ყველაზე იშვიათ წყვილს - ტყუპებსა და თევზებს მინდა ეს ჩემი თარგმანი გავუზიარო

---------------------------------------
ტყუპები და თევზები

სიმშვიდის გამო ტიპიური თევზები მზადაა თითქმის ყველაფრისთვის. ის მოერგება საყვარელ ადამიანს და სრულ კომფფორტს შეუქმნის მას, მაშინაც კი როცა თევზების ფემინისტკა დაქალოჩკები შეცოდებით შეხედავენ მას. ის კი ამ დროს მხოლოდ გაიღიმებს და მათ ნათქვამს ერთი ყურიდან მეორეში გაატარებს. სინამდვილეში ის სრულებით არ არის ტყუპი-კაცის კაპრიზების მონა, როგორც ამას მისი სადაქალო აღნიშნავს და ხანდახან მისი ტყუპიც ასე ფიქრობს. თუმცა ქალმა-თევზებმა მშვენივრად იცის რასაც აკეთებს.
მან იცის რომ პრაქტიკულად ორი გზა არსებობს, - ან უნდა ჩათვალოს რომ ამდენ კაპრიზად, აღელვებად და ნერვების შლად არ ღირს ურთიერთობა და ნელ-ნელა გაცურდეს ან კი.. გადაწყვიტოს რომ ქვეყნად ყველა ტკივილის ფასად უღირს თავისი საყვარელი ტყუპები.
პასიური წინააღმდეგობა - თევზების ნეპტუნისეული საიდუმლოა. მას ამის მიმართ ზედ დანათლული ნიჭი გააჩნია. მან ზუსტად იცის რამდენი უნდა დათმოს და როგორ ღრმად შეტოპოს - და იცის როდის უნდა გავიდეს სცენაზე.
თითქოს დაბადებისას თევზი-ქალი შეაიარაღეს მგრძნობიარე ანტენით, რომელიც ქვეცნობიერად და ცნობიერადაც კი იღებს სიგნალებს. ყველა ტყუპი ცხადია ძალიან მიხვედრილები არიან და მათი გაცურება პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ ამ სახარბიელო ჭკუის მიუხედავადაც კი ტყუპი-კაცი უძლურია თევზი-ქალის ნეპტუნისეული სტრატეგიების წინაშე.
თუ ამ ქალს სურს ისეთი რამ, რასაც მისი ტყუპი არ მოიწონებს, ის არ ეცდება პირდაპირ დაეჯახოს და თავისი გაიტანოს. ის მშვიდად, ღიმილით დაეთანხმება მას და როცა ის არ იქნება სახლში იმას გააკეთებს, რაც მას გაუხარდება. აქ არ არის აუცილებელი ღალატი ვიგულისხმოთ. შესაძლოა საქმე 1 საათიან ძილსაც კი ეხებოდეს. (ტყუპების თითქმის ყველა წარმომადგენელი დროს უყურებს, როგორც გამოსაყენებელ საშუალებას და ამიტომაც დილით უთენია დგება, მაშინ როცა თევზს შეუძლია დრო უსაქმობაში გაატაროს ან შუადღემდე გამოაცხოს ძილი. თევზებისთვის დრო ამოუწურვადია და არსებობისთვის სჭირდება, მაშინ როცა ტყუპებისთვის დრო მოქმედებისთვისაა მოგონილი).
ტყუპ-კაცს შეუძლია ყველაფერი ერთ წამში შეცვალოს და თევზმა-ქალმა არასოდეს იცის რას მოელოდეს მისგან. ეს დამაინტრიგებელი და მომხიბლავია. ტყუპი-კაცი - საიდუმლოა, ეს ქალი კი გიჟდება საიდუმლოებებზე. მაგრამ ეს თვისებები, რომლითაც დაჯილდოებულია მერკურის შვილი, დროთა განმავლობაში თევზ-ქალში განმარტოების სურვილს გააჩენს.
თევზი-ქალი ნეპტუნის მმართველობის ქვეშ არის და როგორი წინააღმდეგობაც არ უნდა გაუწიოს მან გრძნობებს ის მაინც იქნება ჩათრეული ამ კავშირში. მას მოუწევს საყვარელ მამაკაცთან ყოფნის დროს მისი ცხოვრების რიტმი შეითვისოს. ეს ქალი გარშემომყოფთა შეგრძნებებს ისევე იწოვს, როგორც ფსიქოლოგიური ღრუბელი ან კიდევ როგორც მგრძნობიარე ფოტოფირი (როგორც კირჩხიბი და მორიელი). ეს თევზი-ქალი შეჩვეულია იყოს რბილ ტონალობებში და ამ დროს ტყუპების რიტმი ანევროზებს მას. და მაშინ წყვეტს ეს ქალი, რომ დროებით გაცურდეს, თავის თავში ჩაყვინთოს, რათა ძალები აღიდგინოს. ასეთ მომენტებში მისი საყვარელი ტყუპი-კაცი შესაძლოა აღშფოთებული, ნაწყენი და ხანდახან გაბოროტებულიც კი იყოს.
ტყუპ-კაცს არც კი მოსდის თავში ის იდეა, რომ ასეთი ქცევა მის საქციელს ჰგავს ძალიან. თავად ისიც ხომ ზუსტად მაშინ გადგება ხოლმე განზე, როცა თევზ-ქალს ყველაზე მეტად სჭირდება სითბო და ყურადღება.
გახსოვდეთ, რომ ტყუპები ეს სიმბოლური ბავშვია და ბავშვები კი ხშირად ერთგვარი ეგოისტები არიან. იქნება მომენტები, როცა ის გამოვლენს საოცარ ყურადღებას, განსაკუთრებული სინაზით მოეპყრობა თევზ-ქალს. ის იგრძნობს როდის მოესურვება ამ ქალს გაღიმება, როდის შესათავაზოს მას მოგზაურობა... ან სულაც ერთობლივი სეირნობა. ეს არახშირი მომენტები ურთიერთობაში თევზი-ქალის ყველაზე ამაღლებული გამოვლინებებია.
სექსუალური სიახლოვე ტყუპ-კაცსა და თევზ-ქალს შორის ეს არამხოლოდ ფიზიკური ერთიანობაა! გაურკვეველი მიზეზებით, ჰაერისა და წყლის ელემენტების შეერთებით მიიღება საოცარი მსგავსება, როცა კაცი ემსგავსება თევზ-ქალს და ქალი კი თავის ტყუპ-კაცს. და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს მათი სექსუალური სიახლოვის მერე ეს ქალი უფრო საქმიანი და გამოცოცხლებული ხდება, მაშინ როცა კაცი უფრო რბილი, ნაზი და დამშვიდებული ხდება.
როცა წყალი ეხება ჰაერს სექსუალური ერთობის დროს, წყალი სასწაულებრივად ქმნის ჰაერს და ერთად ისინი ხდებიან გამტარ და გამცემ წვიმად, რომლის წყალობითაც მთელი ბუნება ცოცხლდება. მათი სექსუალური საიდუმლოება შესაძლოა მათი ურთიერთობის ძლიერი გამაძლიერებელი და განმაახლებელი გახდეს და გაუღოს მათ ჰარმონიის კარი, რომელიც აქამდე ვერ იპოვეს.
ჰაერისა და წყლის შეერთებით მათ შეუძლიათ უდიდესი რამ მიანიჭონ ერთმანეთს, - თავისუფლება!
ქალი-თევზი იშვიათად ითხოვს მისგან აჩოტებს, ეს ქალი მესაკუთრე არ არის. არც ტყუპი-კაცი იქნება წინააღმდეგი, თუ ეს ქალი ხანდახან სადმე გაცურავს, როცა ის არ იქნება გვერდით. მაგრამ როცა ტყუპი-კაცი ადგილზეა თევზი-ქალი მის გვერდით უნდა იყოს, რადგან ტყუპებს სჭირდებათ აუდიტორია. თევზები კი ძალიან კარგი მსმენელები არიან. ტყუპმა-კაცმა იცის რომ თევზი-ქალი ყველაფრით გულწრფელად ინტერესდება, რასაც იგი ლაპარაკობს.
თევზმა-ქალმა იცის რომ ტყუპი-კაცი ეს არის არამყარი ადამიანი თავის მუდამცვალებადი განწყობებით, მაგრამ ისიც იცის რომ ტყუპ-კაცს მუდამ სჭირდება მისი არსებობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია თევზი-ქალისთვის - იყოს საჭირო.
ტყუპ-კაცს შეუძლია გააკრიტიკოს თევზი-ქალი მისი განუზომელი გულუხვობისთვის და ექსტრავაგანტურობისთვის, მაგრამ ამ დროს თავად მზად არის შემოირბინოს მთელი ქალაქი, ისესხოს ფული, რომელსაც ვერ გადაიხდის, რომ გამოაძვრინოს ძმაკაცი.
რამდენიმე თვე მას შეუძლია ამყაროს სერიოზული გეგმები, რომ მიიღოს ინჟინერის დიპლომი და მერე კი უცებ იყიდოს საბეჭდი მანქანა და გამოაცხადოს, რომ მწერლობა გადაწყვიტა.
იგი მოვა სახლში, უარს იტყვის ვახშამზე და გამოუცხადებს თავის თევზ-ქალს, რომ ნაადრევად სურს დაძინება და გაღიზიანებული გავა სააბაზანოში. ხუთ წუთზე ნაკლებ დროში იგი უკან დაბრუნდება, ღიმილიანი, ჩვეული მომხიბვლელობით ეტყვის თევზ-ქალს, ხომ არ სურს მას რესტორანში ვახშმობა ან ახალი სპექტაკლის ნახვა?
სანამ თევზი-ქალი მზადებაში იქნება იგი მას დააჩქარებს და ბუზღუნს დაიწყებს, რომ მას მოსამზადებლად მთელი საუკუნე სჭირდება.
მაგრამ როცა თევზი-ქალი მანქანაში ჩაჯდება მის გვერდით, ტყუპი-კაცი მოულოდნელად ეტყვის მას, რომ ის ლამაზია, როგორც არასოდეს.
- მე არ ვიცი, რას ვიზამდი უშენოდ?!
აღიარებს ტყუპი-კაცი. თევზი-ქალი კი დუმილით გაიღიმებს, მან ხომ ეს ყოველთვის იცოდა და ზუსტად ამიტომაც არის ეს ქალი ახლაც მის გვერდით.
This post has been edited by woman_ on 2 Feb 2011, 14:59