ვიბრაციული მდგომარეობის მიღწევა არაა სწორი გზა, ვიბრაციას ის შიში იწვევს რომელიც ეხმარება კიდეც ანუ ამუხრუჭებს და ასე მიწოლით დაიზიანებს თავს...
ყველაზე ადვილი ხერხი ისაა, რომ ჩაკრები უნდა განივითაროს, ეს ჩაკრები არის ის ორგანოები რომლებითაც ასტრალში ხედავს და ორიენტირებს, მიწიერი ცნობიერებით
ანუ სხეულიდან ასე მიწიერი ცნობიერებით გამოსვლა სიკვდილის დროს ხდება ანდა ასეთ ძალდატანებით, რომელიც საშიშია რომ იქ შეიძლება შერჩეს კიდეც...
ჩაკრების განვითარების ხერხი კი ამ
წიგნში წერია...
უფრო იოლი ერთი შეხედვით ისაა, რომ უნდა ივარჯიშოს* მესამე პირის ვარიანტში, ანუ თავის თავს და სიტუაციებს ანუ საკუთარ აზრებსაც,,, როგორც სხვას ისე უნდა შეხედოს
და ასე ამუშავდება მასში მისივე მაღალი "მე", რომელიც დაბალ მეს ანუ სხეულებრივ პიროვნებას გააკონტროლებს, მის განცდებს და აზრებს, ბოლოს კი ქცევებს, ესეც განუვითარებს
ძალზედ მოკლე დროში თავისუფალ ქმედების უნარს ანუ ჩაკრების განვითარებას ამ შემთხვევაში არ სჭირდება იმ ათი მცნების მაგვარი პირობების შესრულება რომელიც იმ წიგნშია
მითითებული და ცნობიერად დანახვებული, თუ რატომ აქვს მნიშვნელობა სწორ ცხოვრებას... მისი მაღალი მე ამ მეორე მეთოდის შემთხვევაში თვითონ დაულაგებს ყველაფერს...
მაგრამ არაა ადვილი ასე უცბად იმ აზრების კონტროლი რომელთაც შეჩვეულია ადამიანი და საკუთარი ჰგონია, არადა ის აზრები როგორც კი მათ აკვირდება უძალიანდებიან კიდეც
და ცდილობენ რომ ჩაითრიონ და ის აფიქრებინონ რაც მათ სურთ.... აი ამ აზრების გადალახვაში ეხმარება მესამე პირად ყოფნა, აი ბავშვები თავიდან ასე არიან და ამიტომაც საკუთარ
თავზე მე-ს ჯერ არ ამბობენ არამედ სახელით ლაპარაკობენ საკუთარ თავზე... ეს სიტუაცია ცნობიერად რომ შესძლოს ის მიაღწევს არამარტო ასტრალში გასვლას არამედ უფრო მეტსაც...
იყავით როგორც ბავშვიო, აქ სწორედ ეს იგულისხმება ჩემის აზრით... მაგრამ ბავშვებს ეს არაცნობიერად აქვთ ისინი ჯერ არ არიან შემოსულნი სხეულში კარგად და იქედან ამბობენ...

*სავარჯიშო: ყოველ დღე ხუთი წუთი უნდა დააკვირდეს რაიმე საგანს, პატარა კენჭი ან ასანთის კოლოფი ან სხვა... აქ მთავარია ის ხუთი წუთი ერთიდაიგივე დროს უნდ ხდებოდეს, უნდა აირჩიოს
ისეთი დრო ყოველთვის ხელეწიფებოდეს ამ სავარჯიშოს გაკეთება. ამას იმიტომ აქვს მნიშვნელობა, რომ წინასწარ დაგეგმილ დროს როცა ზუსტად ასრულებს მაგ დროს ის თავისუფალია
ვინაიდან თვითონ დაგეგმა და ანხორციელებს... აქ ნეგატიური ძალა ყველანაირად ეცდება რომ ეს დრო არ შესრულდეს და გადააცილოს იმ დაგეგმილ დროს, დაგვიანებულზე გაკეთებას აზრი აღარც აქვს..
ხოდა ამ ხუთი წუთის განმავლობაში... უნდა დააკვიდეს იმ საგანს, მერე თვალები დახუჭოს და წარმოსახვით დაინახოს ის საგანი და ასე შეინარჩუნოს, ნუ რამდენიმე წამში მიხვდება რომ
აზრები მას არ ემორჩილებიან და იმ საგნის ფორმები იცვლება ანდა სხვაგან გადადის მისი ყურადღება, ამ დროს ისევ უნდა გაახილოს თვალები შეხედოს ამ საგანს და იგივე გაიმეოროს....
აი აქ უნდა იყოჩაღოს და მიაღწიოს ხუთი წუთი იმ საგნის შენარჩუნება გონების თვალწინ... ამ მიმართულებით მიაწვეს და გამოუვა ის რასაც გასვლაზე მიწოლით არ გამოსდის...

მთავარია ის ხუთი წუთი დაგეგმილი, შეასრულოს... მერე კი დღის განმავლობაშიც შეუძლია ხშირადაც გაკეთება ამ სავარჯიშოსი, უბრალოდ ის ხუთი წუთი არ უნდა გადააცილოს და ისე დაუზარელი
შრომით მიაღწევს აზრების კონტროლს აი მაშინ თავისით დაეწყება სასიამოვნო განცდები ჩაკრების მოძრაობისა.... ის ვიბრაციებიც არაა საჭირო, ვინაიდან ადამიანი ყოველ ძილის დროს გადის იქ
უბრალოდ მიწიერი ცნობიერება არ მიჰყვება თან და არც დასჭირდება როცა ჩაკრებით აზროვნებას შეეჩვევა, ასტრალურ სხეულსაც სჭირდება ორგანოები, მერე კი ძილი აღარ ქვია მის იქ ყოფიერებას
გადართვა გადმოთვა ერქმევა მიწიერ ცნობიერებიდან ჩაკრებით ცნობიერებაზე და პირიქით, იმასაც სწავლობს მერე თუ როგორ გადმოთარმნოს იქ ნანახი მიწიერ ცნობიერებაზე...უწყვეტი ცნობიერებაა ეს.