AnotherGirlკაზუსის ამოხსნას რაღა უნდა გოგო
მითუმეტეს ვიცით რა თემაზე იქნება ( შეზღუდულქმედუნარიანის მიერ გარიგების დადებაზე)
მერე, იასნა, არსი ის იქნება ნამდვილი იყო თუ არა გარიგება?
მერე პირობები, რა შემთხვევაში ითვლებაა არასრულწლოვნის მიერ დადებული გარიგება ნამდვილად? (მაგალითად, მშობლების თანხმობით დადებული გარიგება, ან მათი თანხმობის გარეშე დადებული, მაგრამ შემდეგ მოწონებული

)
ჰო, შეიძლება ემანსიპაციაზეც იყოს, მაგალითად მამამ შვილს საწარმო ჩააბარა და გაძღოლის უფლება მისცა ( ნაწილობრივი ემანსიპაცია) ან სიტყვაზე, არასრულწლოვანმა იქორწინა ( სრული ემანსიპაცია)
პირველ შემთხვევაში, ყოველგვარი გარიგება რომელსაც პირი დადებს პირადი სარგებლის მიზნით კანონიერი წარმომადგენლის გარეშე და არა მაგალითად, საწარმოს სარგებლისთვის, ბათილი იქნება.
მეორე შემთხვევაში, რადგან ქორწინებით პირის სრული ემანსიპაცია ხდება, მაშინ მას კანონიერი წარმომადგენლის გარიგეშეც შეუძლია გარიგებების დადება.
ჰო, კიდევ რა არის გასათვალისწინრბელი: არასრულწლოვანმა შეიძლება გარიგება დადოს კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, ყოველდღიურ, ყოფით, წვრილმან საკითხებზე. ასევე კანონიერი წარმომადგენლის გარეშე შეიძლება გარიგება დადოს არასრულწლოვანმა, თუ გარიგებით მხოლოდ სარგებელს მიიღებს ( უფლებებს და არანაირ ვალდებულება)
სულ ეს არის
მე კითხვებზე უფრო მეფიქრება, რა ტიპისას შემოიტანს.
იმედია კერე დაგვინდობს პირველ შუალედურზე