ლომი შემოიკრებს ყველას და სთავაზობს სამართლიან წილისწყრას იმ ერთი პარაშუტისთვის. დოლურა , ყველა ნიშნის ნიშანი და ერთი გამარჯვებული
ვერძი იტყვის, რა საჭიროა ეს ცირკაჩობა და დუტაობაო, უმაგრესი იდეა მაქვსო: მოვაძრობ სკამს , დავდგები ზედ და გადავხტებიო, დედამიწას რომ მივუახლოვდები ერთ მეტრაზე, გვერდულად გადავხტებ/გადავგორდები და ვარდნის სიჩქარეს შევატოვებ სკამსო. მე რა თქმა უნდა გადავრჩებიო. თქმა და შესრულება ერთი იყო

ტყუპი აღფრთოვანებული უკრავს ტაშს.
კურო გამოაგორებს მაცივარს, მოკალათდება უკანა (მარჯვენა) სკამბზე და მშვიდად ელოდება მოვლენების განვითარებას
მშვილდმა ბავშვობის ოცნება მქონდა თვითმფრინავის მართვაო, სანამ თქვენ აქ გაათამაშებთ მე შევალ პილოტის კაბინაში ბარემ აქ ვარო..
თევზები გამეხებულ/გაყინული სახით დგას უკანა მხარეს და თვალზე ცრემლი გადმოუგორდება
ტყუპი ვენტილატორს მიუდგავს უკან. ხელოვნური მაგრამ მაინც ნიავი, ძალუმად უფრიალებს თევზებს მშვენიერ თმას. ვიზუალური ეფექტი ორმაგდება.
თხის რქა წიგნს ამოიღებს , ჯერ ტყუპის თავს შეათვალიერებს და ბოლოს მაინც კითხვას გადაწყეტს..
აქვითინებულ კირჩხიბს სასწორი მონდომებით ამშვიდებს, უმტკიცებს რომ გადარჩენის შანსი საკმაოდ დიდია და ის 50/50ზეა, რადგან მისი ნიშანი ან ამოვა ან არა.
ქალწული ამ ორის შემხედვარი თავს გადააქნევს და გუნებაში დაიწყებს დათვლას თუ რა თანხაში გაიწეწებიან სადაზღვევოები. ციფრი დამაფიქრებლად დიდი გამოდის..
მერწყული საოცრად მოწყენილია, იმის გამო რომ ორიგინალური იდეა არ მოაფიქრდა

პრინციპში არაორდინალურ დროს არაორდინალურობის მოფიქრება მეტად ორდინალურიაო, თავს იმშვიდებდა
ლომს ჩამძირავ სტადიაზე მყოფი გემის კაპიტნის სახით ამოაქვს ნიშანი..
გამარჯვებული მორიელი ტირილს იწყებს
აღმოჩნდება რომ მშვილდმა დრო იხელთა და მოქესტა ერთადერთი პარაშუტი, ის კაი ხნის გადამხტარია
მორიელს სიცილი უვარდება
სასწორი ეჭვობს და ინტერესდება მორიელის ამ სახეცვლილებით
იასნდება რომ მორიელს წინასწარ გაუხვრეტავს პარაშუტი რადგან მოგების იმედი არ ქონდა.. მათი ნიშანი ხომ არავის ევასება და ყველა მათ ებრძვის

ტყუპი ტაშს უკრავს
თხის რქა წყვეტს კითხვას...