matusala_5 აჰა ბარემ შენი მარსიც აქედან

წყარო :
http://astro-archive.blogspot.com/search/l...წყულიმარსი მერწყულში
მარსი ჰაერის სტიქიაში
მარსი მერწყულში
როცა ინდივიდუალურობის, თვითგამოხატვის და პიროვნული თავისუფლების პლანეტა ხვდება უკომპრომისო, თავისუფალ და მეამბოხე ნიშანში, მან შეიძლება მოახდინოს განსაკუთრებით მოულოდნელი ენერგიის გამოვლინებები. რომელიც ზოგჯერ ვლინდება შემოქმედებითი უნარების და ორიგინალური აზროვნების სახით ან უცნაური ექსცენტრიულობით და წინააღმდეგობით ყველანაირი ნორმის წინააღმდეგ.
მათი იდეები ზოგჯერ გამოირჩევა ექსტრემიზმით და რევოლუციურობით, ორგანიზაციებით ან სამეცნიერო თეორიების საშუალებით საზოგადოების სწრაფი რეფორმირების იმედით. საუკეთესო გამოვლინებებში ადამიანები მარსით მერწყულები ავლენენ ახალი ცოდნის მიღების სურვილს და ცდილობენ შეფასებებში ობიექტურები იყვნენ, რომელიც ეხება ჭეშმარიტ სამეცნიერო მიღწევებს, ექსპერიმენტულ მიდგომებს სხვადასხვა საკითხების მიმართ, დაფუძნებულ რეალური ცდების და შეცდომების მეთოდზე და რომელიც არ არის მოქცეული კონსერვატიულ - თეორიულ დოგმებში.
მარსი მერწყულები თავისუფლების მოყვარე ადამიანები არიან, რაც ხშირად არ ემჩნევათ პირველი ნაცნობობისას, რადგან თავიდან, ჩვეულებრივ, ისინი ცდილობენ მოერგონ გარშემომყოფების მოლოდინებს. ზოგადად ამ ინდივიდებს სურვილი აქვთ იცხოვრონ გარემოსთან თანხმობაში, თუმცა ზოგჯერ საკუთარი აზრის სხვებისთვის თავზე მოხვევა ახასიათებთ, განსაკუთრებით მაშინ თუ მიაჩნიათ რომ უკეთესად ერკვევიან რაიმე საკითხში. როცა ნამდვილად ერკვევიან საკითხში, მათი მყარი რწმენა საკუთარ ცოდნაში, ძალიან სასარგებლოა მრავალ ცხოვრებისეულ ასპექტებში. მარსი მერწყულებისგან გამოდის არაჩვეულებრივი პედაგოგები, მსგავის სამუშაო მათთვის კარგი საშუალებაა მარსული ენერგიის გამოსასვლელად. მარსის ეს მდებარეობა კარგია ჰუმანიტარული პროფესიებისთვის, სამეცნიერო მიღწევების და საზოგადოებრივი აქტივობებისთვის.
მარსი მერწყულები ენერგიით იმუხტებიან კოლექტივში მუშაობის დროს, სადაც ხშირად იკავებენ ხელმძღვანელ თანამდებობებს. მოწოდებული არიან ლიდერობისთვის, რადგან მომავლის განჭვრეტაში, კოლექტიური მისიის ან ინტელექტუალური მიზნების დასახვაში შეუდარებლები არიან.
მარსი მერწყულის არსი
• თავს ავლენენ როგორც ჭკვიანი, ექსცენტრიული, დამოუკიდებელი პიროვნებები. მიდრეკილი არიან ინდივიდუალიზმისადმი.
• მეამბოხე სულმა შეძლება ხელი შეუშალოს მიზნის მიღწევაში, ამის გამო მათთვის დამახასიათებელი ნოვატორობა და რევოლუციური იდეები უნდა მიმართული იქნას შემოქმედებით კალაპოტში.
• ფიზიკური ენერგია და სქესობრივი მიზიდულობა სტიმულირდება თავისუფლების შეგრძნებით. ექსპერიმენტების ჩატარებით და ახალი იდეების და შესაძლებლობების განხორცილებით. დამოუკიდებლობამ და სამეცნიერო ობიექტურობამ შეიძლება ხელი შეუშალოს ემოციებისა და სურვილების გამოხატვაში.
მათთვის ბუნებრივად დამახასიათებელი, ლოიალური, თავისუფლების მოყვარე და ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილი ხასიათის გამო, მამაკაცებიც და ქალებიც მარსი მერწყულები შეგვიძლია დავახასიათოთ როგორც - ”ერთგული, მაგრამ არც ისე ძალიან” («преданных, но не слишком».) მერწყული ზოგადად ერთგული ნიშანია, მარსით მერწყულებს ათეულობით წლების მანძილზე შეუძლიათ უერთგულონ როგორც მათთვის მნიშვნელოვან ადამიანებს, ასევე საკუთარ იდეებსა და პრინციპებს. საკუთარი პრინციპების და შეხედულებების ასეთი დახვეწილი აღქმა, უშუალო გავლენას ახდენს სასიყვარულო და პარტნიორულ ურთიერთობებზე. სხვა მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ პრინციპული დამოკიდებულება აქვთ თავისუფლების საკითხებთან მიმართებაში, უყვართ დომინირება და საკუთარი აზრის გატანა. იცავენ აუცილებელ წესებს. რომანტიულ ურთიერთობებში ყველა ნიუანსსა და რიტუალს ითვალისწინებენ, მაგრამ შინაგანი ემოციური განცდების კუთხით მაინც ”ცივები ” რჩებიან. ამ მიზეზით მარსით მერწყულებს უჩნდებათ პრობლემები ფიზიკური კონტაქტის და სექსის დროს. მათთვის რთულია მოდუნება, უჭირთ თავიდან ამოიგდონ უადგილო ფიქრები, თავისუფლად გამოხატონ გრძნობები და ბოლომდე ჩაეფლონ ფიზიკურ შეგრძნებებში. ისინი საკუთარ ინტიმურ განცდებსა და ფიზიკური –ემოციური კონტაქტის რეალურ მოთხოვნილებებს შორის არსებულ დიდ უფსკრულს აცნობიერებენ, რის გამოც შებოჭილები ხდებიან. საბოლოოდ ეს განაპირობებს იმას, რომ მარსით მერწყულები სხვა ადამიანებთან დაახლოებისას სიფრთხილეს იჩენენ .
ქალები – მშვენიერი სქესის წარმომადგენლები მარსით მერწყულები არიან არატრადიციული აზროვნების, არ იზიდავთ ქალის ტრადიციული როლი, უფრო მეტიც - მძაფრად ეწინააღმდეგიებიან მას. ამ ქალბატონებისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია მოულოდნელი ქმედებები. სექსის მიმართაც აქვთ არატრადიციული მიდგომა, ახასიათებთ ექსპერიმენტები და მეამბოხეობა, თუმცა ეს ყველაფერი სრულებით ემთხვევა მოდურ ტენდენციებს. მიუხედავად ამ მათი გონებაგახსნილობისა, ფსიქოლოგიურად იმდენად განდეგილები (საკუთარ თავზე ორიენტირებული) არიან რომ ასექსუალების შთაბეჭდილებას ტოვებენ (რა თქმა უნდა ბევრი რამ დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზეც პირად ჰოროსკოპში).
მათთვის ნაკლებად დამახასიათებელია ეროტიზმის განვითარება ან სიყვარულის გამოვლინება ფიზიკური და ემოციური ასპექტებით. მარსით მერწყულები მიეკუთვნებიან სექსუალური ასპექტში ყველაზე მოუთმენელ მარსის ნიშანს (თუმცა ამ კუთხით ძლიერ კონკურენციას უწევს მარსი ვერძი , რომელსაც უნდა იყოს პირველი ყველაფერში!). მათ იზიდავთ ისეთი ტიპის მამაკაცები, რომლებიც აღიარებენ მათ თავისუფლების მოთხოვნილებას, თავადაც იზიარებენ ამ იდეალებს, არიან გათვითცნობიერებული სოციალურ საკითხებში, აქვთ ორიგინალური აზროვნება და ცხოვრების წესი.
მარსი მერწყულის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისებაა - სექსუალური თვითგამოხატვის დროს ცვალებადობა და მოულოდნელობები. ზოგჯერ, როცა საბოლოოდ ახერხებენ ფსიქოლოგიური ბარიერების დაძლევას, ამ ერთი შეხედვით გულგრილმა ადამიანებმა შეიძლება გააოცონ და შოკშიც კი ჩააგდონ პარტნიორი , აგრესიულობით და იმპულსურობით. (შენიშვნა: ამ აბზაცში წარმოდგენილი ინფორმაცია შეიძლება ასევე დამახასიათებელი იყოს მამაკაცებისთვის მარსის ასეთი პოზიციით. რადგან მარსის მერწყულში მდებარეობის დროს ნაკლებია კონტრასტი ქალების და მამაკაცების თვითგამოხატვას შორის, ვიდრე სხვა ნიშნებში. შესაძლოა იმის გამო, რომ თორმეტ ნიშანს შორის, მარსი მერწყულის ნიშანში ყველაზე ნაკლებად არის დაკავშირებული ცხოვრების ფიზიკურ განზომილებებთან)
კაცები – ძლიერი სქესის წარმომადგენლები მარსით მერწყული, გარშემომყოფებს აოცებს არაპროგნოზირებადი ქცევით და უნიკალური იდეებით, რომლებსაც გამოთქვამენ არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით . მათ თავად არ იციან როდის მოხდება მათი ორიგინალურობის გამოვლენა, რაც ახდენს მათი და გარშემომყოფების ინტელექტუალურ სტიმულირებას. რომანტიულ ურთიერთობებში ყველანაირად ცდილობენ დაიკმაყოფილონ პატივმოყვარეობა იმის დემონსტრირებით, თუ რამდენად ჭკვიანები და კომუნიკაბელურები არიან. ურთიერთობების ადრეულ სტადიაზე უყვართ ფლირტი, ნაკლებად ამჟღავნებენ ინტერეს სექსის მიმართ და ემოციურად პასიურები არიან. ისინი ძალიან ამაყობენ საკუთარი თავით. პრობლემა წარმოიშობა მაშინ, როცა ისინი არ კმაყოფილდებიან პატივისცემით და მოითხოვენ მათ წინაშე თავდახრას, რაც რა თქმა უნდა, ინტერესს უკარგავს ყველას, ვისთანაც მათ უჩნდებათ დაახლოების სურვილი.
წყარო:enigma-project.ru
©რუსა