ისტორიის პროგრამას მივყვები ქრონოლოგიურად და ისეთ კითხვებს დავდებ,რომლებიც დიდი ალბათობით საატესტატოზეც მოვა:
1.რამდენ პერიოდად იყოფა ქვის ხანა?
2.როდის დაიწყო ადამიანმა მიწათმოქმედება და რა უწოდეს ამ მოვლენას მეცნიერებმა?
3.რას ეწოდება ენეოლითი და რომელ ათასწლეულებს მოიცავს?
4.რამდენ პერიოდად იყოფა ბრიანჯაოს ხანა და რომელი პერიოდი რომელ კულტურას განეკუთვნება?
5.როდის იწყება კოლხური და იბერიული კულტურების ჩამოყალიბება?
6.რას უწოდებენ ხეთების სამეფოს მეორენაირად და რომელ საუკუნეში გაანადგურეს ეს უკანასკნელი დასავლეთიდან შემოჭრილმა ტომებმა?
7.რომელ წელს ილაშქრა ტიგლათფილესერმა დაიანეში (იგივე დიაოხი) ?
8.ურარტუ რომელი მეფეების მეფობის პერიოდში იყო განსაკუთრებით ძლიერი და რომელი იყო ამ უკანასკნელის დედაქალაქი?
9.რომელ საუკუნეებში არსებობდა ურარტუ?
10.რომელ საუკუნეში განადგურდა დიაოხი და რომელმა სახელმწიფოებმა მოუღო ბოლო მას?
11.რომელი ქალაქ-სახელმწიფო დაარსეს ფინიკილებმა ძვ. წ. აღ. 825 წელს?
12.ურარტუს რომელმა მეფემ დალაშქრა კოლხას სატახტო ქალაქი ილდამუშა?
13.რომელ საუკუნეში გააერთიანა კიროს დიდმა სპარსეთი და მიდია?
14.სპარსეთის რომელმა მეფემ დაიპყრო ეგვიპტე?
15. დაალაგეთ ქრონოლოგიურად: ქსერქსე,დარიოს I,კამბიზი,კიროსი.
16.როდის წარმოიქნა რომი და რომელმა მეფემ დაარსა იგი?
17.რომელ წელს დამყარდა რომში რესპუბლიკური მმართველობა და ვინ იყოს რომის ბოლო მეფე?
18.როდის გაიმართა მარათონის ბრძოლა?
19.რომელ წლებში მეფობდა ალექსანდრე მაკედონელი?
20.როდის და რომელ ბრძოლაში დაამარცხა მაკედონელმა დარიოს III ღალატის საშუალებით?
21.ვინ იყო სამარა?
22.ვინ დაამარცხა ფარნავაზმა არტაანთან და ვისი დახმარებით?
23.რა ერქვა ომის ღმერთს ქართლში და ვინ შემოიტანა მისი კერპი?
24.რამდენ ჯგუფად ყოფს ქართლის მოსახლეობას სტრაბონი?
25.რამდენ საპასპეტოთა და საერისთავოდ დაყო ფარნავაზმა ქართლი?
26.რამდენ ნაწილად იყოფობა რომის მოსახლეობა? და რომლებია ესენი?
27.პირველ ტრიუმვირატში ვინ შედიოდნენ და ვის ხვდა წილად გამარჯვება ამ ტრიუმვირატოდან?
28.მეორე ტრიუმვირატი და მისი გამარჯვებული...
29.როდის იწყება რომში იმპერიის ხანა და ვინ იყო პირველი იმპერატორი?
თუ ეს რამეში გამოგადგებათ კიდე დავდებ ხოლმე ძირითად კითხვებს