სადმე დავწერე ეგ? მე აღვნიშნე ის რომ თუ ესტონეთში არის ასე განვითარებული მედიცინა და სხვ. რატომ ჩამოდიან აქ სასწავლებლად?
მე არ ვამბობ, რომ გპი სჯობია რომელი ევროპულ უნივერსიტეტს, მაგრამ არსებობს რაღაც უნივერსიტეტები (ზევით უკვე ჩამოვთვალე, რომლებიც გაუტოლდებიან სხვა ბევრ ევროპულ უნივერსიტეტს)
მაგალითად სამედიცინოში სწავლა ღირს 12000 დოლარი, 6 წლის განმავლობაში 72000 დოლარს იხდის სტუდენტი. საზღვაგრეთ ამაზე ნაკლებად ან დაახლოებით ამ ფასად ვერ ისწავლის?
კიდევ მოგიყვან მაგალითს, სამედიცნო უნივერსიტეტს აქვს პროგრამა საფრანგეთის უნივერსიტთან თანამშრომლობით ანუ მაგისტრატურა Public Policy. ქართველს, რომელსაც ამ სფეროს სწავლა უნდა საფრანგეთში სხვა უნივერსიტეტში რატომ უნდა წავიდეს? ბევრად ნაკლები დაუჯდება აქ ცხოვრება იქ კიდევ დღეში მინიმუმ 40-50 ევრო გინდა საშუალოდ (ბინის ქირა არ ითვლება)
ახლა განვიხილოთ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა, რომლის კურსდამთავრებულები სწავლობენ ოქსფორდის, კემბრიჯის, ჰარვარდის და სხვა ცნობილ უნივერსიტეტებში. დიდი ნაწილი მუშაობს მსოფლიო ბანკის ფილიალებში. შენი აზრით, მსოფლიო ბანკის ფილიალში უტვინოს ან ვინმე მიღებს? უტვინო კიდევ ვერ ისწავლის ამ სკოლაში, რადგან სწავლის მიმრთ გაუსაძლისი პირობები აქვთ, შეიძლება ნერვებმა გიმტყუნოს და თავიც კი დაანებო.
ახლა განვიხილოთ სან დიეგო, სან დიეგოში სწავლა ქართველებისთვის 8000 დოლარამდეა, თუ სახელწიფო გრანტს მოიპოვებ კიდევ უფრო ნაკლები და თუ კარგი ქულები გექნება შეიძლება უფასოდაც ისწავლო, ორი წელი ამერიკაში გაგიშვებენ ისწავლო.
მეტი რაღა გინდათ? მაგრამ ქართველი ყოველთვის ტრაკს ათამაშებდა და ახლა უნდა იამაყოს რომ ორჯერ ეიფელის კოშკიდან გადმოიჭყიტა და ესტონელ გოგო ბარში დაკერა, ბოლოს ქართველი დამსაქმებელი დაბოლდება და იფიქრებს, უჰჰჰ რას ამბობ, ეს იქ ნასწავლია და აქ ყველაფერს დამიბღრდნისო
საზღვაგარეთ სწავლას რა თქმა უნდა პლიუსი აქვს დიდი: ენობრივ უნარებს გააუმჯობესებ (მაგრამ თუ გინდა აქაც დახვეწავ მაგას), დამოკიდებელ ცხოვრებას ისწავლი და ქვეყნიდან ქვეყანაში იმოგზაურებ.
* * *
LOLZპოლონეთში სწავლისას, გავიცანით ერთი ქართველი ბიჭი ჯიგარი ტიპია, მაგრამ რათ გინდა? სწავლა არ უნდა და დიდად ნიჭიც არ დაჰყვა. ერასმუსით წავიდა და არ იკითხავ როგორ?
თვითონ არის ლტოლვილი და ერასმუსის ერთი კრიტერიუმი ისაა, რომ ლტოლვილებისთვის აქვს გამოყფილი ცალკე სტიპენდიები, ამის სტიპენდიანტი ,,გახდა" და დაამთავრა იაქური უნივერსიტეტი.
ვხედავდი რასაც სწავლობდა ეს ბიჭი, თავისი ძმაკაცები სულ წიგნებში იყვნენ, მაგრამ ეს ხან რომელი კლუბიდან გამოვიდოდა ხან რომელიდან. ახლა კი ერთ რამეს გეტყვი, მე როგორც პოტენციური დამქირავებელი და დამსაქმებელი მის სივს როგორც კი მივიღებ, დავჭმუჭნი და არც კი განვიხილავ სამომავლოდ, რადგან ვიცი რასაც წარმოადგენს, ტიპს მაგისტრატურა აქვს დამთავრებული იქ და ინგლისურად ორ წინადადებას ვერ იტყვის გადაბმულად უშედომოდ და თავის სფეროში ხომ საერთოდ ორი წინადადებით ვერ გეტყვის რა არის მარკეტინგი
თუ სწავლა გინდა და ნიჭიერი ხარ, აქაც შესძლებ პრობლემა არაა
This post has been edited by gigajoj on 30 Jan 2017, 23:49