ქალწული ნამდვილად ცივია. სიყვარულით დიდად ვერც ტკბება.
თუ ვენერა ჰყავს ლომში(ძალიან ბევრ ქალწულს ჰყავს რატომღაც) მაშინ სიტუაცია იცვლება.
კარგი მეგობრები არიან. თუმცა მათთან ღრმა ურთიერთობები არ მიყვარს. უკან იციან დახევა.

სიტყვით შეიძლება შენზე მეტი ილაპარაკონ, საქმით კი.......(ეს როცა გართობას ეხება საქმე. სხვა მხრივ კი პირიქითაა)
ამას განგებ არ აკეთებენ. უბრალოდ ხშირად ეცვლებათ განწყობა. მაგრამ ტყუპებივით გადამგდები არ არის. ყოველთვის გაგაფრთხილებს შეცვლილი გადაწყვეტილების შესახებ.
ისე კი ამ ნიშანს სერიოზულად ვერ აღვიქვამ. ფუსფუსა ფუტკარია. მეცინება მათ ენამოსწრებულობაზე. გადამჟავებულ კრიტიკაზე. თვითონ უკანასკნელიც რომ იყოს, ისეთს დაიწუნებს იდეალურს ოდნავ რომ ჩამორჩება. რატომ? იმიტომ რომ რაღაც მაინც აკლია.

(და ეს უარესია, ჯობია ბევრი აკლდეს, მაშინ არ გაღიზიანდება)
ამ ყველაფრის მიუხედავად სადაც არ უნდა ვიყო, უნდა მყავდეს გვერდით ერთი ქალწული მაინც. გაბრაზებულმა ვინმეზე ხომ უნდა ვიყარო ჯავრი.

ისეთი ნიშანია შენ თუ არ გაუტრაკე, იქით გაგიტრაკებს.