
პატარა მოფხაჭუნება და ვსიო

წამალივითაა
* * *
აჰა აბა მამაკაცი მორიელები :
მორიელი მამაკაცი- -თუ მძაფრი ემოციების მოყვარული არ ხართ და ცხოვრების გზაზე მორიელ მამაკაცს გადაეყარეთ, გირჩევთ სანამ გვიან არ არის, თავს გაქცევით უშველოთ. მიუხედავად გარეგნული სიცივისა, ამ ადამიანს შეუძლია გავარვარებული შანთივით დაგწვათ. გამოგიცდიათ ოდესმე ძლიერი დამწვრობა? სწორედ ასეთივე მტკივნეულია ღრიანკალთან უიღბლო შეხება. გონს მოსასვლელად შესაძლოა, რამოდენიმე კვირა და თვეც კი დაგჭირდეთ. თუმცა თუ თავს არანაკლებ ძლიერ პიროვნებად თვლით და რისკისაც არ გეშინიათ, სცადეთ, იქნებ გაგიმართლოთ კიდეც.
მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცის, ერთი სიტყვით დახასიათება რომ შეიძლებოდეს, ეს სიტყვა ”უძლეველი” იქნებოდა. ამ პიროვნების დათრგუნვა პრაქტიკულად შეუძლებელია. იგი ნებისმიერი, ყველაზე რთული ბრძოლიდანაც კი საბოლოოდ გამარჯვებული გამოდის. ამიტომ მის პროვოცირებას ამაოდ ნუ ეცდებით.
მამაკაც ღრიანკალს გონება და ემოციები ყოველთვის შესანიშნავ ურთიერთჰარმონიაში აქვს. ხოლო თუ იგი, მაღალინტელექტუალური პიროვნებაა, მისი გონება აუცილებლად ცხოვრებისეული არსის ძიებით იქნება დაკავებული.
მორიელი მამაკაცი მგრძნობიარე ნატურაა, უყვარს ფუფუნება და ყველაფერი გადაჭარბებული: ჭამა, სმა, ნარკოტიკები... განსაკუთრებით კი სიყვარული. მორიელი თითქოსდა ამ გრძნობისთვისაა შექმნილი და მთელი თავისი არსებით მიილტვის მისკენ.
სასიყვარულო ბატალიებში, მორიელის დამარცხება შეუძლებელია. ამიტომ თუ იგრძნო, რომ ქალს მზერით ვერ მოაჯადოვებს, შხამს გამოიყენებს და მისი გრძნობების სრულ პარალიზებას მოახდენს. ამასთან, გარეგნულად ვერაფერს შეამჩნევთ, სავსებით მშვიდი გამომეტყველება ექნება. გულგრილობა მისი საყვარელი მანერაა, მანამ სანამ არ იგრძნობს, რომ მსხვერპლი მის განკარგულებაშია და შეუძლია გული საკმარისად მოიჯეროს.
ჩვეულებისამებრ ღრიანკალი წესებს მანამდე იცავს, სანამ ისინი მის საკუთარ მიზნებს, იდეებსა და ამოცანებს არ ეწინააღმდეგება. მაგრამ საკმარისია, ვინმემ ან რამემ, გეგმის განხორციელებაში ხელი შეუშალოს, ყველაფერს წამში გადაუსვამს ხაზს, თანაც ისე რომ შედეგით არც კი დაინტერესდება.
ნებისმიერ მნიშვნელოვან, ცხოვრებისულ გადაწყვეტილებას მამაკაცი ღრიანკალი, ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად იღებს. მეგობრების, ნათესავების ან სულაც მეუღლის აზრს იგი, არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს. მისი ეს თვისება, კარგად თუ დაუფიქრდებით, ძალზე დასაფასებელია. განა ბევრია ქვეყანაზე ისეთი მამაკაცი, ვისაც ურთულესი პრობლემების გადაჭრა დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე შეუძლია?
მორიელი ერთი ათად შეგიყვარდებათ და პატივს სცემთ, თუ შემთხვევით გასაჭირში ჩავარდნილი ნახეთ. იმ დროს, როცა სხვა მამკაცები პანიკაში ვარდებიან, ბრაზობენ, ბუზღუნებენ ან უბრალოდ იბნევიან, მორიელი ბრძოლაში უშიშრად ებმება. მისი ცხოვრების გზა, ია-ვარდით მოფენილი არასოდეს ყოფილა, ამიტომ უბედურების მოახლოებას მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნად კი არ აღიქვამს, არამედ როგორც მორიგ ცხოვრებისეულ პრობლემას, რომელსაც დაუყოვნებლივ გადაჭრა ესაჭიროება.
მეგობრების და ახლობლების შერჩევას, ღრიანკალი დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით ეკიდება. თავის გარშემო ისეთ ადამიანს არ გააჭაჭანებს, რომელსაც ბოლომდე არ ენდობა.
მორიელ მამაკაცს სახალხოდ, თავისი გრძნობების აფიშირება არ ახასიათებს. ის კი არა ზოგჯერ შესაძლოა უხეში, უყურადღებო და სასტიკიც მოგეჩვენოთ. მაგრამ მოგვიანებით, როცა მარტო დარჩებით, თავის ჭეშმარიტ გრძნობებში აუცილებლად გამოგიტყდებათ.
სხვა მამაკაცებისგან განსხვავებით, რომლებიც გაზეთიდან თვალმოუცილებლად ეუბნებიან თავიანთ მეუღლეებს ყალბ კომპლიმენტებს, მორიელი ქმარი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგაქებთ, თუ ამას მართლა იმსახურებთ. მაგრამ მისი შექება, სხვების ნათქვამი კომპლიმენტების, მთელ კასკადს უდრის.
მორიელი იშვიათი მკაცრი მამაა. ბავშვებს სიზარმაცისა და ცელქობის საშუალებს არასოდეს მისცემს და პატარაობიდანვე საკუთარი თავის პატივისცემასა და რწმენას ჩაუნერგავს. სანამ წამოიზრდებიან, შვილებს თავგამოდებით დაიცავს. მაგრამ როგორც კი ასაკი მოემატებათ, ბრძოლას ასწავლის. შესაძლოა ხანდახან ბავშვებმა თავიანთი მორიელ-მამა, ზედმეტ სიმკაცრეში დაადანაშაულონ, მაგრამ როცა გაიზრდებიან, მერეღა მიხვდებიან თუ რამდენი უსწავლიათ მისგან და უსაზღვრო მადლიერების გრძნობით განიმსჭვალებიან მშობლის მიმართ.