მისი პლუტონის ტრინი ჩემს მარსთან
მისი მთვარის ტრინი ჩემს მზესთან
მისი მარსის სექსტილი ჩემს მთვარესთან
მისი მზის სექსტილი ჩემს ვენერასთან
მისი ვენერა ჩემს მე-8 სახლში
მისი მზე ჩემი მე-7 სახლის კუსპიდზე
რა ადვილად იხსნება ხოლმე რაღაცები ასტროლოგიით.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
იმედია მარტო მე არ ვგრძნობ
* * *
ჩვენი ასპექტები უნდა ჩამოვწერო
ზოგს მე თვითონ ვთარგმნი და განვმარტავ.
სინასტრიული მერკური მე-7 სახლში - პარტნიორები ხშირად გრძნობენ ერთმანეთის მიმართ ოპოზიციურობას საუბრისას, საწინააღმდეგო მოსაზრებების გამოთქმისას. თუმცა, ტვინს უყვარს ბრძოლა, როცა შეუძლია გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები. ამიტომაც, ურთიერთობა ორივე მხარისთვის სასიამოვნო უნდა იყოს - სანამ ყველაზე ნეიტრალურ თემაზე კამათის დროსაც კი ერთ-ერთი მხარე თავს შეურაცხყოფილად არ იგრძნობს. მასში პროტესტს გამოიწვევს პარტნიორის ტექსტიდან სწორედ ის სიტყვები, რომლებიც მის ნაკლოვანებებზე მიუთითებენ. აღნიშნული ნაკლოვანებები შინაგანია, ზოგჯერ გაუცნობიერებელი და საუბრის მომენტამდე გაუაზრებელი. მე-7 სახლის დამუშავების შემდეგ( ალბათ ეს ურთიერთობის ხანგრძლივობასა და შესაბამისად მიღებულ გამოცდილებაზეა დამოკიდებული) ბრძოლა მოლაპარაკების, შეთანხმების ეტაპს დაუთმობს ადგილს და ეს ასპექტი გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს ურთიერთობას, ვიდრე ამის წარმოდგენა იყო შესაძლებელი.
სინასტრიული ვენერა მე–8 სახლში – ურთიერთობა ემსგავსება რომანს, რომელიც, საუკეთესო ვარიანტში, პარტნიორების დაშორებით, უარეს შემთხვევაში კი ერთ–ერთის სიკვდილით მთავრდება, თუმცა გაგიჟებული, დაუცხრომელი ვნება და ქარის წაღებული მილიონები ართობს მკითხველს. ვენერას გააქტიურებისას შეიძლება შემცირდეს კიდეც სხვაობა მკითხველსა და რომანის გმირს შორის.
რთულია წინასწარმეტყველება, რა რეაქცია ექნებათ პარტნიორებს ვენერას გააქტიურებისას, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი არ იქნება გულგრილი.
რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს მათი ურთიერთობა, იგი შეიტანს არსებით ცვლილებებს მათ ცხოვრებაში – იგებს რა პარტნიორი, რა არის მის ცხოვრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. თუმცა აღნიშნული ცვლილებების დანახვა და შეფასება მას მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ შეეძლება.
გასათვალისწინებელია, რომ პარტნიორები თავად წყვეტენ, რა პრინციპებით ააგონ ურთიერთობა. შესაძლებელია ურთიერთგაგებისა და სასტიკი ტკივილის შემცირების მიღწევა, თუ ისინი მიხვდებიან, რა მნიშვნელობა აქვს პარტნიორის სიყვარულს სოციუმის ცხოვრებაში და მის სხვადასხვა ჯგუფებში.

იგივე ასპექტი უფრო დადებითად აქვს განმარტებული საკოიანს – განაპირობებს ძლიერ ფიზიკურ ლტოლვას პარტნიორებს შორის. ასევე შესაძლებელია განვითარდეს მჭიდრო ინტუიციური კავშირი ემოციურ–ფსიქიკურ დონეზე.
სინასტრიული მარსი მე–2 სახლში – მარსის მფლობელის დარტყმები პარტნიორამდე ვერ აღწევს. – უნდა შევადაროთ უფროსების პანიკაზე ბავშვების რეაქციას.
სინასტრიული მერკური მე–3 სახლში – მარტივი და სასიამოვნოა კომუნიკაცია, მაგრამ უფრო ზოგად თემებზე, ვიდრე პირადსა და ინტიმურზე – თუ, რა თქმა უნდა, მერკური ასპექტებს არ ქმნის 1–ლ, მე–2 ან მე–8 სახლთან.
მშვენიერია. მე–2 სახლთან სექსტილი, მე–8 სახლთან ტრინი
სინასტრიული ვენერა მე–3 სახლში – ვენერას მფლობელის ღიმილი პარტნიორს ეჩვენება ნაზი და მომხიბვლელი, ჩაცმულობა და მანერები – იდეალური, ზოგადი ჭთაბეჭდილება კი( განსაკუთრებით საზოგადოებაში) – შეუდარებელი. იგივე ასპექტი მეუღლეებს შორის აყალიბებს მსგავს დამოკიდებულებას, როცა ქალის ვენერა კაცის მე–3 სახლშია: კაცი აღფრთოვანებულია ქალის მომხიბვლელობითა და ელეგანტურობით, როცა სახლში სტუმრები ჰყავთ. ასევე არ ენანება ფული ქალის თავის მოვლის საშუალებებისთვის და სიამოვნებით ტკბება, როცა იგი ბრწყინავს საზოგადოებაში. ეს ასპექტი არ განაპირობებს ეჭვიანობას.
სინასტრიული მთვარე მე–4 სახლში – დადებითი ასპექტია, რომელიც პარტნიორებს ანიჭებს კმაყოფილების გრძნობასა და სიმშვიდის განცდას. თუმცა, მასვე შეუძლია მძიმე სულიერი ჭრილობების მიყენება, რადგანაც ისინი უფრო ხშირად ინტუიციურად, იმპულსურად მოქმედებენ. თუ ქალის მთვარეა კაცის მე-4 სახლში, მასთან სტუმრობისას ქალს შეიძლება სამუდამოდ იქ მოუნდეს დარჩენა :დ სტენკას მოუძებნის ადგილს
მთვარის მფლობელი უფრო თავდაჯერებული და ბედნიერი ხდება, მე-4 სახლის მფლობელს კი მისი მზრუნველობა და სიყვარული ნებისმიერ ნიჰილისტურას პოზიციას და პესიმისტურ შეხედულებებს შეაცვლევინებს სამყაროზე.
ქალის მზის ტრინი კაცის მთვარესთან - ქალს ეხმარება, უფრო ადვილად გამოხატოს თავი. შეიძლება ურთიერთობაში ხშირად ის იყოს ლიდერი და ინიციატორი.
კაცის მზის სექსტილი ქალის ვენერასთან - პარტნიორებს სიამოვნებასა და სიხარულს ანიჭებთ ერთმანეთთან ურთიერთობა, მეგობრობა. შესაძლებელია გაუჩნდეთ რომანტიკული გრძნობები.
კაცის მზის სექსტილი ქალის აღმავალ კვანძთან - ქალი ეხმარება კაცს, მაქსიმალურად ეფექტურად გამოხატოს თავი, კაცი კი თავის მხრივ მუხტავს მას ენთუზმიაზითა და ენერგიით.
ქალის მზის სექსტილი კაცის ლილიტთან
კაცის მზე ქალის მე-7 სახლის კუსპიდზე - სულიერი კავშირი, რომანტიკული და ფიზიკური ლტოლვა პარტნიორებს შორის. ბალანსი მე-სა და პარტნიორის სურვილებს შორის. პარტნიორები ადვილად იღებენ და ეგუებიან ერთმანეთის ნაკლოვანებებს. იგივეა მზის ოპოზიცია ასცედენტთან.
კაცის მთვარის ტრინი ქალის მთვარესთან - კარგად ესმით და უგებენ ერთმანეთს ემოციურ დონეზე ისე, რომ ამ პროცესში არც საკუთარი თავი დაკარგონ.
კაცის მთვარის ტრინი ქალის იუპიტერთან - ქალს ასწავლის, როგორ მოახდინოს გრძნობებისა და ემოციების კომბინირება გონებასთან, კაცს აპოვნინებს თავის ადგილს სამყაროში. პარტნიორები გრძნობენ სიმარტივეს, ჰარმონიასა და ბედნიერებას ურთიერთობისას.
კაცის მთვარის შეერთება ქალის აღმავალ კვანძთან
ქალის მთვარის სექსტილი კაცის მარსთან - რომანტიკულ ურთიერთობაში ფიზიკური ლტოლვა,
ქალის მერკურის შეერთება კაცის ვენერასთან
ქალის მერკურის ტრინი კაცის აღმავალ კვანძთან
კაცის ვენერას სექსტილი ქალის ლილიტთან
ქალის მარსის ტრინი კაცის პლუტონთან - სექსუალური შეთავსება.
კაცის იუპიტერის ტრინი ქალის სატურნთან
კაცის ნეპტუნის სექსტილი ქალის პლუტონთან
კაცის სატურნის კვადრატურა ქალის პლუტონთან - უნდობლობა და ინტრიგები. კაცი ნეგატიურად აფასებს ქალის მისწრაფებას სრულყოს თავისი თავი და ეჩვენება იგი ანარქიული, ნაკლებად საიმედო; აღიზიანებს მისი მცდელობები, მოიპოვოს ავტორიტეტი. ქალი კაცს თვლის ეგოისტად, რომელიც საერთოდ არ ცდილობს შეიცვალოს უკეთესობისკენ. თუმცა, ეს ნეგატიური ასპექტიც შეიძლება ჩაითვალოს დადებითად იმ მხრივ, რომ პარტნიორებს შეუძლიათ მიაჩვიონ ერთმანეთი დისციპლინას და ენერგეტიკული პოტენციალის გამოყენებას, რაც დაეხმარებათ მათ, გადაჭრან რთული და პერსპექტიული დავალებები. +კაცი ცდილობს, ასწავლოს ქალს მოთმინება და სიმშვიდე.
კაცის მერკურის ნახევარკვადრატი ქალის ვენერასთან - აიძულებს პარტნიორებს, შეინარჩუნონ გარკვეული დისტანცია ურთიერთობისას
ქალის მერკურის ოპოზიცია კაცის იუპიტერთან
კაცის იუპიტერის კვადრატურა ქალის ურანთან
კაცის მთვარის შეერთება ქალის ურანთან
კაცის სატურნის შეერთება ქალის სატურნთან
კაცის პლუტონის შეერთება ქალის პლუტონთან
კაცის ურანის შეერთება ქალის ნეპტუნთან
კაცის ნეპტუნის შეერთება ქალის ნეპტუნთან
© პოდვოდნი, საკოიან, ეკკერ, so_asdf