Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
პარამეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(30)
« პირველი
...
19
20
[21]
22
23
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ჩვენი "შედევრები"
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Benisio
Crazy Member
ჯგუფი: Members
Benisio
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4696
წევრი No.: 58721
რეგისტრ.: 17-April 08
#28037791
· 27 Oct 2011, 17:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
teoj
QUOTE
რაი ? საღადაო თემაა მაგი ბენისიოო? მოვა რომიო ახლა და არ მამჭრა თავი , არ დამიქციო ოჯახი
ვინ გითხრა რომ ვღადაობ.
გინდა რომეო მავიდეს და გინდა ტყის ღორი
არ გამამყვები და ძალით წაგიყვან
--------------------
This is the sign you've been looking for
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
teoj
Drive
ჯგუფი: Members
teoj
Drive
ჯგუფი: Members
წერილები: 19668
წევრი No.: 83930
რეგისტრ.: 4-February 09
#28037986
· 27 Oct 2011, 17:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
( მხოლოდ იმიტომ რომ ოფმეისტერად არ ვიქცე
) -კიდევ ერთ ერთი ამონარიდი.. ( თანაც არის ამ ნაწერში ფსიქოდელიური, ქვეცნობიერიდან რაღაცეების წამოღებას უწყობს ხელს)
პერსონაჟი N11 ის დღიურიდან
დღე N…ავიაკატასტროფის შემდეგ, ჩვენ მოვხვდით უკაცრიელკუნძულზე.. სადაც მეკობრეების ყოფილი ბაზებიც ვიპოვეთ.. მე ისევ განვაგრძობ მათ ძებნას, მინდა ვიპოვო მათზე უფრო მნიშვნელოვანი სამალავები..მეორე დღეს მე უკვე გამოვეყავი ჩვენს გუნდს, და კუნძულის აღმოსავლეთით, ჩანჩქერთან დავიდე ბინა..უკვე მაქვს პატარა ქოხი, პალმის ფოთლებით დაგახურული, ბამბუკებით შეკრული.. შეძლებისგადვარად შევყარე შიგ ნივთები და შევკარი ავეჯი..შორიახლო ბოსტანი მომყავს, ვუვლი და ვცდილობ გავიხსენო ყველაფერი, რაც მეურნეობის და ხელოსნობის დარგებში მისწავლია.. ვწერ მემუარებს, ეს კარგია, რამდენიმე მიზეზის გამო.. შანსი არსებობს რომ მას იპოვის შორეული ცივილიზაციაწერა აზროვნებას ამახვილებს, ხელს შემიწყობს -არ დამავიწყდეს წერა კითხვა, ადამიანური ფიქრი და შეგრძნება რომ ადამიანი ვარჩემი ჰერალდი ( ეს ის ტყიურია, რომ მოვიშინაურე) ძალიან ჭკვიანი აღმოჩნდა, სახლს ყურადღებას აქცევს და თუ აუცილებლობა შეიქმნება, დარაჯად ვტოვებ. მე კი ჩემს სათვალთვალო პუნქტებს დავუვლი.. ოთხივ კუთხით ერთი დღის სავალი მანძილი, მათგან ხელისგულივით ჩანს. ამგვარად , შეუძლებელია რომ მოულოდნელად რამე სულიერი ჩემს ბუნაგს მოუახლოვდეს.. იმ დღეს ჰერალდმა , რაღაც მატერია მოათრია, სავარაუდოდ ფოხანის ნაგლეჟი.. ზედ ძაღლის ბეწვები იყო შერჩენილი.. როგორც ჰერალდმა მითხრა , უძიძგილავიათ, და ეს პატარა ნაგლეჯიც მისგან გამოუტაცია.. მე ვუთხარი ჰერალდს, რა ჯანდაბად მინდა მომაშორე, ეგ აქოთებული ფოხანი , ჩვენში მაგას ღირებულება მხოლოდ იმ ხარისხში აქვს, რა ხარისხშიც გავატარებთ მისი მოხმარებით მიღებულ ესთეტიკას და სიცივეების დროს მომთბარ გენიტალიებსჰერალდი ბეწვითაა დაბარული, ვეფხვისმაგვარი არსებაა, მაგრამ მისი მსგავსი არც არასოდეს მინახავს და არც ჩემს იწროდ განათლებულ გონებას ახსოვს რომელიმე საბუნებისმეტყველო წიგნიდანკიდევ ერთი რამ, იმ დღეს ცოტა ვიმაიმუნე.. დრო ამისთვის საკმაოდ ბევრი მაქვს და სვეტი წამოვჭიმე ჰერალდთან ერთად.. ალბათ 3 მეტრის სიმაღლის. მასალად ჩანჩქერის ქვეშ რომ გვირაბია, იქ მანათობელი იშვიათი ჯიშიც მცენარე გამოვიყენე.. ჩემი დასაკეცი დანით ბავშვური თამაშობების ნაჭყაპნები ამოვტვიფრე და დავაწერე ‘მაგიური’ სიტყვა “მეუთხარი”ეს სვეტი , კუნძულის ცივილიზაციისაკენ მიმავალ გზაზე წამოვჭიმე და ახლა ჩემი სათვალთვალო პუნქტიდან , სახე მომღიმარი და ჩემი მოხერხებულობით უაღრესად კმაყოფილაღვსილი,მოთმინებით ველოდები რა მოხდება
პ.ს. თუ მშვიდობა იქნა და გადავრჩი ამ ყველაფრის მერე, ვაპირებ ‘ბოშასთან’ მივიდე . ჩემს მიერ ნიჟარებისგან აწყობილ სამკაულებს და მელოდიას წავუღებ , რომ მიმკითხაოს ცოტას გავერთობი, ცეცხლის ალების, კონიაკის წვეთების და ჟღარუნა სამკაულების როკვით
http://www.youtube.com/watch?v=cJTvHTdvm9E...player_embedded
* * *
(ამონარიდები .. to be continue ..)
დილით ჰერალდმა დიქტოფონი მომიტანა.. როგორც ჩანს ღამით ყველას ჩაეძინა.. მხოლოდ ოკიანის წყ ლის ტყლაშუნი ისმოდა, რიფებს და ქვიშას მიხეთქებულიკოცონი დილით გამქრალა.. ფიჩხის ტკაცა ტკუცით მივხვდი..მე თავს პატივი დავდე და ჩემი კონიაკით გაბრუებული გონება ვეღარ შემოგკადრეთ.. ჰერალდს მივენდე..ერთი ორი სიტყვა ჩემს მემუარეს შევწირე, კარ მიდამო მოვითვალყურე , ტერიტორია დავლაშქრე და ახლა თვითნაკეთ ყალიონს ვაბოლებ კოცონის პირას.. უკვე აღარ მეშინია რომ “ჭკუიდან ავცდები”, ყველაფერი გავაანალიზე კვირის ბოლოს გესტუმრებით, პირადად მინდა გავარკვიო რა ხდება კუნძულზე, მანამდე ჩემს დაკვირვებებს ვაწარმოებ , და შევაჯეროთ ბოლოსცოტა უცნაურად ვსაუბრობ ალბათ, მე ხომ ახლა მარტო ვარ, და თქვენთან ერთად ვერ ვვითარდები . მაგრამ თქვენ, ალბათ იმ ჩვენი ძველი ცივილაზაციისთვის იქნებით უცხონი და უცნაურნი.. კაცობრიობა ლიანდაგებზე რელსებს აპრიალებს
—-
წუთით დაივიწყე ცივილიზაცია..
დატკბი ნიღაბთ სიმცირით ბუნების წიაღით ცივილიზაცია? არსად გარბის, გარბის დრო წყეული -მარადისობისგან – მარადისობისკენ
http://www.youtube.com/watch?feature=playe...d&v=buh8YnTwppM
ჰერალდი სადღა წავიდა, უცნაური საუბარი დამჩემდა მის გარეშე თუ მის გამო?კუნძული ხომ იდუმალია და უცნაურიჰერალდი კი მისი – პირმშო
—-
ვფიქრობ, ჰერალდი რომ ადამიანი ყოფილიყო, ხომ აღარ იქნებოდა ასეთი კარგი? მე რომ ადამიანი ვარ, ხომ არ მოვახდენ მასზე ცუდ გავლენას? ვგრძნობ რომ იცვლება… ამ დილით, ოკეანის ნაპირზე მზის ამოსვლას სიმღერით შეეგება… პირით აღმოსავლელით დიდხანს იჯდა და … მე კი , შორიდან მომზირალი, ფიქრებს ვაყოლებდი… რა ტკბილად მღერის, რომ იცოდეთ..
http://www.youtube.com/watch?v=wdzBH1sTN04...player_embedded
იქნებ მე ვარ ჰერალდი? ამ კუნძულზე ხომ ფიქრები და შინაგანი ემოციები რეალობად იქცევა.. მაშინ, რაოდენ პარადოქსულია ის რომ, აქ , ამ ველურ ადგილზე, ჰერალდი ადამიანურ თვისებებს იძენს… ხანდახან იქ ვპოულობთ, სადაც არ ველით… იქნებ მეც აქ ვიპოვე ის, რაც ცივილიზაციაში ვერა… იქ ხომ უსასრულო ლიანდაგებია.. იქ ხომ ..მე მომიწევს შეველიო ჰერალდს და დავუბრუნდე ცივილიზაციას, მაგრამ ის ჩემს გულში და გონებაში განსხეულდება ისევ… და , შეიცვლება?მე აქ დავტოვებ მის სხეულს… სხეული ხომ მატერიაა, რაც ჩვენს აღქმას ავსებს..შეგრძნებას გვჩუქნის.. იქ არ მექნება ბედნიერება ასე თამამად გამოვყო ჰერალდი… ალბათ ‘დაიჩაგრება’, ჩემი ‘მე’ ისევ გადაფარავს..მაგრამ, იქნებ ის მართლაც აქაურია… მაშინ როგორღა წავიყვანო ჩემთა ერთად? მისი სამშობლო აქაა.. მმმმმთუ არ მინდა რომ ჰერალდი დავკარგო, ორივე შემთხვევაში აქ უნდა დავრჩე… დიდი დილემაა… ჰერალდი გრძნობს ამას.. მაგრამ ის ჩემზე ‘მაღალსულიერია’ , არ მთხოვს არაფერს.. არჩევანის უფლებას მაძლევს..
ჰერალდმა მთხოვა, დახატე შენი თავი და მაჩუქე, სადაც არ უნდა ვიყო.. სულ თან მექნება და დავხედავ, რომ მომენატრებიო..მე თხოვნა შევუსრულე და დავხატე…ახლა ჰერალდი უბით დაატარებს საკუთარ სურათს
* * *
ვსე ამჯერად ამ ეტაპზე გავაჩერებ
--------------------
როგორც მთვარემდე და უკან
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
diaz_niasamidze
ფაჩა ზაზულია
ჯგუფი: Members
diaz_niasamidze
ფაჩა ზაზულია
ჯგუფი: Members
წერილები: 15385
წევრი No.: 60069
რეგისტრ.: 3-May 08
#28047291
· 28 Oct 2011, 03:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ყურღანებიდან ვირგო აფრინდა
არჩერის ველი გადაიარა
ისევ ავღსდექი! ნოემბრის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს
ქსანზედ,არაგვზედ ისევ ჰყვავიან
დაპირებები მერწყულებისა
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია
როგორც ისრები მშვილდოსნებისა
ტყუპებთან გნახე, მიწურვილ იყო
როცა სადილი კუროებისა,
ნეტამც სკორპებთან არ გამეხუმრა
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!
ვითარცა ვერძი გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
ლომებს ვუმტვრიე ტახტრევანები,
ვლეწე დოქები მერწყულისანი!
მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც გველისმჭერად,
"ფულ ჰაუზიან" შენს ქმარს შემოვხვდი
მთელი ბანკროლი გადამიჩეხა!
მოდი, მომხვიე ხელი ვენერას,
ვეღარა გრგძნობ, თხის რქად ვიქცევი :|
როგორც კიბოსა ლიბრით მოხიბლულს,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...
მოდი!
გეძახი სულში დაჭრილი,
დამლოცოს მადლმა შენი მკერდისა!
თევზთ ქვირითობა ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!...
--------------------
ჩემი გული ისეთია, ვით მორევი შავი ზღვისა...
красота решает кого мы любим, а любовь решает кого мы считаем красивым
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
woman_
Black Sun ❂
ჯგუფი: Moderators
woman_
Black Sun ❂
ჯგუფი: Moderators
წერილები: 19526
წევრი No.: 93947
რეგისტრ.: 18-June 09
#28047476
· 28 Oct 2011, 04:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
--------------------
♛
you know me - i am a terribly real thing in a terribly false world
that's why every road you are on leads to me
გოგო, რომელიც გიყვარს... იცნობ?
https://katietelia.sarahah.com/
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
diaz_niasamidze
ფაჩა ზაზულია
ჯგუფი: Members
diaz_niasamidze
ფაჩა ზაზულია
ჯგუფი: Members
წერილები: 15385
წევრი No.: 60069
რეგისტრ.: 3-May 08
#28048073
· 28 Oct 2011, 10:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
woman_
ეს რა არი? თუ დებ ბოლომდე დადე, თორემ ეგ ფოტო ხომ ისედაც ყველამ იცის, ახლა ჟურნალში დადებული რომ არ გამოაჭენო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
T1ko
Crazy Member
ჯგუფი: Members
T1ko
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2947
წევრი No.: 118930
რეგისტრ.: 28-July 10
#28049640
· 28 Oct 2011, 12:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვაგრძელებ ლეონიძის თემას
იუზერნო,გაორება ტყუპების,
მერწყულების დოქი აქაფებული,
შენი სახე რისთვის შემომეფეთა?!
კური იყავ - ხარი დაკაცებული...
მორიელმა ღამე ააცახცახა (ან კუდი ააცახცახა)
და თევზების მწვადი ცეცხლზე შხიოდა..
ცა - თხის რქებით მსხმოიარე,ჩახჩახა
და მთვარესაც მწვადის სუნი სდიოდა...
იუზერნო...ჩვენ,როგორც ვერძები
ოჰ,იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა
მზის გადასვლამ სასწორიდან მორიელში... (ამის გარდა ყველა ნიშანი ერითმება
)
როგორც მშვილდი,ძმებო,კენტავარისა
სიყვარული ისე დამჯახებია!
მე მივტირი ღამეს ქალწულებიანს
და სიყვარულს ფაფრიანი ლომისას,
ძუძუები ჩვენი კირჩხიბებისას
წამწამები აქვს სასწორის ქალისა...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
demna_
სადღა შემიძლიან
ჯგუფი: Members
demna_
სადღა შემიძლიან
ჯგუფი: Members
წერილები: 4339
წევრი No.: 79475
რეგისტრ.: 20-December 08
#28050346
· 28 Oct 2011, 13:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
diaz_niasamidze
QUOTE
მოდი, მომხვიე ხელი ვენერას,
ვეღარა გრგძნობ, თხის რქად ვიქცევი :
QUOTE
ძუძუები ჩვენი კირჩხიბებისას
აუ ამოვიხოცე აეროპორტის ხიდებამდე
--------------------
ნარგიზა საოცრებათა ქვეყანაში
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fanko
Fenix
ჯგუფი: Registered
fanko
Fenix
ჯგუფი: Registered
წერილები: 657
წევრი No.: 128513
რეგისტრ.: 9-March 11
#28051018
· 28 Oct 2011, 14:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
100 წელია არაფერი დამიწერია,ძირითადად ვხატავდი
და მაინც დავდებ იქნებ მოგეწონოთ
შედევრი არაა წინასწარ გაფრთხილებთ
......................
როცა შეყვარებული ვარ,
შემიძლია შევხედო თვალებში
და რითმით ვუთხრა მას;
ჩემი გულის ბგერები,
როცა ვერ გეფერები,
ქრება ყველა ფერები,
ჩემს სახეზე ხელები,
ჩემივე ნაფერები,
მერე ისევ ბგერები,
ნაირ ნაირ ფერებით;
ჩემ თავს რომ ვერ ვერევი,
კალმით ხატვას ველევი.
..............................
არადა შეყვაარებული არ ვარ
--------------------
რა არის ადამიანის ცხოვრების მიზანი? ეს კითხვები კიდევ დიდხანს არ მოასვენებს კაცობრიობის ცნობიერებას.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
diaz_niasamidze
ფაჩა ზაზულია
ჯგუფი: Members
diaz_niasamidze
ფაჩა ზაზულია
ჯგუფი: Members
წერილები: 15385
წევრი No.: 60069
რეგისტრ.: 3-May 08
#28051681
· 28 Oct 2011, 15:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
აუ ამოვიხოცე აეროპორტის ხიდებამდე
QUOTE
კენტავარისა
ნუ რას ჰგავს ეს ? :აქუბარდიასმაილი:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
T1ko
Crazy Member
ჯგუფი: Members
T1ko
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2947
წევრი No.: 118930
რეგისტრ.: 28-July 10
#28051954
· 28 Oct 2011, 15:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მშ
fanko
QUOTE
როცა შეყვარებული ვარ,
შემიძლია შევხედო თვალებში
და რითმით ვუთხრა მას;
ჩემი გულის ბგერები,
როცა ვერ გეფერები,
ქრება ყველა ფერები,
ჩემს სახეზე ხელები,
ჩემივე ნაფერები,
მერე ისევ ბგერები,
ნაირ ნაირ ფერებით;
ჩემ თავს რომ ვერ ვერევი,
კალმით ხატვას ველევი.
კარგია ძალიან,მარტივი და მსუბუქი
)
diaz_niasamidze
QUOTE
ნუ რას ჰგავს ეს ?
რითმისთვის რას არ იკადრებ
მაგრამ ბოლოს მაინც ავურიე :\
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
demna_
სადღა შემიძლიან
ჯგუფი: Members
demna_
სადღა შემიძლიან
ჯგუფი: Members
წერილები: 4339
წევრი No.: 79475
რეგისტრ.: 20-December 08
#28052440
· 28 Oct 2011, 16:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნუ მწერ ,რომ კუროს ასტკივდა კუჭი,
რომ დიეტაზე ის დაჯდა თითქოს.
რომ დაინახე : კირჩხიბი ცვლიდა
თავისი ხელით ტორმუზის ჟიტკოსტს.
რომ მორიელმა ჩაიცვა შავი.
სასწორმა ნაზი კაბა ყვავილის,
რომ თევზი ოხრავს როგორც ყოველთვის
როცა კი სატრფოს კართან ჩაივლის.
წუხელ ვებრძოდი ცულით გველოსანს
და მომდიოდა ფარფლიდან სისხლი,
ძლივს გავარჩიე :მორბოდა ლომი.
ეწეწებოდა ფაფარი ნისლში.
დაბალახობდა ეზოში ვერძი.
და თხის რქის რქაზე ლუსტრები ენთო
მშვილდოსანი კი როგორც ყოველთვის
ჩანთით გაუყვა დიდუბის ფერდობს.
ნუ მომწერ. ისეც ვიცი რა უნდა
მერწყულს, იდეინ ტვინში აქვს რაღაც.
ტყუპები დადის ოთახში ღამით
რაღაცას ეძებს, რაღაცას კარგავს.
მე ისიც ვიცი რომ ქალწულების
გულმაც დაიწყო საამო ფეთქვა.
და მოდერებმა თუკი დამინდეს
და ამ გაზაფხულს თუ დავრჩი თქვენთან :
გეტყვით , მოვედი ბრძოლანახული
შემოდგომამდე თქვეთან დავრჩები.
და შემოვუსხდეთ მერე მაგიდას
ჩვენ,პლანეტები და ცაგარელი !
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
რუსა
Secret
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
რუსა
Secret
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5547
წევრი No.: 96958
რეგისტრ.: 31-July 09
#28052540
· 28 Oct 2011, 16:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
demna_
დემნა მაინც სულ სხვააა
--------------------
Живи как хочешь, только не мешай жить другим. ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Honey-Mak
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Honey-Mak
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1519
წევრი No.: 132827
რეგისტრ.: 22-June 11
#28052577
· 28 Oct 2011, 16:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მშვილდოსანი კი როგორც ყოველთვის
ჩანთით გაუყვა დიდუბის ფერდობს.
უაჰააააააააააააააააა
* * *
ლექსი ვერძისა და მშვილდოსანისა
ვერძმა თქვა, გულითმართალმა,
ვინ აღარ ვნახე, ვიცანი,
დავიმორჩილე, დავლაშქრე,
კუროს და ლომის მიწანი.
შემოხმხვდნენ ცხოვრების გზაზედ
ტყუპები ორაზრისანნი,
ჩემმა რქამ, სასწორის ჭკუამ,
შემაცნო სიმართლისანი.
გადამეყარა მშვილდ-ისრით,
გულმხიარული რაინდი,
დავიმეგობრე, დავინდე,
მაშინვე გავშინაურდი.
გული რომ გადავუშალე,
არც დარდი მქონდა, არც რიდი,
მეგონა ჩემებრ ერთგულობს,
აღარას არაფრად ვთვლიდი.
მაგრამ დრო როცა გავიდა
და გადიარა ღელვამა
ქალწულისაკენ უბიძგა,
მშვილდოსანს თვალთა მზერამა.
მაშინ კი დავეც ლახვარი
და შერკინება ვითხოვე,
მშვილდის ისრები ვიგემე,
სიმშვიდე ვეღარსად ვპოვე.
შეება ვერძი მშვილდოსანს,
მაშინ დაიძრნეს მიწანი,
კლდეები ჩამაინგრივნეს,
შტონ დაილეწნეს ტყისანი,
განრისხდა გული ვერძისა,
დრონი არ ჰქონდა ცდისანი,
ისარს არ ინდობს მემშვილდე,
ლომს ჰნატრობს, მხსნელი ის არი.
არც ვერძი იყო ჯაბანი,
არც მემშვილდე შახვდა ჭკვიანი,
მათ დაუხოცავთ ერთურთი,
არ დარჩენ სირცხვილიანნი.
((((((((((((((((((
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
woman_
Black Sun ❂
ჯგუფი: Moderators
woman_
Black Sun ❂
ჯგუფი: Moderators
წერილები: 19526
წევრი No.: 93947
რეგისტრ.: 18-June 09
#28053344
· 28 Oct 2011, 17:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
diaz_niasamidze
აჰა შენ აღნიშნული მოთხრობა )
ციფერბლატიანი მარტოობა
ისე ძალიან მეხვეოდა თავბრუ, რომ ვერაფრით გავიხსენე რამდენი საათი იყო, რაც ამ გადაპრანჭულ რესტორანში ვიჯექი.
თავის მხრივ სრულებით არ მაღელვებდა ეს სიტუაცია, რადგან გონებით სულ სხვაგან გახლდით.
ჩემ წინ მჯდარი ენტონი, მალიმალ აპარებდა ჩემკენ მზერას და ამის შესანიღბად გაუთავებლად ლაპარაკობდა.
რა თქმა უნდა, მე არც კი ვუსმენდი მას.
საქმიანი შეხვედრები სასტიკად მღლიდა.
საათის ტარება არასოდეს მქონია ჩვევაში, ქვეცნობიერად დროის მარწუხებს გავურბოდი და თუმცა ეს ვერ გამომდიოდა, მაინც ჯიუტად ვაბრალებდი ყველაფერს ციფერბლატს.
ენტონი ცხარე კამათში ჩართულიყო თავით–ფეხებამდე და ისიც კი ვერ შენიშნა, რომ აგერ უკვე მესამედ დავამთქნარე მორიდებულად.
არადა ყველაფერს მერჩივნა ახლა ჩემს დივანზე წამოწოლილს ლისტისთვის მომესმინა.
გავიხდიდი ამ თავაზიანობას და დავტკბებოდი საკუთარი სიშიშვლით მარტოობაში.
ეს მეტად უცნაური ახირებაა, გიყვარდეს საკუთარი თავი მხოლოდ მაშინ, როცა მარტო ხარ. ვისაც არ გამოუცდია, შეუძლია ჩათვალოს რომ თავი არ ჰყვარებია.
არ არის ძნელი ვიღაცის გვერდით ან ვიღაცის გავლენით იყო კარგი, მთავარია მარტოობაში როგორ წარმოაჩენ თავს.
აი, მაგალითად, ჩემი და ენტონის ურთიერთობა თითქმის 2 წელია გრძელდება, თუმცა დღემდე ვერ გადამაჩვია ამ უცნაურ ახირებას.
გიკვირთ? თუ გინდა იყო ბედნიერი მამაკაცთან, მაშინ ნუ დაემსგავსები მას, რადგან მხოლოდ შინაური ცხოველები ემსგავსებიან პატრონებს.
ერთად ცხოვრება კი ის გარდაუვალი რუტინაა, რაც პარტნიორებს სახეცვლისკენ უბიძგებს.
ესეც რომ არა, რა ამატანინებს ყოველდღე ახალგაღვიძებულზე მის აბურძგნულ ფიზიონომიას!
არა, სიყვარული ეს მხოლოდ სიამოვნებაა და არა მსხვერპლშეწირვა.
ეს მხოლოდ ღმერთებს სჭირდებათ, სიყვარული კი უბრალოდ ადამიანური სისუსტეა.
ჩვენ ორის ურთიერთობაში, ენტონი ჩემზე სუსტია, ამიტომაც დღემდე მიმტკიცებს რომ მზად არის ჩემთან გადმოსაბარგებლად, რომ ჩემს გამო გაიღებს ასეთ მსხვერპლს.
მე კი ვერაფრით შევაგნებინე, რომ ღმერთი არ ვარ.
ყველაზე მეტს იდეალებს სთხოვენ, მე კი ჩემი მარტოობა მაქვს უცნაურ ახირებად.
შუაღამისას გალეწილი მთვრალი მომადგა სახლში. ეს იმდენად არ შეეფერებოდა მის ხასიათს, რომ უთქმელად შემოვუშვი.
ამღვრეული მზერა მოავლო ოთახს, არეული ნაბიჯით კაბინეტში შეაბიჯა და დივანზე წამოწვა.
თვალებზე ხელი გადაიფარა, იმდენად ღელავდა რომ სუნთქვის დროს მუცელი ებერებოდა რიტმულად.
სავარძელში ჩამოვჯექი და მის გონზე მოსვლას დაველოდე.
როცა სული მოითქვა, წამოჯდა და დაკვირვებით მომაჩერდა.
– რატომ მიყვარხარ?
იმდენად ღრმად ჟღერდა მისი ხმა, რომ კითხვის აბსურდულობა აღარ მიგრძვნია.
როცა კითხვა სიყვარულს ეხება, იქ ყველა პასუხი მხოლოდ ილუზიაა.
– იმიტომ რომ, შუა ღამისას ასეთი გალეწილი მთვრალი ამომადგე და უაზრო კითხვები დამისვა.
ვუთხარი ღიმილით. იმ მომენტში მას ზუსტად ისეთი თვალები ჰქონდა, როცა პირველად მნახა და გადაწყვიტა, რომ მე ვიყავი მისი ცხოვრების ქალი.
(რა ბანალურია, ხომ?)
წამოდგა და ჩემ წინ ჩაიმუხლა.
– შენ.. შენ რატომ გიყვარვარ?
ისე ბავშვურად ჩამაჯინდა თვალებით, ცოტა დამაკლდა რომ გულიანად არ გამცინებოდა.
ნასვამი მამაკაცი ეს ყველაზე დაუცველი არსებაა.
– იმიტომ რომ, შენ ხარ ერთადერთი მამაკაცი, რომელსაც უმიზეზოდ ვუყვარვარ.
თვალმოუშორებლად ვუპასუხე და სავარძლიდან წამოდგომა ვცადე.
თითქოს ამის შიში ჰქონოდა ისე სწრაფად შემომხვია ხელები ფეხებზე და მიყუჩდა.
იმდენად სენტიმენტალური მეჩვენა ეს მომენტი, რომ გულის რევაც კი ვიგრძენი.
უმიზეზოდ მხოლოდ მაშინ უყვართ, როცა ილუზიის ტყვეები არიან.
რა ბანალურია იყო ვიღაცის ცხოვრების ქალი და თანაც უმიზეზოდ უყვარდე.
ალბათ მალე მომბეზრდებოდა ასეთი სიტუაცია, ენტონი სრულად რომ არ მერგებოდეს ხასიათებით და ყველა ჩემს ახირებას ოლიმპური სიმშვიდით არ ხვდებოდეს.
ძნელია გიყვარდეს ქალი, რომელსაც მარტოობა ჩვევაში აქვს.
გორგოლაჭებიან სავარძელში ისე უმწეოდ იჯდა, რომ ვერაფრით მოვახერხე თუნდაც ერთხელ გაღიმება, ასე მეგონა უფრო ეტკინებოდა ჩემი ღიმილი.
ჩაი გავუმზადე და კატაბალახას წვეთები გავურიე, ექიმის რეკომენდაციით, ეს საკმარისი იქნებოდა მის დასამშვიდებლად.
მთელი დღე ხმა არ ამოუღია, მხოლოდ მიყურებდა სევდიანად და მერე სიბრაზისგან მუჭავდა ხელებს. ეს იმდენად უმწეო ბრაზი იყო, რომ წუთით ვიფიქრე კიდეც, ნეტავ ახლა თავზე დამამხოს–მეთქი ყველაფერი.
მინდოდა დაცლილიყო, თუნდაც ჩემს თავზე.
სასაცილოა.. მე არ ვამტკიცებდი სიყვარული მხოლოდ სიამოვნებაა–თქო?
მაშინ რატომ ვწირავ მსხვერპლად ჩემს თავს კაცს, რომელიც ერთ დროს ჩემზე სუსტი იყო ჩვენს ურთიერთობაში.
სახლში ყველა ციფერბლატიანი სხეული მოვაშორე და მაინც ვერაფრით გავთავისუფლდი. კვლავ დამყვება განცდა, რომ დრო მდევნის..
მეც არ მაწყენდა კატაბალახას დალევა, ნერვებს უფრო ვგრძნობ, ვიდრე არსებობას.
მე – ცარიელი ნერვები.. ის – უმწეო ბრაზი.
და მაინც როდის დავსახლდით ერთ სახლში, სრულებით არ მახსოვს..
– ვერასოდეს რომ ვერ გავიარო, რას იზამ?
მოულოდნელად გადაწყვიტა ჩემთან საუბარი და თვალებში უსაშველო სევდა გაუკრთა.
– ჩემი ხელით გაგიპარსავ ხოლმე სახეს, რადგან ძალიან არ უხდება შენს ნაკვთებს წვერი.
იმდენად სერიოზულად ვუპასუხე, რომ წამით წვერის გარდა ყველა საფიქრალი გაუწყდა. თავი გადააქნია ინსტინქტურად და ისევ თავის ფიქრებს ჩაუღრმავდა.
გორგოლაჭებიან სავარძელს მივუახლოვდი, თავი მუხლებზე ჩამოვუდე.
– რომ გითხრა უკანასკნელ 24 საათში ვკვდები–მეთქი, რას იზამ?
ვკითხე მშვიდად.
არ დაბნეულა, მხოლოდ უპეები ჩაუმუქდა.
– წვერს მოვუშვებ პროტესტის ნიშნად.
დაღლილი ღიმილი ჰქონდა.
ყველაზე კეთილშობილი ირონია მაშინ არის, როდესაც საკუთარი თავისკენაა მიმართული.
თვითირონია – ეს ხომ ერთ–ერთი უებარი წამალია.
ენტონი აღარ შედის მწვავე კამათებში და მეც აღარ ვამთქნარებ, როცა გაუთავებლად საუბრობს, რათა სხვებს დაუმალოს ჩემკენ გამოქცეული მზერა.
მან ვერაფრით გაიგო, რატომ შეიძლება გაატარო მთელი ცხოვრება ხეიბარ მამაკაცთან და პასუხს ისე გაფაციცებით ეძებდა, რომ ბოლოს ყველაფერი ჩემი, ციფერბლატიანი სხეულების სიძულვილს გადააბრალა. დროზე არფიქრი მაშინ უფრო ადვილია, როცა ვინმეზე ზრუნავ.
მე კი ყოველდღე ვუმტკიცებ რომ დროის სიძულვილის კი არა, მისი სიყვარულის გამო ვარ ქალი, რომელიც დღეგამოშვებით წვერებს პარსავს.
..და თუმცა სენტიმენტალურია, მაგრამ ხანდახან ჯობია გიყვარდეს ვინმე, ვიდრე მარტოობაში საკუთარ თავზე იყო შეყვარებული.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
demna_
სადღა შემიძლიან
ჯგუფი: Members
demna_
სადღა შემიძლიან
ჯგუფი: Members
წერილები: 4339
წევრი No.: 79475
რეგისტრ.: 20-December 08
#28053795
· 28 Oct 2011, 17:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Honey-Mak
ორივეს ერთად აყარა
მერმ თევზმა შავი მიწაო
QUOTE
დემნა მაინც სულ სხვააა
5 ხმაც და მერობაზე ვიფიქრებ
This post has been edited by
demna_
on 28 Oct 2011, 17:47
·
ციტირება
·
^
0 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პარამეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(30)
« პირველი
...
19
20
[21]
22
23
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0383 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.