ქართულ ზღაპრებში უფრო რეალისტურია დედინაცვლის სახეც და შედეგიც განსხვავებით კონკიასაგან
იცი ქართული ზღაპარი, სადაც ბედნიერად მთავრდება კონკიების მდგომარეობა?- არა
ერთი აბესალომ და ეთერია, სადაც ეთერი უფლისწულს მიყვება და იქაც მისი ისტორია ტრაგიკულად მთავრდება
ქართულ ზღაპრებში განხორციელებული მეტამორფოზები მხოლოდ დეპრესიის საგანია, სინათლე არ შემოდის
ქართულ ზღაპრებში დედინაცვლის გაგდებული ბავშვები პრინცესები არ ხდებიან, ბუებად გადაიქცევიან და მამა ვეღარ პოულობს
ბავშვს ზღაპარს ვერ წაუკითხავ ფოლკლორის კუთხით, ვერც ნაცარქექიას ფილოსოფიურ წიაღსვლებს მოახდენ
ბავშვს აინტერესებს ზღაპრული სამყარო, სადაც ცხოვრებისგან განსხვავებით ყველაფერი ბედნიერად და კეთილად მთავრდება
ზღაპარი ბედნიერი დასასრულით არის საგზალი მომავალი ცხოვრებისათვის
და თუ ამით არ შეავსე ბავშვი, იღებ დეპრესიულ საზოგადოებას
კონკიას რაც შეეხება-ყველაზე მზაკვარი ზღაპარი
კონკია იმიტომ კი არ იყო დაჩაგრული, რომ შრომობდა
იმიტომ იყო, რომ დასცინოდნენ და მსახურად ყავდათ მამის სახლში სხვებს-ჩაგრავდნენ, ართმევდნენ
თანამდროვე სიტყვით რომ გითხრა "ბულინგს" უტარებდნენ
ასეთი ცხოვრებაგამოვლილი ადამიანი ვეღარ შეიცნობს თავის თავს-არ შეუძლია წარმოდგენა რომ ლამაზია, რომ შეიძლება უფლისწულმა შეირთოს ცოლად, რომ დაელაპარაკოს უფლისწულს
ასეთი ჩაგრული ვერ შეინურჩანუბს თავს როგორც ადამიანი, არათუ როგორც ქალი
რატომ ჭირდება დედინაცვალს ამის გაკეთება
ვერ კლავს ფიზიკურად, ვერ აგდებს სახლიდან კანონიერად
ამიტომ კლავს სიტყვით და ქმედებით
მაგრამ კონკია უყვართ ბავშვებს იმიტომ, რომ ვარდისფერ და ცისფერ ფერებშია მიტანილი ბავშვთან
კონკია არის უჩაგრულესი სახე ზღაპრულ სამყაროში და ჩემთვის უთანაბრდება დოსტოევსკის ნელის
უფრო ჩაგრული სახე რუსულ ლიტერატურას არ შეუქმნია
საბავშვო ზღაპრები პრაქტიკულად არა გვაქვს და ამაში მართალია ჯეჯელავა
დღემდე ტრამვირებული ვარ ბავშვობაში წაკითხული ობოლი ბავშვის სიტყვებით მკვდარი დედის მიმართ "თუ ფუფალასთან წახვიდე, მეც თანა წამიყვანეო"
ბავშვს ზღაპარს ვუკითხავ პასაჟების გამოტოვებით ან თვითონ შემაქვს ცვლილებები
წიქარასგან ხომ საერთოდ სხვა ზღაპარი შევქმენი
ეგ კი არა ჩვენ წითელქუდაშიც კი ბებია, წითელქუდა და მგელი დიალოგის ფორმატით სხედან მრგალ მაგიდასთან
"When The Power Of Love Overcomes The Love Of Power, The World Will Know Peace" Jimi Hendrix
"Heroes are remembered but legends never die" George Herman Ruth