Levan_iკონკრეტული წინადადება დააციტირე, სად არის მოცემული ნაწილობრივ დაფინანსებაზე ტექსტი.
მანდ რაც ვნახე, მხოლოდ ეს წერია:
აპლიკანტები, რომელთაც სურვილი აქვთ გააგრძელონ სწავლა ისეთ სამაგისტრო პროგრამებზე, სადაც სწავლის ღირებულება არ აღემატება 2250 ლარს, სწავლის ორი წლის მანძილზე ისინი ფინანსდებიან სრულად, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში გამარჯვებულ აპლიკანტებს გრანტის სახით წელიწადში (სწავლის ორი წლის მანძილზე) ეძლევათ 2250 ლარი.
ანუ, მხოლოდ 100%-იანიაო - 2250 ლარი.
ვინც უფრო ძვირიანში ისწავლის, იმასაც მხოლოდ მაგ 2250-იანს მისცემენ და მეტს არა. ეს ასე იყო ყოველთვის.
ბაკალავრიატზეც იგივეა, იმ განსხვავებით, რომ იქ მაგ 2250-ის 70%-იანი, 50%-იანი და 30%-ი ვარიანტებიც არის, (30% მოხსნეს).
მენდეს Masieliტესტის ტიპებს თუ გულისხმობ კი, შეცვალეს.
ზემოთ ხომ იყო ლინკი. მესამე გვერდზე წერია.
http://www.naec.ge/images/doc/GRE/gzamkvlevi_gre_2015.pdfაქაც წერია
http://www.naec.ge/images/doc/EXAMS/2015_krebuli-gre.pdfრა სიახლეები დაგეგმილი საერთო სამაგისტრო გამოცდაზე?
2013-2014 წლებში საერთო სამაგისტრო გამოცდებზე, მიმართულებების მიხედვით, შეთავაზებული იყო ხუთი სხვადასხვა ტიპის ტესტი. გადაწყდა, რომ 2015 წლიდან საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, მიმართულებების მიხედვით, შეთავაზებული იქნება სულ სამი სხვადასხვა - A, B და C - ტიპის ტესტი. მაგისტრანტობის თითოეულმა მსურველმა ამ სამიდან გამოცდაზე უნდა შეასრულოს მხოლოდ ერთი ტიპის ტესტი. A, B და C - ტიპის ტესტებიდან თითოეული, ისევე, როგორც გასულ წლებში, შედგენილი იქნება ოთხი ნაწილისაგან. ეს ნაწილებია: წაკითხულის გააზრება; ანალიტიკური წერა; ლოგიკური მსჯელობა; რაოდენობრივი მსჯელობა.
This post has been edited by Accident on 14 Feb 2016, 02:57