ახლა თავიდანვე ფოლკნერს ნუ მიახტები ან სერიოზულ ლიტერატურას
რა თქმა უნდა გაგიჭირდება გაგება. მაგალითად ჰემინგუე დაიწყე ადვილი ენით წერს
გაგიადვილდება მაგის გაგება თუ როგორც თქვი მთელი ცხოვრებაა სწავლობ ინგლისურს.
მერე ნელ ნელა გაართულე
ყველაზე რთული ლიტერატურის კითხვაა ლაპარაკი ადვილია
თავიდან რო ვკითხულობდი ქართულად თუ 8-10 საათი მჭირდებოდა საშუალო ზომის წიგნის წასაკითხად სუფთა დრო
ინგლისურად ალბათ მინიმუმ 3ჯერ მეტი მარა ახლა ჩვეულებრივად ვკითხულობ როგორც ქართულს რამის

ასევე გირჩევ მონიტორიდან არ იკითხო
დიდად არც ელექტრონულ რიდერებს გირჩევდი (სანამ ენის პრობლემა გაქ )
ამობეჭდე და ფურცლიდან იკითხე ყველაზე ეფექტურია
რომ უცხო სიტყვები იქვე მოხაზო ფურცელზე მარკერით მარტივად
და მნიშვნელობებიც წააწერო

თავიდან რო დავიწყე კითხვა ინგლისურად პირველად ვკითხულობდი
სტივჯობზე დიდი წიგნია საკმაოდ. ხო გეუბნები თითო გვერძე 20 უცხო სიტყვა მხვდებოდა
გამიჭირდა მარა 50 გვერდს რო გავცდი უკვე ვიგრძენი რამხელა პროგრესი მქონდა
ძალა დაატანე თავს თავიდან არ აიცურო გული თუ გაგიჭირდა
ცარიელი სიტყვები არ ამოწერო მთლიანი წინადადებები ამოწერე უფრო დაგამახსოვრდება
აგერ რავიცი ჰემინგუის თუ აირჩევ დასაწყებად გაგილინკავ ერთ პდფს რაც ვიპოვე უცებ
* * *
აუ როდინდელი თემა ყოფილა ახლა დავხედე რად მინდოდა ამდენი რო ვწერე ტყუილად
This post has been edited by voidness on 31 Mar 2014, 05:08
მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 227 )
oldmansea.pdf