მოკლედ, გადავწყვიტე პარალელების გავლება ძველ აღთქმასა და გილგამეშის ეპოსს შორის, რადგანაც საკმაოდ საინტერესო რამის გაგება შეიძლება, მითუმეტეს, რომ ძველი აღთქმის დაწერამდე თითქმის 5 000 წლით ადრე შეიქმნა ეს ეპოსი და აღწერილია როგორც წარღვნის ამბავი, ისე ადამიანის ღმერთისგან შექმნის ისტორიაც.
ამიტომ, მხოლოდ ამონარიდებს დავდებ, იმედი მაქვს, ამაზე სხვების მოსაზრებებსაც ვიხილავთ აქ

ნაწყვეტი ენქიდუს შექმნის შესახებ... ოღონდაც, იმ განსხვავებით, რომ აქ სანამ ანუს მსგავსი არსება (ადამიანი) შეიქმნებოდა არურუს მიერ, მანამდე უკვე არსებობდნენ სხვა უფრო განვითარებული და ცივილიზებული ადამიანები. ეს ძველ აღთქმაში ასე ნათლად არ ჩანს, მაგრამ ვისაც ძველი აღთქმის პირველი წიგნი, ანუ "წიგნი დაბადებისა" აქვს წაკითხული, ბევრ ე.წ. შავ ხვრელებს აღმოაჩენდა და კითხვებიც გაუჩნდებოდა ამის თაობაზე, აი, პასუხიც:
აქვე მცირე განარტებებიც:
ანუ - სამოთხისა და ცის ღმერთი შუმერულ, ასურულ და ბაბილონურ მითოლოგიაში.
არურუ - დედამიწის დედა-ღვთაება, ენლილის და, ენკის მეუღლე და ნინსარის დედა.
ურუქი - უძველესი ქალაქი მესოპოტამიაში, მდებარეობს ერაყის ტერიტორიაზე, ბაღდადის სამხრეთით, დაახლოებით 200 კმ-ში.
მიმართეს მათ (აქ ურუქელებმა) დიდ არურუს:
"არურუ, შენ შექმენი გილგამეში,
ახლა შექმენი მისი მსგავსი!
როცა გილგამეშს თავდადებით გაუტოლდება,
შეებრძოლონ ერთმანეთს, ურუქი კი დაისვენებს" -
არურუმ გაიგო რა ეს სიტყვები,
თავის გულში შექმნა ანუს მსგავსი (ანუ, აქ იგულისხმება ხატება, სახე, ანუ ხატად ღვთისა),
დაიბანა ხელები არურუმ, მოწყვიტა თიხა, დააგდო მიწაზე,
გამოძერწა ენქიდუ, შექმნა გმირი
ნახევარღამის გარდასახვა, ნინურტის მეომარი (აქ, ნინურტა - შუმერულად მიწის მბრძანებელი - შუმერულ-აქადურ მითოლოგიაში ომის, ნადირობისა და თევზჭერის, ნაყოფიერებისა და ზრდის ღმერთი. ამასთან ის არის დილის მზის ღმერთიც, კეთილი, გულისხმიერი, მკურნალი და ყველაფრის მიმტევებელი. თაყვანს სცემდნენ თავის მამასთან ენლილთან ერთად. გენეოლოგიურად ძალიან ახლოსაა ნინგურუსთან და მის ფუნქციებთან, შესაძლებელია იყოს ერთი და იგივე ღმერთის სხვადასხვა ჰიპოსტაზი. ძველ ბაბილონურ დროს ნინურტის მეუღლე იყო ქალღმერთი გულა. ნინურტას კულტი აღმავლობას განიცდიდა კელჰუში და მარადში. როგორც ომის ღმერთი ასირიაში საკმაოდ პოპულალური იყო. ნინურტაზე თქმულებები შემონახულია აქადურ პოემებში. ასტროლოგიაში შეესაბამება სატურნი და ორიონის თანავარსკვლავედი),
მთელი სხეული ბეწვით ჰქონდა დაფარული.
როგორც ქალი, გრძელ თმას ატარებს,
თმა მისი როგორც პური, ისეთი სქელი (აქ, ხშირი) არის;
არც ადამიანები და არც ქვეყანა არ ენახა,
ჩაცმული იყო როგორც სუმუკანი (აქ, საკკანი - შუმერო-აქადური ღვთაება, პასუხს აგებდა მცენარეულ და ცხოველურ სიცოცხელზე. ცხოველებზე მბრძანებლობა მიიღო ენქისგან. შემოსილი იყო ტყავით ან საერთოდ შიშვლად გამოსახავდნენ).
გაზელებთან ერთად ჭამს ბალახს,
მხეცებთან ერთად სვამს წყალს.
ცოცხალ არსებებთან ერთად წყლით გულს იხარებს.
ეს კი, ენქიდუს გაადამიანების შესახებ:
ისევ პარალელი ადამისა და ევას ისტორიასთან, ოღონდაც მცირედი განსხვავებით:
გილგამეში მონადირეს ამცნობს (აქ, პირდება):
"წადი, ჩემო მონადირე, მაცდური (აქ, მეძავი)
შამჰათი მიიყვანე (აქ, წაიყვანე) თან,
როცა ის მხეცებს დაალევინებს წყალს მდინარეზე,
მაშინ გაიხადოს სამოსი მან (აქ, შამჰათმა),
თავისი სილამაზე გამოაჩინოს, -
დაინახავს რა მას (აქ, შამჰათს), მიუახლოვდება -
დატოვებენ მაშინ მხეცები მას, რომლებიც მასთან ერთად იზრდებოდნენ უდაბნოში.
გამოაჩინა შამჰათმა თავისი მკერდი,
არ იუხერხულა, მიიღო მისი სუნთქვა,
გაიხადა სამოსი და მისცა სიამოვნება,
ქალების საქმე და მას მიეჯაჭვა (აქ, ენქიდუ) მხურვალე სურვილით.
ექვსი დღე (აქ, ღამე), შვიდი დღე გავიდა -
დაუღლელად შეიცნობდა ენქიდუ მაცდურს.
როდესაც გაძღა ალერსით,
თავის სახე მიმართა მხეცებისკენ.
დაინახეს რა ენქიდუ, გაიქცნენ გაზელები,
სტეპის მხეცები გაურბოდნენ მის სხეულს.
წამოხტა ენქიდუ, - დაუსუსტდა კუნთები,
გაუშეშდა ფეხები, - და წავიდნენ მისი მხეცები.
შეეგუა ენქიდუ, - ის, როგორც ადრე, ვეღარ ირბენდა!
მაგრამ გახდა ჭკვიანი, ღრმად გონიერი, -
დაბრუნდა და დაჯდა მაცდურის ფეხებთან,
მაცდურს სახეში შეხედა,
და რასაც იტყოდა მაცდური, - მისი (აქ, ენქიდუს) ყურები ისმენდნენ.
მაცდური ეუბნება მას, ექიდუს:
"შენ ლამაზი ხარ, ენქიდუ, შენ ღმერთის მსგავსი ხარ, -
რატომ ხეტიალობ სტეპში მხეცებთან ერთდ?
მოდი წაგიყვან შენ ურუქში, ნათელ სახლთან, ანუს საცხოვრებელთან,
სადაც გილგამეში სრულყოფილია ძალით და, თითქოს ჯიხვი, ანახებს
ძალას თავის ხალხს!"
უთხრა - მას ეს სასიამოვნო სიტყვები,
მისი (აქ, ენქიდუსი) ბრძენი გული ეძებს მეგობარს.
ენქიდუ ეუბნება მას, მაცდურს:
"მოდი, შამჰათ, მიმიყვანე მე შენ
ნათელ წმინდა ბინასთან, ანუს საცხოვრებელთან,
სადაც გილგამეში სრულყოფილია ძალით
და, თითქოს ჯიხვი, ანახებს ძალას თავის ხალხს!
დავიყვირებ შუა ურუქში: მე- ყოვლისშემძლე,
მხოლოდ მე ერთი ვცვლი ბედს,
ვინც სტეპშია დაბადებული - მისი ძალა დიდია!"
"წამოდი, ენქიდუ, სახე მიმართე ურუქისკენ, -
სადაც არის გილგამეში - ნამდვილად ვიცი მე:
წამოდი, ენქიდუ, ურუქში,
სადაც ადამიანები ამაყობენ მეფური კაბით (აქ ჩასაცმელით, ჩაცმულობით),
სადაც ყოველდღე მართავენ დღესასწაულებს,
სადაც კიმვალებისა და არფების ისმის ხმები,
ხოლო მაცდურები, სილამაზით განთქმულები:
სიამოვნებით სავსენი, - მათ ღამის სარეცელში უდიდესები მიჰყავთ.
ენქიდუ, შენ არ იცი ცხოვრება, -
განახებ გილგამეშს შეხედე მას, სახეზე შეხედე შენ -
მშვენიერია ის, მამაკაცური, მამაკაცური ძალით
მოაქვს მის სხეულს ყველა სიამოვნება,
შენზე მეტი მოქნილობა აქვს მას,
მოსვენება არ იცის არც დღისით, არც ღამით!
ენქიდუ, დაამოკლე შენი გაშმაგება:
გილგამეში - ის უყვარს შამაშს,
ანუმ, ენლილმა და ეამ იგი გააგონიერეს.
ენლილი - მთავარი ღმერთი. ქარის პატრონი.
შამჰათი - სასახლის მეძავი, ქალღმერთ იშთარის ქურუმი.
იშთარი - სიყვარულის, ნაყოფიერებისა და ომის ქალღმერთი, შამაშის ტყუპისცალი.
შამაში - მზის ღმერთი, მთვარის ღმერთ ნანარის დაქვემდებარებაში მყოფი.
This post has been edited by amordzali on 27 Apr 2011, 10:15