klo-Cკი, დღესვე იქნება. დღის მეორე ნახევრიდან დაიწყებაო,
ისე მეშინოდა, მეთქი თავიდან თუ გამოცხადდა დარჩენილ ადგილზე და ჩემზე მაღალი ქულები აიღეს.. მაგრამ ჩვენ უკვე ჩავირიცხეთ და აღარ გვეხება

)
მოკლედ, ეგ სია არ შეიცვლებაო
* * *
აჰა, ფბ-ის გვერდზეც დაუდიათ:
მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!
გამოცხადდა მიღება თსუ-ს შესაბამის სამაგისტრო პროგრამებზე დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე. მოგახსენებთ, რმ ცვლილებაა მისაღები გამოცდების ჩატარების წესთან დაკავშირებით. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მითით
ებულ ლინკზე.
ვაკანტური ადგილები ცხადდება მხოლოდ შემდეგ ფაკულტეტებზე:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი,
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,
სოციაურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი,
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.
საბუთების მიღება იწარმოებს 13 სექტემბრის ჩათვლით.
გისურვებთ წარმატებებს!
ესეც:
შეგახსენებთ, რომ დადებითი შეფასების მქონე კანდიდატები უნდა გამოცხადნენ შესაბამის ფაკულტეტზე 12-13 სექტემბერს ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად. ხელშეკრულებაზე ხელისმოწერა არის კონკრეტულ სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობა. ის კანდიდატები, რომლებიც არ გააფორმებენ თსუ-თან ხელშეკრულებას, არ მოხვდებიან სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის შესახებ თსუ-ს რექტორის ბრძანებაში.
2012–2013 სასწავლო წლის მაგისტრატურაში მისაღები დადებითი (რანჟირებული) ქულის მქონე კონკურსანტთა სია იხილეთ მითითებულ ლინკზე.
გისურვებთ წარმატებებს.