სატურნი მკაცრ მასწვლებელს ჰგავს, მკაცრს, მაგრამ სამართლიანს

ამიტომ, რაც უფრო მეტს ისწავლით მისგან, მით უფრო გაადვილდება შემდეგი "გაკვეთილები". სატურნის პრინციპი სწავლებაა და მომზადება. რეჟიმში ჩაყენება, დროის შეგრძნება, საქმის კეთება, დისციპლინა

ახალგაზრდობაში ყველას გვიჭირს ეს. 27-დი წლის ასაკიდან უფრო მეტი გაკვეთილები და ე.წ. ცხოვრებისეული გამოცდების პერიოდი იწყება (ერთი ციკლის დასასრულისა და მეორის დასაწყისი), არადა, რა დროს გამოცდებია, ამ დროს გიხარია ცხოვრება ადამიანს

სულ რაღაც სამ წელში უნდა მოასწრო ადამიანმა სატურნისეული გაკვეთილების გადამეორება და გამოცდების ჩაბარება

სატურნი - ეს დროის და მატერიის მფლობელი, თვინიერებისა და მორჩილების მასწავლებელი. დევიზი "ესეც გაივლის"

თავისი არსით, სიბრძნის მატარებელი და მაზიარებელი (თავადაც ჭარმაგი მოხუცის სახით არის წარმოდგენილი)
ჩავთვალოთ, რომ სატურნი გვასწავლის და გვამზადებს შემდეგი ეტაპისთვის, ის ჩვენი მეგობარი უფროა, ვიდრე მტერი

ის არც ბოსია და არც დიქტატორი, არც სისხლისმსმელი და საკუთარი შვილების მჭამელი მითოლოგიური ღმერთი და არც გულქვა მოხუცი...
შეხედეთ მას ისე, როგორც მკაცრ, ბუზღუნა, მაგრამ ძალიან მოსიყვარულე და სამართლიან მასწავლებელს