Marco Materazziასტროლოგიის ცოდნით არც მე გადმომდის თავიდან ტვინი

შეძლებისდაგვარად აგიხსნი

მთვარე, ანუ შინაგანი სამყარო, თხის რქაში გყავს, რაც რთული მდებარეობაა

მზე კირჩხიბში გყავს. კირჩხიბი და თხის რქა კიდე ოპოზიციური ნიშნებია, ანუ შენს ქვეცნობიერსა და ცნობიერს შორის დიდი კონფლიქტია

არასდროს გქონია მერყეობა პრაქტიკულობას/მიწიერებასა და სულიერება/ემოციურობას შორის? თითქოს დილემის წინაშე დგახარო?
მთვარე შენს ნიშანს, კირჩხიბს, მართავს. კირჩხიბი სულიერად ძალიან ღრმაა, უდიდესი შინაგანი სამყარო აქვს და თხის რქა, როგორც მისი ოპოზიცია, ამას მოკლებულია, ამიტომ თხის რქის მდებარეობა მთვარეში არ არის კარგი. მაგრამ არ დაშინდე

შენს პირად ჰოროსკოპში კირჩხიბის დიდი გავლენაა, თხის რქას არ დააჩაგვრინებს თავს

მერკური - აზროვნება, კომუნიკაცია, კირჩხიბშია.
კირჩხიბი დიდი ლოგიკით არ გამოირჩევა ნამდვილად, წინა პლანზე უფრო ემოციები, წარმოსახვის დიდი უნარია წამოწეული, ასევე ინტუიცია, შენი მოტყუება არ არის ადვილი. შესაძლოა ხელოვნებისკენ გქონდეს მიდრეკილება.
ვენერა კირჩხიბშია, ანუ გიყვარს როგორც კირჩხიბს
მარსი (სექსი, აგრსია) - ლომი
ინგლისურთან ხომ კარგად ხარ?

დაგუგლე ასე: venus in cancer, mars in leo და ა.შ.
უფრო დაწვრილებით ინფორმაციას ამოგიყრის.
რაც შეეხება ასცენდენტს, მერწყულში გყავს, ანუ საზოგადოებაში, უცხო სიტუაციაში იქცევი, როგორც მერწყული... ხარ მხიარული, კომუნიკაბელური, მაგრამ ახლო ადამიანებთან გაკირჩხიბდები ისევ

პ.ს. ისე მე ასცენდენტი კირჩხიბში მყავს