესაბამისი.
• თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორები ითანამშრომლებენ აგრარულ უნივერსიტეტთან – წაიკითხავენ ლექციებს და დაეხმარებიან პროფესორებს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში
• საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროექტებში – საზაფხულო და ზამთრის სკოლებში, სემინარებში. დაესწრებიან მსოფლიოში აღიარებული მეცნიერების ლექციებს, რომელიც თავისუფალ უნივერსიტეტში მუდმივად ტარდება. მოუსმენენ ტელეპრეზენსის სალექციო სისტემით მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების დისტანციურ სალექციო კურსებს.
• უნივერსიტეტები ერთობლივად განახორციელებენ ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო პროექტებს.
აგრარულ უნივერსიტეტში, უკვე სექტემბრისთვის იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემო.
შეგიძლიათ შეიაროთ აგრარულ უნივერსიტეტში და თავად ნახოთ რას გიმზადებენ შემოდგომისთვის.
• აგრარულ უნივერსიტეტს ექნება საქართველოს უნივერსიტეტებს შორის ყველაზე საუკეთესო სასწავლო ინფრასტრუქტურა:
– საუკეთესო რემონტი (პროექტორებითაღჭურვილიაუდიტორიები; კონდიცირება-ვენტილაცია; ლიფტები; რბილი და ვინილის იატაკები; მოძრაობის დეტექტორზე ავტომატურად ჩართული განათება; სახანძრო სიგნალიზაცია)
– ელექტრონულიბიბლიოთეკა, საიდანაცსასწავლოსახელმძღვანელოებისგადმოწერაშეგეძლებათ
– უკაბელო ინტერნეტი (WiFi)
– თანამედროვე საგამოცდო ცენტრი
– პირველკურსელები განვადებით შეიძენენ ლეპტოპებს (თვეში 24 ლარად).
ყველაზე მნიშვნელოვანი – აგრარულ უნივერსიტეტში კეთდება უახლესი აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიები, სადაცდაგეგმილი ლაბორატორიული მეცადინეობების გარდა, სტუდენტები გაატარებენდიდ დროს და ექნებათ დამოუკიდებელი პროექტებისა და ექსპერიმენტების განხორციელების შესაძლებლობა.
თავისუფალ უნივერსიტეტსა და აგრარულ უნივერსიტეტს შორის დადებული ხელშეკრულება უკვე აისახა აგრარული უნივერსიტეტის შედეგებზე 2011 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე:
• პირველადი ჩარიცხვებით, აგრარულში წელს ჩარიცხული აბიტურიენტების საშუალო ქულა არის ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე წინა წლებში იყო.
• წელს აგრარული აირჩია ისეთმა მაღალქულიანმა სტუდენტებმა, რომლებიც თავიანთი შედეგებით საქართველოს ნებისმიერ საუკეთესო უნივერსიტეტშიც კი მოხვდებოდნენ - 2100 და მეტქულიანები ჩაირიცხნენ.
• შარშანდელთან შედარებით, აგრარულ მიმართულებებზე წელს უკვე ორჯერ მეტი სტუდენტი მიიღო.
როგორც ჩანს, ამდენი ცვლილების შესახებ ბევრმა აბიტურიენტმა გაიგოდა ამიტომაც აქვს აგრარულ უნივერსიტეტს ასეთიკარგი პირველადი შედეგები.
იჩქარეთ – მეორადი შემოხაზვების კონკურსში თქვენ შანსი გაქვთ სწორი არჩევანი გააკეთოთ, მიიღოთ უმაღლესი განათლება ერთ–ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში.
ეძებენ ძლიერ სტუდენტებს - ლაივში, ფეისბუქსა თუ ფორუმებზე გაიკითხეთ, ნახეთ თქვენს გარშემო კარგი აბიტურიენტები და მოუყევით აგრარული უნივერსიტეტის შესახებ; აუხსენით და დაარწმუნეთ, რომ თუ ისინი აგრარულს აირჩევენ, ძალიან სწორ ნაბიჯს გადადგამენ.
თქვენი იმედი მაქვს, რომ შეძლებთ საუკეთესო აბიტურიენტების მოზიდვას.
წინასწარ გიხდით მადლობას. დამატებითი კითხვებისთვის: a.kvanchilashvili@freeuni.edu.ge ან 577 42 20 09 :* :* :*
+ ვინც ჩვენთან მოხვდით, გილოცავთ კიდევ ერთხელ