Lena Chxikvadze: ეროვნული გამოცდების შედეგებისაბოლოოდ როდის გვეცოდინება?როგორც წესი, შედეგები აგვისტოს პირველ ნახევარში ცნობილია, ინფორმაციას ჩარიცხვის შესახებ კი აგვისტოს ბოლოსთვის ვაწვდით ხოლმე აბიტურიენტებს.
Omariko Peranidze სად შეიძლება ვნახოთ რომელ ფაკულტეტზე და რომელ ინსტიტუტში რა სახის კონკურსია?ეს ინფორმაცია მუდმივად ცვალებადია, ამიტომ არ ქვეყნდება, ამ მონაცემებს მას მერე გამოვაქვეყნებთ, რაც საგანმანათლებლო პროგრამების ცამონათვალში ცვლილებების სეტანის ვადა ამოიწურება.
Magda Berishvili: წელს იგეგმება თუ არა ცვლილება ინგლისურ ენაში ეროვნულ გამოცდებზე?წელს ყველა საგანის გამოცდაზე ტესტური დავალებები ძირითადად იმავე სახის იქნება, როგორიც წინა წლებში, გარდა ამისა, ტესტის ნიმუში მოცემულია კრებულებში, რომლის ელექტრონული ვერსია კარგა ხნის წინ განთავსდა ჩვენს ვებგვერდზე და ყველა მსურველს შეუძლია ნახვა..
მანანა თაბუკაშვილი: მოგესალმებით ქალბატონო მაია, 42 000 აბიტურიენტი იმოქმედებს თუ არა მინიმალურ ზღვარზე, თუ 20-25 % საკმარისი იქნება რათა ბავშვი მოეწყოს რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში. თუ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ბუნებრივია, მინიმალური კომპეტენციის ზღვარის მხრივ წელს არანაირი ცვლილება არ შეიძლება იყოს - ყველა დეტალი, პროცედურული თუ შინაარსობრივი საკითხი გამოქვეყნებულია და არაფერი შეიცვლება.
Fორ მორ მიმინო, Fოლოვ ზის ლინკ
http://news.edu.aris.ge/eduarisge/4315-int...inoSvilTan.html