მიმდინარე ასტროლოგიური მოვლენა,რომელსაც ამ ბოლო ორი კვირის მანძილზე განსაკუთრებით შემაწუხებლად ვგრძნობ

არის
"რეტროგრადული მერკური"
კიდევ ერთხელ,რას ნიშნავს პლანეტის რეტროგრადულობა? მზის სისტემაში ყველა პლანეტა გარკვეული თანრიგით არის განლაგებული და მზისგან განსაზღვრულ დისტანციაზე იმყოფება. დედამიწიდან პლანეტებზე დაკვირვებისას,ჩვენ ვამჩნევთ,რომ პერიოდულად პლანეტები ჩერდებიან და იწყებენ უკუსვლას. სინამდვილეში პლანეტა უკუმიმართულებით არ მოძრაობს ცხადია,უბრალოდ ჩვენი დედამიწა უსწრებს თავის ორბიტაზე ამა თუ იმ პლანეტას და ამიტომაც გვეჩვენება დედამიწიდან დამკვირვებლებს,რომ პლანეტამ უკუსვლა დაიწყო. ასეთი მოვლენა ასტრონომებმა და ასტროლოგებმა საუკუნეების წინ შეამჩნიეს და უწოდეს "რეტროგრადული მოძრაობა".
რამდენადაც თითოეულ პლანეტას თავისი გავლენის სფერო აქვს დედამიწასა და მასზე მყოფ ყოველ სულიერზე,მათ მინიჭებული აქვთ განსაზღვრული თვისებები,რომლის მეშვეობითაც ზემოქმედებენ ადამიანებზე,მოვლენებზე და სხვადასხვა პროცესზე.
რეტროგრადული შეიძლება იყოს ნებისმიერი პლანეტა,მზის და მთვარის გარდა.
რეტროგრადული პლანეტა მიმართავს ჩვენს ენერგიას შიგნით; ცვლის ჩვენს აღქმას,სურვილებს. შემოქვს ჩვენს ცხოვრებაში აპათია და უმოქმედობა. მაქსიმალური ძალისხმევის შედეგად ვიღებთ მინიმალურ ან ნულოვან შედეგებს.
როგორც ცნობილია,რეტრო-პლანეტები ნათალურ ჰოროსკოპში აჩვენებენ ადამიანის კარმას,ამიტომ როცა ესა თუ ის პლანეტა რეტროგრადული ხდება,ის მოითხოვს წარსულის გადახედვას,შეცდომების აღმოჩენას და მათი გამოსწორებისათვის ახალი გზების ძიებას.
გვეცოდინება რა ასეთი პერიოდების შესახებ,ჩვენ შევძლებთ,თავიდან ავიცილოთ დროის და ენერგიის ფუჭი ხარჯვა,იმედგაცრუებები. შევძლებთ,ვივარაუდოთ ამ პერიოდში ჩასახული პროცესების,ხელშეკრულებებისა თუ ნაცნობობის განვითარების ხასიათი.
განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობა ჩვენს სამ უახლოეს პლანეტას:მერკურის,ვენერასა და მარსს. სწორედ ერთერთი მათგანი-მერკური,რომელიც განაგებს აზროვნებასა და კომუნიკაციებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში,2011 წლის 3 აგვისტოდან მოძრაობს რეტროგრადულად.
ყოველწლიურად მერკურის რეტროგრადული მოძრაობის არანაკლებ სამი პერიოდი აქვს,დაახლოებით 24 დღით. ე.წ. რეტრო-მერკურის "სამი კვანძი",მთვარის კვანძების მსგავსად,მოძრაობენ უკუსვლით. ანუ თუ გასულ წელს მერკურის კვანძები მიწის ნიშნებზე დაჯდა,წელს დიდ მერკურიანულ დოზას იღებენ ცეცხლის ნიშნები. მაღალი სიჩქარით მოძრავი მერკური რამდენიმე კვირაში გაირბენს თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს,მაგრამ თავის კვანძის დროს ის რამდენიმე თვით ჩერდება ერთ ზოდიაქოს ნიშანში და მოცემული ნიშნის სტიქიისა და ჯვრის ნიშნები იღებენ ჩვეულებრივზე მეტ მერკურიანულ ეფექტს. შესაბამისად მათ უფრო მეტი შესაძლებლობები აქვთ დაფიქრების,ცვლილებებისა და ცხოვრების რეორგანიზებისთვის.
გაზაფხულზე მერკური რეტროგრადულად მოძრაობდა ვერძის ნიშანში და მაშინ ძლიერი მერკურიანული ეფექტი უნდა ეგრძნოთ ცეცხლის სტიქიის და კარდინალური ჯვრის ნიშნებს:ვერძს,კირჩხიბს,სასწორსა და თხის რქას. ამჯერად ფიქსირებული ჯვრის ნიშნების ცხოვრების რეორგანიზაციის დროა: კურო,ლომი,მორიელი და მერწყული.
"რეტრო-მერკურის ეფექტი" იწყება უშუალოდ მოვლენამდე 7-10 დღით ადრე(სადღაც 25 ივლისიდან)როდესაც იწყება პლანეტის დამუხრუჭების აქტიური ფაზა. უკვე ამ დროისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არის: აზროვნების შენელება,გაუგებრობები,სულსწრაფი გადაწყვეტილებები,ტექნიკის წყობიდან გამოსვლა.
ასტროლოგიაში მერკური პასუხიმგებელია აზროვნების მოქნილობასა და სისხარტეზე,სივრცეში ორიენტაციაზე, ურთიერთობებზე,ინფორმაციასა და ტრანსპორტზე. პლანეტის რეტროგრადული მოძრაობის დროს ცხოვრების ყველა ეს სფერო კარგავს ჩვეულ დინამიკას,ამიტომაც ასეთი პერიოდებისთვის დამახასიათებელია ბევრი შეცდომა,რომელიც მოსდით დისპეჩერებს,მფრინავებს,მძღოლებს,დიაგნოსტებს,ანალიტიკოსებს. პოლიტიკოსები და ხელმძღვანელები იღებენ არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს,ადამიანებს ძალიან უჭირთ მოლაპარაკება და ურთიერთგაგება.
ყველაზე საოცარი,რაც ამ პერიოდისთვის არის დამახასიათებელი,უსულო საგნები იწყებენ ნეგატიურად რეაგირებას:ფუჭდება ტექნიკა,ირევა კომპიუტერული სისტემები,ტელეფონები,მანქანის ნაწილები. თუმცა რეტრო-მერკურის თანმდევი ყველაზე უსიამოვნო პროცესი არის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაკარგვა და გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები.
ასტროლოგები გვირჩევენ,რომ ასეთ პერიოდებში მნიშვნელოვანი ინფორმაციული საბუთები შევინახოთ ორ ეგზემპლარად,სხვადასხვა ადგილას. ასევე მზად უნდა იყოთ იმისთვის,რომ თქვენი საყვარელი და საჭირო ტექნიკური ინსტრუმენტები: ფლეშკა,ლეპტოპი,სმართფონი ან ფოტოაპარატი,შეიძლება გაფუჭდეს, დაგეკარგოთ ან მოითხოვონ სწრაფი შეცვლა. საერთოდ,რეტრო-მერკურისთვის ძალზედ ნიშანდობლივია "სწრაფი შემცვლელი". ადამიანები,რომელთა დახმარებას ან მომსახურებას მიჩვეული ხართ,იქნება ეს კომპიუტერის ხელოსანი,დალაქი,ტურაგენტი თუ საქონლის მომწოდებლები ასეთ დროს ხდებიან მიუწვდომელნი და ჩვენ გვიწევს ახალი გადაწყვეტილებების მიღება.
"გადახედვის" თემა დამახასიათებელია ნებისმიერი რეტროგრადული პლანეტისთვის,ამიტომ მერკურის რეტროგრადული მოძრაობა გვაიძულებს გადავხედოთ წარსულს,გადავიკითხოთ ძველი ჩანაწერები,არქივები, ჩავიძიროთ მოგონებებში.
ასეთ დროს ადამიანს არ აინტერესებს გარესამყაროსთან ურთიერთობა,მას არ შეუძლია საქმიანი ამოცანების გადაწყვეტა,რადგან შინაგან პროცესებში ბოლომდე ორიენტირება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება არ გამოსდის. ამიტომ ამ პერიოდში დადებული სიტყვიერი გარიგებები ხშირად სრულდება ფრაზით:"ბოდიში,გადავიფიქრეთ".
ეს ფაზა დაკავშირებულია დროებით გადაწყვეტილებებთან, არ გირჩევთ მნიშვნელოვანი საქმეების წამოწყებას,რასაც თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ დროებითი ხასიათი ექნება.
სპეციფიური სიმპტომი რეტრო მერკურისთვის არის ასევე არასაკმარისი ან დაუზუსტებელი ინფორმაცია,რომელიც მცდარი დასკვნებისკენ გვიბიძგებს. ადამიანები არასწორად განმარტავენ ან საერთოდ ამახინჯებენ მიღებულ ინფორმაციას. უჩნდებათ მიდრეკილება,მოიტყუონ ან დამალონ ინფორმაცია. ეს ყოველთვის გაცნობიერებულად არ ხდება,უმეტეს შემთხვევაში ადამიანი თავად არ ფლობს სრულ ინფორმაციას. ბევრი საერთოდ საკუთარ თავში იკეტება და თქვენ ვერაფრით შეაღწევთ მათთან,სანამ მერკური კვლავ დირექტიული არ გახდება. სიმპტომატურია ასევე დაპირებების უკუგდება. ადამიანი მარტივად უარყოფს საკუთარ სიტყვებს,აზრებსა და დაპირებებს.
მერკურის რეტროგრადული მოძრაობა არის პერიოდი,როდესაც ადამიანი შეშდება,საკუთარ თავში იძირება და კარგავს კონტაქტს რეალობასთან,არის პანიკურ მდგომარეობაში. ადამიანები ერთმანეთს ჭკვიანი და ყურადღებიანი თვალებით შესცქერიან,მაგრამ რეალურად სულ სხვაგან იმყოფებიან. შედეგი კი ყოველთვის ერთნაირია_შეუძლებელია ამ დროს ნორმალური კომუნიკაცია, ხშირია გაუგებრობები,შეცდომები. ადამიანებს საერთოდ უჭირთ აზროვნება,მიწოდებული ინფორმაციის აღქმა და სწორად გაანალიზება.
ჯანმრთელობის მხრივ,როგორც ადამიანების ისე ცხოველებისთვის,განსაკუთრებით ნეგატიურია რეტრო-მერკურის და მზის შეყრა,ე.წ. წვის ზონაში,"დამწვარი" პლანეტა.
არ ეძებოთ ახალი. პირიქით,დაუბრუნდით ძველს: ადგილებს,ნივთებს,ნაცნობებს,ნათესავებს.
რეტროგრადული მერკურის პერიოდში კარგი იქნება თუ გადახედავთ უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში მომხდარ ამბებს,შეაჯამებთ შედეგებს და გაიაზრებთ შეცდომებს.
მაშ ასე,მოკლე რეზუმირების სახით,რეტროგრდული მერკურის პერიოდში
არ არის რეკომენდებული და მაქსიმალურად თავი აარიდეთ:- ზეპირ გარიგებებს,დაპირებებს,კონტრაქტებს. თუ დრო არ იცდის,დიდი ყურადღებით,რამდენჯერმე გადაიკითხეთ ხელშეკრულება.
- სამუშაოზე გასვლა,ახალი სამსახურის ძიება. სულ მალე ისეთი ინფორმაცია გამომჟღავნდება,რაც გულს აგიცრუებთ მოცემულ საქმიანობაზე,ხელმძღვანელზე.
- არ შეიძინოთ ახალი ტექნიკა,ტელეფონი,ავტომობილი. მაღალია ფარული დეფექტების აღმოჩენის ალბათობა.
- გაცნობა მოკლევადიანი და უპერსპექტივო აღმოჩნდება.
- ახალი საქმის წამოწყება,ფირმის დარეგისტრირება, ქორწინება. ბიზნეს თუ საქორწინო პარნტნიორი არ დაგაკმაყოფილებთ. თქვენ მუდმივად გექნებათ შეგრძნება,რომ რაღაცას გიმალავენ,გატყუებენ,ურთიერთობა იქნება ინტრიგებზე და უნდობლობაზე აგებული.
- არ დანიშნოთ მნიშვნელოვანი თათაბირი ან კონფერენცია. ჯერ ერთი,ბევრი ვერ დაესწრება და მეორეც,მიწოდებული ინფორმაციის სწორად აღქმა მნიშვნლეოვნად გართულებულია.
- არ გაგზავნოთ მნიშვნელოვანი საბუთები. დიდი ალბათობით,გზაში დაიკარგება და ადრესატამდე ვერ მიაღწევს.
- საქმიანი ვიზიტები და მოგზაურობები იქნება უშედეგო.
რეკომენდებულია:+ ეძებოთ დაკარგული ნივთები,საბუთები.
+ აღადგინოთ გაწყვეტილი კონტაქტები ძველ მეგობრებთან,დიდი ხნის უნახავ ნათესავებთან, კოლეგებთან,ნაცნობებთან.
+ მოიყვანოთ წესრიგში უკვე არსებული საბუთები,ფაილები,არქივები,ბიბლიოთეკა.
+ დაასრულოთ ყველაფერი,რაც გქონდათ გადადებული მერმისთვის.
+ გააანალიზოთ თქვენს ცხოვრებაში "განმეორებითი სიტუაციები".
+ დაახარისხეთ და მოაწესრიგეთ ძველი ქაღალდები. გადაყარეთ მაკულატურა და ყველა ის ნივთი,რომელიც არ გჭირდებათ და არ იყენებთ. განსაკუთრებით გაფუჭებული ნივთები.
+ მხოლოდ ისეთი ნივთი იყიდეთ,რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდით,მაგრამ საშუალება არ გქონდათ.
+ ჩაინიშნეთ იდეები და შეეცადეთ კარგად დაამუშავოთ. იდეის რელიზაცია კი გადადეთ იმ დროისთვის,როდესაც მერკური კვლავ დირექტიული გახდება.
ასე კი მოხდება 2011 წლის 26 აგვისტოს. შემდეგი რეტროგრადული პერიოდი მერკურის აქვს 2011 წლის 24 ნოემბრიდან-14 დეკემბრამდე.
ჩემის მხრივ,მთელი სერიოზულობით ვგრძნობ,როგორ დავმუხრუჭდი და დავჩლუნგდი აზრონებაში. ძალიან გამიჭირდა ამ პერიოდში და მაინტერესებს,თქვენ თუ გრძნობთ რეტრო-მერკურის გავლენას? ვისაც გონებრივად მუშაობა გიწევთ და საერთოდ ყოფით ურთიერთობებში.
This post has been edited by VlV on 14 Dec 2011, 23:50