სასწორიროგორ ამოიცნობთ: ეს ხომ ის კარგად ჩაცმული ბავშური შესახედაობის პაწიაა,კუთხეში რომ დგას,სარკესთან. ის ცდილობს, გადაწყვიტოს მოვიდეს თუ არა. თუ ამ გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე დასჭირდა,ეჭვი არაა-სასწორია.
როგორ დააინტერესოთ: აჩვენეთ,რომ იცით ვინ ხართ და საით მიდიხართ. თავი მოაჩვენეთ ისე, თითქოს სულ ახლახანს გადაგიღეს რევლონის სარეკლამო რგოლში. იყავით მსუბუქი და უდარდელი,შორს მძიმე აზრებისგან და აღიჭურვეთ ანგელოზის მოთმინებით,მისგან პირველი ნაბიჯის გადმოდგმის მოლოდინში.
პირველ პაემანი სასწორთან საოცარია. წაგიყვანთ რომელიმე ცნობილ პრესტიჟულ ადგილას,სადაც მდინარეებად გადმოდინდება საუცხოო ღვინოები(რომელსაც თქვენ აირჩევთ), მახვილგონიერება(თქვენი),ცოცხალი საუბარი(რომელსაც თქვენ წარმართავთ)......და რატომ გააფუჭეთ ყველაფერი კითხვით "კიდევ დამირეკავ?"
როდის შეიძლება "საქმეზე" გადასვლა? გაწელეთ რაც შეიძლება დიდხანს,მაინც ბევრს არაფერს დაკარგავთ.
თუ მიგატოვებთ ესე იგი სხვას შეხვდა. სხვისი დახმარების გარეშე,სასწორი ურთიერთობას ვერავისთან ვერ წყვეტს.
თუ მიატოვებთ ის იმაზე ადრე იპოვის ახალს(რამდენად წარმატებით, ეს ცალკე თემაა),ვიდრე თქვენს გამოსამშვიდობებელ ბარათზე მელანი შეშრება.
უბედური და გზას აცდენილი არამზადაა და არც არის მისი ბრალი. თანამედროვე ცხოვრება ხომ საგრძნობლად გართულდა,იმდენ არჩევანს გვთავაზობს. საპირფარეშოშიც კი არჩევნის წინაშე დგება:ხელსახოცით შეიმშრალოს ხელები თუ ჰაერსაშრობით? ამდენ ალტერნატივას სასწორი ენითაუწერელ სტრესამდე მიყავს.
აი,თავად ჩადექით მის მდგომარეობაში,რამდენი რამ უნდა გადაწყვიტოს:დაგპატიჟოთ სადმე თუ არა?..მართლა რომ მოეწონოთ?...მერე კიდევ მოუნდება თქვენი ნახვა; მერე ეშმაკს არ სძინავს და ქორწინება იქ,ბავშვები....და ყოველ ჯერზე მას მოუწევს გადაწყვეტილების მიღება:სად წახვიდეთ დასასვენებლად,რომელ სკოლაში უნდა ისწავლონ ბავშვებმა და ა.შ. მართალც გასაკვირია, საერთოდ როგორ ახერხებს სასწორი ვინმესთან ცხოვრების დაკავშირებას. თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ,ის ყოველთვის ვიღაცაზეა დაკავშირებული ან გარშემომყოფებს თავს აჩვენებს ასეთად.
სამაგიეროდ,არამზადა სასწორი არასოდეს ჩაგიძვრებათ სულში. მას არ აინტერესებს, რა არის თქვენთვის წმინდა და ძვირფასი,რა გიყვართ და რას ვერ იტანთ. მაგალითად,ტბას რომ შევადაროთ,ეს ისეთი ტბაა,სადაც არ არის სიღრმეები და მორევები. მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია თქვენი გარეგნობა, ხმა, საუბარი, ჩაცმულობა,ქცევის კულტურა.
არამზადა სასწორი სულ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს თქვენს ზედაპირულ შეცდომებს,რადგან თქვენი ღრმა გრძნობები და სანუკვარი ოცნებები მისთვის მიუწვდომელია.
თუ მისმა კულტურულ/ეტიკეტურმა შენიშვნებმა თქვენში გადაჭარბებულად მძაფრი რეაქციები გამოიწვია,მისი თვალსაზრისით,ის სრულიად აუღელვებლად შეხვდება თქვენს ისტერიკებს. რას მიიღებთ შედეგად? თქვენ გამოიყურებით როგორც ნევროსტენული,მკივანა მიგერა,მისი გულისამრევი ჰარმონიულობისა და კორექტულობის ფონზე. იყვირეთ?_ძალიანაც კარგი! ახლა შეუძლია თავიდან წამოიწყოს ყველაფერი:უკმაყოფილოდ იბუტბუტოს,თავისთვის ილუღლუღოს,იბუზღუნოს...მალე მიხვდებით, რომ ჯობია თავიდანვე ჩაიქნიოთ ხელი,ვიდრე ფუჭად ხარჯოთ დრო,არამზადა სასწორი ყოველთვის აღწევს თავისას.
თქვენ ვერც კი შეამჩნევთ,როგორ დაიწყებთ მხოლოდ იმის კეთებას,რაც მას უნდა; მხოლოდ იმ ნაცნობებს შეხვდებით,ვისაც ის მოგიწონებთ; მხოლოდ იმ ადგილებში ივლით,რომლესაც ის მიიჩნევს მიზანშეწონილად. ერთი სიტყვით,თუ თქვენთვის რაიმე მნიშვნელოვანი და ძვირფასია,შეეცადეთ წინასწარ გულგრილი გახდეთ მის მიმართ.
სამაგიეროდ,სულ მალე აღმოაჩენთ,რომ უამრავ დროს ატარებთ ერთად აბაზანაში.....სარკის რიგის მოლოდინში; რომ კარადის უმეტესი ნაწილი მის ტანსაცმელს და ნივთებს უჭირავს. შეიძლება ეს უკეთესიცაა,სასწორის ძველი მიჯაჭვულობების ჩონჩხებს ვერცერთი კარადა ვერ დაიტევს, ის ხომ თვითონაც არ არის დარწმუნებული, რომ საბოლოოდ გაწყვიტა კავშირი.
მორიელი(შეპირებული,დედიქეითიდ თუ ელენ

)
როგორ ამოიცნობთ: მისი დაჟინებული მზერისას დაუოკებელი სურვილი გიჩნდებათ, სასწრაფოდ გაიძროთ საცვლები და ეს არ არის დამოკიდებული დამსწრეთა რაოდენობაზე და არც იმაზე,საერთოდ მოგწონთ ის თუ არა.
როგორ დააინტერესოთ იყავით ლაღი და ხალისიანი და ის ვერ გაუძლებს ცდუნებას,ქვესკნელში ჩაგითრიოთ.
პირველ პაემანზე მოგაჯადოებთ და გაიძულებთ,დაემორჩილოთ. პირველივე პაემნის შემდეგ მას თქვენზე ყველაფერი ეცოდინება,თქვენ მასზე - სრულიად არაფერი. ამავე სცენარით წარიმართება თქვენი შემდგომი ურთიერთობა.
როდის შეიძლება "საქმეზე" გადასვლა? თქვენ მაინც ვერ შეარჩევთ საჭირო მომენტს.ამიტომ როცა ეს მოხდება,მოიქეცით როგორც პორნოვარსკვლავი,იმავდროულად შეინარჩუნეთ უმანკო შესახედაობა.
თუ მიგატოვებთ არც კი სცადოთ შურისძიება. თქვენი მოუხერხებელი მცდელობებით ბევრს იხალისებს.
თუ მიატოვებთ ვერ გადაიტანს. ხოლო თუ მოეჩვენა,რომ დაამცირეთ მაშინ კარგი იქნებოდა უახლოესი 10-20 წლის განმავლობაში მიგეღოთ უსაფრთხოების ზომები.
ქალთა საყვარელი ბულვარული რომანების ყველა მოქუფრული და სიტყვაძუნწი პერსონაჟი,მკვეთრად გამოკვეთილი,ნებისყოფაზე მეტყველი ნიკაპით,მორიელია. სიუჟეტიც ხომ იცით?-ისინი ხვდებიან და მისტიურად რომანტიული მამაკაცი გასაოცარი ხალისით იწყებს მშვენიერი, უმანკო ქალის წვალებას რაღაც იდიოტური გაუგებრობების გამო და კიდევ იმიტომ,რომ ის ამისგან უბრალოდ მაგრა კაიფობს. გვერდების ზრდადობასთან ერთად, სულ უფრო იმატებს ჯერ კიდევ პირველ გვერდზე რომანტიული ქალის ნერვული აშლილობა და მწვალებელი ასეც აგრძელებს,სანამ სატრფოს ნანგრევებამდე არ ააპარტახებს.
არავინ დავობს იმაზე,რომ ქალებს ეს მდუმარე და გასაიდუმლოებული არამზადა უძლეველ და მაგნიტურად მიმზიდველ კაცად ეჩნევენებათ. ყოველი მათგანი კოხტამუხლებგადაჯვარედინებული,ნახევარმეტრიანი წამწამების ფახულით ცხოვრებაში ერთხელ მაინც ელის იმ ტკბილ წამს,როცა მორიელი მის ცხოვრებაში შემოაბიჯებს.(*შენიშვნა:მისტიურად რომანტიული პერსონაჟი არ დადის,ის დააბიჯებს,რაც საშინლად დამღლელია და სავარაუდოდ, სწორედ ეს არის წყარო მისი მუდმივი მოღუშულობის,გაღიზიანების და სადისტური გადახრებისა)
და აჰა,მორიელმა თქვენს ცხოვრებაშიც შემოაბიჯა,მერე?..... ნურაფერს ძველმოდურს,ტანსაცმლის შემოხევის სტილში, მისგან ნუ ელით. ერთადერთი, რაც მოგეთხოვებათ არის, უმანკოდ ჩაუვარდეთ მკლავებში და ყველაფრის ნება დართოთ. შემდეგ კი შეუარეთ ფსიქიატრს, რადგან მდუმარე და ძლვემოსილი,ფატალური შედეგების გარეშე, მხოლოდ თქვენი მაცივარი თუ იქნება და არა მორიელი მამაკაცი.
მორიელთან ურთიერთობა ხასიათდება უამრავი სირთულითა და ცალმხრივობით. თქვენგან ინფორმაციის დამალვა მისი ერთერთი უსაყვარლესი გასართობია, ძირითადად თქვენს გასამწარებლად.
რაც შეეხება მის მძიმე ხასიათს,ოტელო მის ფეხის ფრჩხილადაც კი არ ღირს. კუბოს კარამდე დაიმახსოვრებს წყენას და თქვენი სიკვდილი მხოლოდ მცირეოდენ თუ შეუმსუბუქებს დარდს.
მორიელი იქამდე მოგაქცევთ წნეხის ქვეშ, სანამ მორალური და ფიზიკური გამოფიტვის, მისგან მიზანშეწონილ, კონდიციამდე მიგიყვანთ,რის შემდეგაც თქვენდამი პატივისცემას დაკარგავს და ახალი მსხვერპლის საძიებლად გაეშურება. ის დროა, თქვენც ძებნას შეუდგეთ..კვალიფიციური ფსიქოლოგიური დახმარების.
მშვილდოსანიროგორ ამოიცნობთ: გრძელი ფეხებით და თხელი საფულით.
როგორ დააინტერესოთ: მოიქეცით როგორც "ჭკვიანი გოგონა".
პირველ პაემანზე თუ თქვენი ლოგინში შეთრევის იმედი აქვს,ხელგაშლილად დაიხარჯება. ოღონდ არ გაგიკვირდეთ,როცა მდიდრული ვახშმის დროს საგადასახადო დაგადგებათ და მშიერს დაგტოვებთ.
როდის შეიძლება "საქმეზე" გადასვლა? იმოქმედეთ საკუთარი შიშის და რისკის ხარჯზე. თუ მოგვიანებით სხეულზე ჩირქოვანი გამონაყარი გაგიჩნდათ,დაუყოვნებლივ მიმართეთ ვენეროლოგს.
თუ მიგატოვებთ: იზრუნეთ,რომ ვალები დაგიბრუნოთ.
თუ მიატოვებთ საჭიროა გარკვეული დრო,რომ თქვენი სიტყვები მის ტვინამდე დავიდეს,ამიტომ უთხარით პირველ დღეს :"მე შენგან..." მეორე დღეს:" მივდივარ!" მესამე დღეს გაუყარეთ ხანჯალი პირდაპირ გულში:"რეგვენო!!!"
მშვილდოსანი ყველაფერს ყირამალა აკეთებს:ჯერ ამბობს და მერე ფიქრობს; ჯერ ხტება და მერე იყურება,სად; ჯერ მიატოვებთ და მხოლოდ შემდეგ შეუყვარდებით...
ეს გონებრივი ლილიპუტი კისრისტეხით ეშვება ყოველგვარ დაუჯერებელ ამბებში. არც კი ცდილობს დაფიქრდეს,ღირს გაკეთება თუ არა. მისი ეგრედ წოდებული ტვინი მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ ეწევა მის მოქმედებებს,მაგრამ ზუსტად ისეთივე კისრისტეხით უკანვე ხტება.
იდეალურ სამყაროში ეს იმპულსური არამზადა იაფფასიანი არომატებით აქოთებულ არასწრულვანი გოგონებისთვის მარტოოდენ ყვავილების თაიგულის გაგზავნით შემოიფარგლებოდა. მაგრამ ჩვენს,სრულყოფილებისგან შორს მყოფ, სამყაროში არამზადა მშვილდოსანი აორსულებს არასრულწლოვან გოგონებს და შემდეგ, უფრო იაფი არომატით ნაპკურებ, უფრო ახალგაზრდა წიწკვის დანახვაზე, უკანმოუხედავად მიატოვებს. და ეს იმაზე მეტად გამაღიზიანებელია, ვიდრე მის სხეულზე გაურკვეველი წარმომავლობის გამონაყარები.
არამზადა მშვილდოსანმა დანაშაულის გრძნობის განცდაც იცის,აბაჰ?! გულისგანმგმირავი ვედრებით გაირთხმება თქვენს ფერხთით და საოცარი გულწრფელობით გთხოვთ პატიებას. თუმცა თქვენ ვერ მოასწრებთ მიტევების სასიამოვნოდ მოღიცინე გრძნობის განცდას მუცელში,ისე გაჰქუსლავს..კვლავ.
ამ არამზადას საერთოდ არ აქვს სტერეოსისტემა. არა იმიტომ,რომ საკუთარ თავს მონოგამიის უფლებას ვერ მისცემს(და მაინც ვერ მისცემს),არამედ იმიტომ,რომ მარტო სიტყვები "დაფეხმძიმების მაღალი ალბათობა" სრულ შოკში აგდებს.
სამაგიეროდ,მისი გულწრფელობა ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. თუ,ვთქვათ, გვერდზე გაისეირნა,მოცუნცულდება და დაუყოვნებლივ ჩაგიკაკლავთ ყველაფერს ყველაზე მომაკვდინებელ დეტალებში. თუ თქვენი ავი ცნობისმოყვარეობა ამითაც ვერ დააკმაყოფილა,ყოველთვის მზადაა, ისეთი ცნობები მოგითხროთ,თვითონაც რომ აზრზე არაა. თუ კედელთან მიაყენებთ,საიდან მოაქვს ესეთი სისულელეები,გიპასუხებთ,რომ წაიკითხვა. ხოლო რადგანაც თქვენ, ჩვენზე კარგად იცით,რომ მშვილდოსანი არასდროს არაფერს არ კითხულობს(თუ მისივე დაწერილი არაა),მოგიწევთ შეახსენოთ, რომ Playboy არ ითვლება. მის გულწრფელ ბაგეებს მომწყდარ ბრძნადმეტყველებათა იშვიათი მარგალიტები,როგორც წესი,ვინმე უფრო ინტელექტუალურად ნიჭიერი ადამიანისგან აქვს ნასესხები. მაგალითად,თქვენგან.
აი,აქ უკვე დღის წესრიგში დგება ფრიად აქტუალური კითხვა:თუ თქვენ ესეთი ჭკვიანი ხართ,რაღა მაინცდამაინც მშვილდოსან არამზადას აეტორღიალეთ? ოღონდ არ გვითხრათ,რომ ხელგაშლილობის გამო. მართალია,მშვილდოსანი ისეთივე სიუხვით არიგებს ფულს მარჯვნივ და მარცხნივ,როგორც საკუთარ სპერმას. თუმცა მაგას ხელგაშლილობა კიარა ფინანსური(და არამარტო) თავაშვებულობა ქვია.
როგორც კი საკუთარ და შემდეგ მშობლების ფინანსებს დაანიავებს,თქვენს საფულესაც მოადგება.შემდეგ ბანკიდან კრედიტს გამოიტანს,მერე მევახშეებს მიადგება და ასე.....
და რა მისი ბრალია,რომ თაღლითობას/ქურდობას/ყაჩაღობას/ტრეფიკინგს მიჰყო ხელი? თქვენ რაღას დაყიალობთ მასთან? აჰ,ეს იმიტომ, რომ ყველაფერში უმართლებს? ეგ უთქვენოდაც კარგად იცის! ვინ გგონიათ ბოლოსდაბოლოს,რეგვენი?
თხის რქაროგორ ამოიცნობთ: შეიხედეთ მისი საწოლის ქვეშ. თუკი სხვა ნიშნის არამზადები იქ პორნოჟურნალებს ინახავენ,თხის რქის "სამალავში" აუცილებლად წააწყდებით კითხვისგან გაცვეთილ ჟურნალებს ბიზმესსა და ფულ'ბზე.
როგორ დააინტერესოთ: ისე,უმნიშვნელოდ დააგდეთ გახსნილი ხელჩანთა,საიდანაც გადმოცვივდება ფასიანი ქაღალდების დასტა(გარეკანზე თქვენი სახელით),მსხვილი კუპიურების შეკვრა და გავლენიანი ვიპ პერსონების სავიზიტო ბარათები.
პირველ პაემანს თხის რქა გამოიყენებს თქვენი,როგორც გონივრული კაპიტალდაბანდების,შეფასებისთვის. მოიქეცით ისე,თითქოს გასაუბრებაზე ხართ.
როდის შეიძლება "საქმეზე" გადასვლა? ფარულად შეაღწიეთ მის კომპიუტერში, სადაც ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა დათარიღებული და თანრიგით გაწერილია. შეგიძლიათ მის მდივანს ჰკითხოთ,როდის აპირებს მისი შეფი თქვენთან "ხელშეკრულების" განმტკიცებას. წესით უნდა იცოდეს,რა დრო გამოგიყოთ.
თუ მიგატოვებთ: კარგის ნიშანია,ესე იგი თქვენზე სერიოზული გეგმები აქვს და ვაჭრობას იწყებს. სასწრაფოდ მიაკითხეთ ტელე/ნავთობ მაგნატ მამას და დაითანხმეთ გაგიზარდოთ მზითვის ფასი. შემდეგ მიცუნცულდით თქვენს საქმიანთან ახალი შესაგებელი წინადადებით.
თუ მიატოვებთ: საქორწინო კონტრაქტში ყველაფერი წინასწარ განსაზღვრა:მზითევი უკან არ გიბრუნდებათ! რაც შეეხება დარჩენილ ცხოვრებას,მოუწევს სიბერის უზრუნველყოფა ახალი სარფიანი ქორწინებით.
და აი,როგორც იქნა მამაკაცი,რომელიც სერიოზულად აღგიქვამთ. ჯალათივით მგრძნობიარე,ბიორობოტივით ხუმარა და ბანკირივით სულიერი თხის რქა საერთოდ ყველას და ყველაფერს სერიოზულად აღიქვამს. მას ყველაზე კეთილსინდისიერი ზრახვები აქვს,დაქორწინება და შვილების აღზრდა სურს,ერთგული ქმარიც იქნება..თუმცა გარანტიას ვერავინ მოგცემთ,რაც არ უნდა იყოს, მაინც კაცია.
მასთან დაახლოების შემდეგ,თქვენდა გასაოცრად, აღმოაჩენთ,რომ თურმე თხის რქა დაჯილდოებული ყოფილა მოლარე-ოპერატორის მჭერმეტყველებითა და მომხიბვლელობით. თუმცა სანამ სიყვარულის ფრთებზე შეგისხამთ და თავის მშობლიურ ბედნიერების კუნძულ ალასკაზე გაგაქროლებთ, ჯერ თქვენს კრედიტუნარიანობას შეამოწმებს. ის არასოდეს ხუმრობს ფულთან,თხის რქა საერთოდ არ ხუმრობს.
თუ თქვენ მომყოლით დაიბადეთ და სოლიდური მემკვიდრეობა გერგებათ, თხის რქა ძაალიან მოსიყვარულე იქნება თქვენს მიმართ ბანკის გზაზე,სადაც საერთო ანგარიშს გახსნით. არა,ნუთუ ახლა გაიფიქრეთ,რომ მას მხოლოდ თქვენი მემკვიდრეობა აინტერესებს? არამც და არამც! მაგალითად,ლატარიაში რომ მოხსნათ ჯეკპოტი,ამ ფაქტითაც არანაკლებ დაინტერესედება. თხის რქას ვიღაც ბოროტი მოშურნეები ჭორებს უვრცელებენ, რომ მას მხოლოდ ფული აინტერესებს,რაც სიმართლეს არ შეესაბამება. არაფერი ადამიანური მისთვის უცხო არ არის და შესანიშნავად იცის რომ ბედნიერები ფულში არ არის. ასე რომ,თქვენი მატერიალური მდგომარეობის გარდა,მას აინტერესებს თქვენი სოციალური წრე,გავლენიანი პირები,თქვენი კონტაქტები, თქვენი მშობლები მატერიალური მდგომარეობა,გავლენა და კავშირები.
თხის რქა მამაკაცი არის ერთერთი მიზეზი,რის გამოც ჩვენს დროში "კეთილშობილ ქალიშვილთა აღსაზრდელი პანსიონატები" შემორჩა. ყველაზე მდიდარ-მოხდენილ-გარუჯულ-პლატინა/ქერათა სკოლის დამთავრების შემდეგ თქვენგან იდეალური ცოლი დადგება_თვითმყოფადობისთვის აბსულუტურად უვიცი და უუნარო,რომელსაც აღარაფერი დარჩენია იმის გარდა, რომ მეუღლის კარიერულ ზრდას უწყოს ხელი.
სულ მალე თქვენ ძააალიან მოიწყენთ და ასეთ დროს რეკომენდებულია ლეთარგიულ ძილს მიეცეთ,რაც სულ ოდნავ შეგიმსუბუქებთ ხვედრს და მაინც ვერავინ ვერაფერს შეამჩნევს.
მერწყულიროგორ ამოიცნობთ: თუ თქვენ მის მიმართ სიმპათიით ხართ განწყობილი,ვერც კი გამჩნევთ. საკმარისია უყურადღებოდ დატოვოთ და ის თქვენია. ჩვენ გვესმის,რომ ამ აღწერილობაში თითქმის ყველა მამაკაცი ჯდება,ამიტომ აიღეთ ორიენტაცია გენიოსის მბრწყინავ თვალებზე.
როგორ დააინტერესოთ: მარტივად,ესაუბრეთ თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე. მაგალითად,როგორ გამოიგონეთ კიბოს წამალი; როგორ შეხვედით კონტაქტში სიცოცხლის ახალ ფორმასთან, მეზობელი გალაქტიკიდან.
პირველ პაემანი: ეს არც იქნება პაემანი,ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. თქვენ მას პიროვნულად აინტერესებთ და ზუსტად ამ სოუსით დაგპატიჯებთ სადმე. რამდენიმე ასეთი მეგობრული შეხვედრის შემდეგ აღმოაჩენს,რომ თურმე საინტერესო პიროვნებასთან ერთად,ქალიც ყოფილხართ.
როდის შეიძლება "საქმეზე" გადასვლა? ჩუუმაად,როგორმე ისე შეაპარეთ,რომ ვერაფერი შეამჩნიოს.
თუ მიგატოვებთ: რეალურად არასოდეს მიგატოვებთ, უბრალოდ სექსი აღარ გექნებათ. ესოდენ უმნიშვნელო ფაქტორი თქვენი ურთიერთობების არსს ვერ შეცვლის.
თუ მიატოვებთ: თქვენს საქციელს ფილოსოფიურად მოეკიდება და დაასკვნის,რომ ასე უკეთესია. აუცილებლად გკითხავთ, ხომ არ ისურვებდით მეგობრობის გაგრძელებას და ვერასოდეს გაიგებს რატომ გაიჯახუნეთ კარი, დაუკიდეთ ყურმილი,გაუხვრიტეთ მუხლი...
მერწყული ყველაზე გონიერი არამზადაა მათ შორის,ვისაც შეიძლება გადააწყდეთ. მას შეუძლია თავად აღიაროს,რომ არამზადაა. ყველაფერთან ერთად, კარგადაც გამოიყურება. მაგრამ თუ გარეგნულ ეფექტს ყურადღებას არ მიაქცევთ,მისი თვალსაწიერი და გარეგნული მოთმინება აღსავსეა პრობლემებით. ქალების ტრადიციული იარაღები-კიკიმორასავით წრუწუნი ან თუნდაც სექს-ბოიკოტი მერწყულის წინააღმდეგ უძლურია. მერწყული საშუალოსტატისტიკურ ნაძირლებზე ბევრად რთული და სიღრმისეული არამზადაა. მის შეხედულებებს საფუძვლად უდევს წინააღმდეგობრივი სული. ლიბერალების,ფემინისტებისა და სეპარატისტების საზოგადოებაში ის დაუყონებლივ იქცევა რადიკალურ კონსერვატორად,რადგან ერთადერთი რაც მას ყველაზე მეტად ეზიზღება,თვით კონსერვატორობაზე მეტადაც კი_არის იყო ყველას მსგავსი. ის ამაყობს თავისი გამორჩეულობით.
არც ისე გასაკვირია,რომ მისი შეხედულებები ურთიერთობაზე ასევე უპირისპირდება საერთო საზოგადოებრივ ნორმებს. ნებისმიერ ვალდებულებას და წყვილთა შორის პასუხისმგებლობას ის განიხილავს, როგორც პარტნიორთა სულიერ ზრდის დამამუხრუჭებელ ფაქტორებს. მისი გენიალური აზრით,ქორწინება არის არაფერი სხვა თუ არა ოფიციალური რელიგიის ატავისტური გადმონაშთი და ჩვენს დროში მხოლოდ ფარატინა ქაღალდამდე დადის. სიყვარული თავისუფლად უნდა ცირკულირებდეს და ყველასთვის თანაბარი ბედნიერება უნდა მოჰქონდეს... მერწყული ვერასოდეს შეიგნებს, რომ კაცობრიობისადმი თანაბარი სიყვარულის უნარით მხოლოდ იესო ქრისტე იყო დაჯილდოებული. შეგწევთ კი საკმარისი ძალა რომანი გააბათ მოკვდავთან,რომელიც მსგავსი იდეალისკენ მიილტვის.
და რადგანაც მერწყული მიდმივად ცდილობს თავისი სიყვარული რაც შეიძლება მეტ სულიერს გადასცეს,თქვენ ამ კაცთმოყვარების გამო სცენებსაც ვერ მოუწყობთ. არ მოგწონთ? კარგით რა,თქვენ უბრალოდ ეჭვიანობთ.ხოლო ეჭვიანობა,მისივე გენიალური აზრით,არის სხვა არაფერი თუ არა ადამინის სულის დამანგრეველი პირველყოფილი ცხოველური ინსტინქტი და გონიერ არსებას ასეთი სიმდაბლე არ შეშვენის. შეეცადეთ განიხილოთ ეს პრობლემა თქვენს მერწყულთან,ის ხომ ასეთი გულისხმიერია.
სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული,მერწყულს ნებისმიერი საქციელის ახსნა შეუძლია კეთილშობილური მოტივებით. ხოლო თქვენ მის ფონზე გამოიყურებით, როგორც სულმოკლე ეგოცენტრიჩკა. თქვენი პირადი ინტერესები გაჭირვებულთა საჭიროებებზე მაღლა დგას?გრცხვენოდეთ!
თევზებიროგორ ამოიცნობთ: ტიპურ არამზადა თევზს ღია ფერის თვალებით ამოიცნობთ. ეს თავად მაღალი ღმერთი გეხმარებათ გაფართოებული გუგებით მიგახვედროთ,როცა ის იტყუება.
როგორ დააინტერესოთ: განიხილეთ ნარკოტიკების ზემოქმედება,ხშირად გამოიცვალეთ პარტნიორები,ცუდად მოიქეცით საზოგადოებაში და ეს ყველაფერი მძიმე და უბედურ ბავშობას დააბრალეთ. მას აუცილებლად მოუნდება თქვენი გადარჩენა.
პირველ პაემანზე: თუ რიგიან ადგილას გსურთ მოხვედრა,თავად უნდა იზრუნოთ ამაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ საათობით ქუჩაში ყიალი იმ მაგარი რესტორნის ძიებაში,რომელიც ზუსტად აქ....მდებარეობდა.
როდის შეიძლება "საქმეზე" გადასვლა? როცა გამოთვრება.
თუ მიგატოვებთ თავად თევზი არ მიგატოვებთ. ამხელა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ნამდვილად ვერ აიღებს,მაგრამ ყველაფერს ისე მოაწყობს რომ თქვენ გადადგათ ნაბიჯი განშორებისკენ. მაგალითად,დიდი ხნით გაქრება ჰორიზონტიდან და როცა თქვენ დაასკვნით,რომ ყველაფერი დამთავრდა და ახალ კავალერთან დაიწყებთ შეხვედრას,სწორედ მაშინ გამოჩნდება და ბრაზმორეული თავს რომელიმე ქალის მკლავებს შეაფარებს.
თუ მიატოვებთ ამით მხოლოდ წამებული კომპლექსს განუვითარებთ. ერთადერთი სწორი გზა განშორებისთვის არის უთხრათ,რომ გიყვართ,ყველაფერს პატიობთ და გსურთ მისი შვილების დედა გახდეთ-წამში აორთქლდება.
რადგანაც თევზები ზოდიაქალური წრის ბოლოს მიჩანჩალებს,ამ თანავარსკვლავედს ხშირად უწოდებენ "ასტოროლოგიურ ნაგავსაყრელს",რადგან წინამორბედებისგან ცოტ-ცოტა ყველა "ღირსება" ერგო. ამიტომ ის ნუ,აი,პირდაპირ იძულებულია შეთხზას ყველაზე ჩახლართული ზღაპრები,რათა საზარელმა სიმართლემ დღის შუქი არ იხილოს. მართალია,ყველას სურს მოწონებულ ადამიანთან პირველი შეხვედრისას იმაზე უკეთესად წარმოჩინდეს,ვიდრე სინამდვილეშია,მაგრამ თევზები სიმართლის შელამაზების განუსაზღვრელი დოზებით გამოირჩევა. მაგალითად თქვენ მატარებლის გამცილებელი ხართ და იტყუებით, რომ გამცილებელთა მენეჯერი ხართ - ეს არის ე.წ. ძლიერი გადაჭარბება. აი,თევზები იტყვის,რომ მემანქანეა და თან უტიფრად დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ საოცრად საინტერესო სამუშაო აქვს. ეს უკვე "საშინელ ტყუილთა" კატეგორიაში გადის.
თქვენდა საბედნიეროდ,უბოძა რა ღმერთმა მას ცბიერების და მზაკვრობის უნარი,სრულიად წაართვა წინდახედულება. ამიტომ ის იტყუება ყველაზე უნამუსო ფორმებში,მაგრამ საერთოდ აღარ ახსოვს ვიზე რეები იბოდიალა და რაც მთავარია,რისთვის. თუმცა განსაკუთრებული ენაწყლიანობით თევზები არ გამოირჩევა და სწორედ აქედან მომდინარეობს მისი წლობით პირში წყლის ჩაგუბების თვისება,რათა ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება,მის მაგივრად,სხვებმა მიიღონ. სხვებმა ანუ თქვენ,ვინც ძალიან უყვარს გულის სიღრმეში. მით უმეტეს, რომ ამ გადაწყვეტილებათა უმეტესობა მის სათუთ შინაგან სამყაროს ეწინააღდეგება და მისგან ჭეშმარიტ წამებულს ქმნის. აბა,სხვაგვარად როგორ შეიცოდოს საკუთარი თავი და როგორ გამოიწვიოს სხვების თანაგრძნობა?
"სხვებში" იგულისხმებიან მისი ყოფილი ცოლები და საყვარლები,რომელთაც ბოლომდე არ დაშორებია,რადგან დაშორებას ვერ იტანს. მას აუცილებლად აქვს, თქვენგან მალულად,ფარული სამალავი,სადაც ძველ ფოტოებს,წერილებს და სამახსოვრო ნივთებს ინახავს. დიახ,ის რომანტიულია,თუმცა ნუ ელით მისგან ძვირფასს სუნამოებს და კარატნახევრიან ბეჭედს,ფართო მასშტაბებში მას მხოლოდ ტყუილები ეხერხება და ამაშიც მარტივად გამოიჭერთ.
თევზებს მთელ ზოდიაქოს ნიშნებში მთავარი "გულთამპყრობელის" სტატუსი აქვს და ასტროლოგიური სტატიები სავსეა რჩევებით იმის შესახებ,როგორ გადალახოთ მისდამი სიყვარული. ერთერთი რეცეპტი ახალბედებისთვის:"დაწექით,დახუჭეთ თვალები,ღრმად ჩაისუნთქეთ,წარმოიდგინეთ რომ კვლავაც მასზე შეყვარებული ხართ...გამოიღვიძეთ და მოიფშვნიტეთ თვალები!"