დიახ...
მე სწორედ იმიტომ თან ვურთავ ახსნებს თუ რა ხდება ამ დროს, რომ ეს შეკითხვა არ დარჩეს ასე ჩემს
გამოცდილებაზე დამოკიდებული და ბრმად მიღებული ასე ნდობით, სასურველია რომ ყველაფერი კარგად
იყოს გაცნობიერებული, ზემოთ თუ დააკვირდი ავხსენი კიდეც თუ რა ხდება ამ დროს თუ რა თავისუფლებაზეა
ლაპარაკი და ა.შ.
ამ მიმართულებით ანუ ცნობიერი მიმართულებით თუ რაიმე შეკითხვა იქნება არ დაგზარდებით...
პს.
ფაქტიურად ადამიანი დამოკიდებულია გარე მოვლენებით გამოწვეულ აზრებზე, ეს იმდენად შეუმჩნეველია, რომ
ვერ გრძნობს და ჰგონია, რომ თავისუფალია ამა თუ იმ გადაწყვეტილებაში, არადა მან უნდა შესძლოს აზრებზე
კონტროლი ანუ მისი გამომწვევი მიზეზების დანახვა... მაგ. რაიმე რეკლმამ შეიძლება გამოიწვიოს რაიმე სურვილი,
რომელიც შეუმჩნევლად მოქმედებს და ასე ემატება ასეთი მიზეზები და ბოლოს ადამიანში გადასწონის ხოლმე ერთ
რომელიმე მხარეს და აზრზე არაა რომ ეს გადაწყვეტილება სულაც არ იყო თავისუფალი ის დამოკიდებული იყო
იმ ზემოქმედებებზე რომლებიც გამოწვეული იყო არაცნობიერზე ზემოქმედებით, ხოდა ამის გაცნობიერებისთვის,
საჭიროა ეს კონტროლი საკუთარ აზრებზე, თავიდან ძნელია განუწვეტელ კონტროლს რომ მიაღწიო ეს ავტომატურში
თუ არ გადაიზარდა ისე გაძნელდება ცხოვრება. ხოდა ეს ხუთ წუთიანი სავარჯიშო სწორედ ამ დაკვირვების უნარს
ანვითარებს რომელიც მერე ყველგან ავტომატურად თავს იჩენს და ეხმარება ადამიანს სწორ და თავისუფალ ქმედებაში,
მერე მისი სიზმრებიც სვანაირი ხდება რა თქმა უნდა ეს უნარი სიზმრებშიც იჩენს თავს და ცნობიერი სიზმრების
შემდეგი ეტაპი უკვე ხილვებია და მუდმივი ცნობიერი ცხოვრების დასაწყისი.
ეხლა ეს ერთი შეხედვით უბრალო სავარჯიშო რატომ იწვევს ამ უნარს, ვინაიდან ადამიანი წინასწარ და გამიზნულად
იღებს ერთი და იმავე დროს იგივე სავარჯიშოს ანუ დაკვირვების ობიექტს, აქ უკვე არაცნობიერი ვერ ერევა, მეორე
ის რომ აქ ფიქრის ფოლობაზეა საქმე, პირველსავე წუთებში მიხვდება ადამიანი თუ როგორ უძალიანდება მას ეს
არათავისუფალი აზრები, რომლებიც ცდილობენ მასში შეღწევას, ერთ გარკვეულ საგნის წარმოდგენისას ადამიანი
კონცენტრირდება ამ საგანზე და ამ დროს თავისუფლდება იმ არაცნობიერში ჩაწერილი აზრების თუ სურვილებისგან,
სწორედ ეს დროა მისი თავისუფლების დრო აზრებში, ყველაფერი აზრიდან იწყება და მერე ქმედებაში, ბიბლიაც მიგვითითებს
ამაზე, რომ ფიქრებში არ უნდა ეცდუნო ესაა მთავარი, ბევრი ადამიანი უბრალოდ თავს იკავებს გარეგანში მაგრამ შიგნით
ფიქრებში იმდენი ცოდვა ტრიალებს ხოლმე რომ, არადა ერთი ნაბიჯია მერე ქმედებებისკენ, რომ არ იყოს სასჯელი უცბად
გამოვლინდება ადამიანთა შიგნით დაგროვლი ცოდვები, ამიტომ ეს სავარჯიშო მორალურ საკითხსაც არეგულირებს ანუ
რაც ნაკლებად ხარ დამოკიდებული ქვეცნობიერზე მით უფრო მეტად შეგიძლია გააკონტროლო შენი აზრები და მერე ქცევაც.
ბოროტი აზრები საერთოდ არაცნობიერიდან მოდის, ნეგატიური ძალის ქმედებებით, ადამიანი არ იქნება ბოროტი თუ ის აკონტროლებს
აზრებს, თუ დავაკვირდებით ბოროტი ადამიანები ძალიან ჩაფლული არიან ანუ მარიონეტებივით ბოროტის ქმედების ქვეშ არიან.
ეს მეთოდი არის უნიკალური ვინაიდან ბევრ რამეს ერთად ანვითარებს ადამიანში, ამ დროს ენერგიის დაზოგვაც ხდება ვინაიდან
ის არაცნობიერი აზრები ადამიანს დიდ ენერგიას ართმევენ, ხოდა ეს ენერგია ადამიანს ჩაკრებს უნვითარებს, ნუ საერთოდ უფრო
ჯანმრთელიც არის და ახალგაზრდულობას უფრო ინარჩუნებს. ბევრი რამ ერთად ხდება და აი ესაა მიზეზი... კიდევ უფრო მეტადაც
გავშლი ამას თუ იქნა კონკრეტული შეკითხვები,
თავისუფლების ფილოსოფიაც ამ მოტივების პოვნაზეა აგებული, როგორც კი
ადამიანი მის აზრებში გამომწვევ მოტივებს ანუ მიზეზებს პოულობს აი მაშინ არის მისი თავისუფალი ნება არჩევანში თავისუფალი,
მანამდე ის თავისუფალ ნებას ახმარს ნეგატიურს.
უფ... შევყევი და ამდენი ვპოსტე, იმედია ბევრ ადამიანს დაეხმარება.
This post has been edited by Artist on 16 Jul 2014, 21:57