სანტერესოა.
რომ მივალ თხის რქაზე, დავაკვირდები აბა
ასტროლოგიური შეთავსება
ვერძი ქალი- ტყუპები კაცი
ხშირად მარსისა და მერკურის ემოციური შეხამება სიყვარულის სფეროში იძლევა სინაზესა და ასევე მწვავე კამათის საშუალებას. თანაბრადაა სითბო, სიყვარული,სინაზე, დაპირისპირება, კამათი..... ამაში დამნაშავეა ტყუპები, რომელიც სხვა ჰაერის ნიშნებს არ ჰგავს გატაცებების მხრივ და ასევე ვერძიც, რომელიც დანარჩენ ცეცხლის ნიშნებს არ ჰგავს წამიერი, სწრაფი ვნება-სიძულვილის მონაცვლეობა.
მათ ხშირად ელით ერთმანეთთან შეტაკებები, მაგრამ ეს ურთიერთობა მოკლებული იქნება სიძულვილს.არცერთ მათგანს არ ახასიათებს წყენის გულში ჩადება, კამათი როგორც სწრაფად აღმოცენდა, ისევე სწრაფად ჩაქრება. როდესაც ვერძსა და ტყუპებს ერთმანეთი უყვარდებათ, არცერთი არ ფიქრობს რით დამთავრდება რომანი. ეს ორი თავქარიანი ერთად კარგ დროს ატარებს,მხიარულად,არ ფიქრობენ ურთიერთობის დასასრულზე. თუ მან (ტყუპებმა) გაწყვიტა ურთიერთობა,მნიშვნელობა არ აქვს მიზეზი იქნება განქორწინება, მიტოვება თუ გარდაცვალება, სხვა შეთავსებებისგან განსხვავებით,ტყუპებისა და ვერძის გულში თბილი მოგონებები დარჩება.
ვერძი ქალისა და ტყუპი კაცის ურთიერთობაში ერთადერთი შავი ღრუბელი შესაძლოა იყოს ეჭვიანობა. ტიპიური ვერძი ქალი ძალიან ეჭვიანია, მაგრამ იშვიათად აღიარებს ამას. ვერძისთვის კატასტროფა იქნება ტყუპების მხრიდან ღალატი. თუ ვერძმა ქალმა ჩათვალა , რომ ტყუპები მას ღალატობს, სიტყვა „სიყვარულის“ გაგონებაც კი აღარ მოუნდება.
ტიპიური ტყუპები კაცი კი არაა ძალიან ეჭვიანი და რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს, შესაძლოა ვერძ ქალს ამ თვისებამ სირთულეები შეუქმნას, ამ ქალს ხომ ფარულად სულ უნდა მის გამო ეჭვიანობდნენ. შესაძლოა ტყუპებმა მისი სურვილები შეასრულოს, მაგრამ იმდენად დაკავებულია საკუთარი გარდერობის, განწყობის, იდეალების, ოცნებების, მიზნების შეცვლით, რომ შესაძლოა გამორჩეს ქალი ვერძის ბავშვური ფლირტი, რითაც ის ცდილობდა ეეჭვიანებინა ტყუპები.
ქალი ვერძი ინიციატივის მქონეა, მამაცი, ენერგიული, გულწრფელი და ეს ყველა თვისება მას მამაკაცურობას სძენს. კაცები თვლიან, რომ ვერძ ქალთან განსაკუთრებულობას კარგავენ, სწორედ იმ თვისებებს, რომელთა წარმოჩენასაც უპირატესობას ხშირად ანიჭებენ. კი ,მაგრამ რა უნდა გააკეთოს ვერძმა ქალმა, რომ ის ქალური გამოჩნდეს. მას ხშირად ეუბნებიან კომპლიმენტებს „კარგად გამოიყურება“, „დღეს მშვენიერი იყო“, თავად კი მსგავს კომპლიმენტებს იშვიათად აკეთებს.
ქალ ვერძებს, ისევე როგორც ცეცხლის ორ ქალს ლომსა და მშვილდოსანს, კარგად გამოსდის ე.წ. მამაკაცური საქმეები და შესაძლოა უფრო უკეთაც გააკეთოს. შეუძლიათ უფრო მეტი ტკივილი განიცადონ , ვიდრე ემამაკაცებმა, უფრო მეტად გამოავლინონ ლოგიკის უნარი, იბრძოლონ ბოლო წვეთამდე.
ქალი ვერძები გულის სიღრმეში მაინც ქალებად რჩებიან და სჯერათ სასწაულების. ერთხელაც, როდესაც მათ ეგონებათ, რომ შეხვდნენ მამაკაცს, რომელიც ნამდვილ ქალს ეძებს, ეს მამაკაცი შესაძლოა ზოდიაქოს ნიშნით ტყუპები აღმოჩნდეს. მას არ აქვს ორი თავი, მაგრამ სამაგიეროდ აქვს ორი იდეა, ორი განწყობა, ორი .... და შეუძლია თავისუფლად ითამაშოს სასიყვარულო თამაშები ქალთან, რომელიც უყვარს. ხმამაღალი საუბარი ან სირენასავით კივილი ტყუპეთან უარყოფითად არ ჭრის, პირიქით, ყველაზე უკეთ ეგ გამოგივათ, სერიოზული საუბარი კი ნაკლებად.
პირველად ტყუპებს უყვარდება გონებით, შემდეგ გულით და შემდეგ უკვე ფიზიკური მიზიდულობა იმატებს, სწორედ ამ საფეხურების მიხედვით დგება ტყუპებთან რომანი. რაც შეეხება ვერძს, პირველად გულით უყვარდება, შემდეგ სწრაფად ერთვება გონება და ბოლოს ფიზიკური მიზიდულობა. ორივე მათგანში სჭარბობს ემოციური დამოკიდებულება. ტყუპები ვერძი ქალის ინტელექტს აფასებს, ამ დროს ვერძის გულში ვარდება...ვერძი გონებას რთავს-ტყუპები გულს. ბოლოსდაბოლოს ქალი დარწმუნდება, რომ კაცს უყვარს ისეთი, როგორიც სინამდვილეში არის,გადაიქცევა ნაზ, ალერსიან,საყვარელ ქალად, რომელიც პარტნიორისთვის ბევრ რამეს გაიღებს.
ტყუპებს შეუძლია ვერძთან გამოიყენოს მისივე იარაღი,ამ დროს ვერძი გიჟდება და იწყება ფეიერვერკი.
რაც შეეხება ფიზიკურ ურთიერთობას, კაცი ტყუპები ერთ-ერთია იმ კაცთაგან, რომელსაც შეუძლია ვერძის იმ გრძნობების და დამოკიდებულებების დაკმაყოფილება, რაც ვერძს აქვს სექსისადმი. ვერძის წარმოდგენები შეიძლება იყოს- ყველა იმ ფილმის სასიყვარულო სცენები, რომელიც ნახა,მოეწონა, რომელზეც იტირა, ყველა წიგნის სიუჟეტი, რომელშიც სასიყვარულო სცენაა აღწერილი თბილი სიტყვებით...
ვერძი გაკვირვებული იქნება: როცა ტყუპებთანაა, სწორედ მაშინ რეკს სასწაულების ზარი,მაშინ ხდება მისი სურვილები, ფანტაზიები,ოცნებები,მოკლედ, ყველაფერი ის, რაც კონკიას ოცნებებია.