toni_montanaმზე,იუპიტერი - ტყუპები
მთვარე - ქალწული
მერკური - კურო
ვენერა,მარსი,ქირონი - კირჩხიბი
სატურნი,ურანი,ნეპტუნი - თხის რქა
პლუტონი - მორიელი
ასც - მორიელი
(აი შენ,მე ანალიზი არ ვიცი

)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მთვარე ქალწულში
ზედმეტად მგრძნობიარე, სენტიმენტალური და ბუტია. ზედმეტად ფხიზელი და ცივი ინტელექტი + მოთხოვნილებებზე პრაქტიკული შეხედულება . დიდი განსჯის უნარი და ანგარიშიანობა, თავშეკავებულობა და დაფარულობა, ცნობისმოყვარეობა და სწრაფვა ახლის შეცნობისაკენ. ადამიანების გაგების და ამოცნობის უნარი, თავის სამსახურზე კონცენტრირების და ჩაღრმავების უნარი. ნებისმიერი წესის, განაწესის, ინსტრუქციის მკაცრი დაცვა. უდიდესი ტენდენცია აკრიტიკოს ყველა და ყველაფერი. ნათელი გონება, მიდრეკილება მეცნიერებისა და პარამეცნიერებისადმი. ძლიერი ინტუიცია და ფსიქომეტრული უნარი *. მოგზაურობის სიყვარული, მათ შორის საქმიანი მოგზაურობების.წარმატება -მდივნის, მსახურის, გამომცემლის, კლერკის, აფთიაქარის, კონდიტერის, მოგზაურის, მკვლევარის, ფირმის წარმომადგენლის პროფესიებში. ეს აღწერილობა მართლდება თუ მთვარე ქალწულში 12 და 18 გრადუსებს შორისაა მოქცეული( ანუ ეს 6 გრადუსი არის მნიშვნელვანი)
მთვარე 1 დეკანადაში -მომატებული პატივმოყვარეობა , სიფრთხილე და წინადხედულება, თავშეკავებულობა და სიცივე. კარგი პედაგოგები და კრიტიკოსები. მერკურთან კარგი კონფიგურაციისას მაღალი ინტელექტი.
2 დეკანადაში -მელანქოლია, ანგარიშიანობა, საუკეტეოს წარმატება სოფლის მეურნეობაში, მებაღეობაში, მებოსტნეობაში.
3 დეკანადაში -მხიარულება, მეგობრულობა, ერთგულება, ხასიათის მდგრადობა ყველაფერში.
................
თუ აქცევთ ყურადღებას რამხელა მნ-ბა აქვს ამ დეკადებს. ვითომ არაფერი მთვარე ქალწულშია, მაგრამ რაოდენ განსხვავდება ერთი დეკადის მთვარის გავლენა მეორისგან და ტიპაჟებიც შესაბამისად რამდენად განსხვავებულები არიან.
*აქვე განვმარტავ ძალიან მარტივად, თუ რას ნიშნავს ფსიქომეტრიული უნარი. ფსიქომეტრია ეს არის ზოგიერთი მედიუმის და ნათელმხილველის უნარი ფოტოს, ტანსაცმლის, რაიმე ნივთის, თმის მეშვეობით ინფორმაციის მოპოვება ადამიანბზე.
...................
მთვარე სასწორში
ფაქიზი სული და დახვეწილი საუბარი, მიზიდულობა- საწინააღმდეგო სქესისადმი, საზოგადოებრივი მოღვაწეობისადმი, სულიერი ჰარმონიისაკენ, ხელოვნების, მუსიკის, სიმღერისაკენ. დიდი კომუნიკაბელობა, ქცევის ნორმების დაცვა, კარგად აღზრდილობა და თავაზიანობა, სინაზე და სითბო(თუ მთვარე დაზიან. არაა), უნარი მოერგოს რასაც გინდა და ვისაც გინდა. გაურბის ჭორებს, მოანგონებს, სკანდალებს, კონფრონტაციებს. დიდ მნ-ბა ენიწება ადამიანის გარგნულ იერს, მოდას. თავის ყველა განცდას და ნაკლს მოხერხებულად ფარავს ტავაზიანობის ნიღბის მიღმა. გარშემომყოფების სიმპათია. კავშირები, პარტნიორობა აძლიერებენ პოპულარობას. მისი საკუთარი ცხოვრება დამოკიდებუია სხვა ადამიანებზე-ახლობლებზე, პარტნიორებზე.
1 დეკანადა- ვენერის ძლიერი გავლენა, გარეგნული სილამაზე, პოპულარობა გარშემომყოფებში.
2 დეკანადა -დახვეწილი არსება, ძლიერი ვნებები, ექსცენტრულობა.
3 დეკანადა - მარალი ინტელექტი, ინიციატივიანი, ადამიანებზე, საქმეზე, გარემოებაზე მორგების უნარი. გონების და ხელების სიმარჯვე. ცვლილებები და გარდაქმნები, გარდატეხები და გადანაცვლებები ცხოვრებაშის სხვა ადამიანების სურვილის გამო.
საერთოდ მთვარისთვის არც თუ ისე კარგი ნიშანია , განსაკუთრებით მე-2 ნახევარში.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მერკური კუროში
მიუთითებს სიჯიუტეზე, ფულისა და მატერიალური ღირებულელების დაგროვების სიყვარულზე. სიტყვების არ სწამს, მხოლოდ ფაქტების. იშვიათია რომ რაიმეს წამოწყება გადაწყვიტოს, თუმცა თუ მოისურვა, საქმე ბოლომდე მიჰყავს. მერკურის ასეთი მდებარეობა კარიერაში ძალიან ხელსაყრელია.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მ ა მ ა კ ა ც ი,ვენერით კირჩხიბში,პირად ურთიერთობაში ეძებს ცოლის ტიპის ქალს:მოსიყვარულეს,ალერსიანს,მზრუნველს,მეოჯახეს,უაღრესად ქალურს,რომელიც მეტ დროს სახლში ატარებს და ოჯახსა და ბავშვებზე ზრუნვით არის დაკავებული. ეს თვისებები მასში იმაზე მეტ გრძნობებს აღძრავს,ვიდრე რაიმე ეგზოტიკური მეთოდები მამაკაცის ყურადღების მიპყრობისა. მას ძლიერი მოთხოვნილება აქვს გაიცნოს დედის მსგავსი ქალი. თუ პლანეტა დაზიანებულია,ეს მოთხოვნა ნეგატიურად ილექება ქვეცნობიერში და ასეთ ქალთან მტკივნეული,უსიამოვნო ურთიერთობებით ვლინდება. ნებისმიერ შემთხვევაში სუბიექტის დედა დიდ გვლენას ახდენს მასზე ამ საკითხის გადაწყვეტისას. ფარულად თუ ღიად,ის ძლიერაა დამოკიდებული დედის მოწონებაზე. ასეთი მამაკაცისთვის ხშირად დამახასიათებელია ძლიერი ეჭვიანობა. მხოლოდ იმაზე ფიქრს,რომ მის ცოლს შესაძლოა სხვა ინტერესები და გატაცებები ჰქონდეს,იქნება ეს ჰობი თუ ახალი ნაცნობები,სასოწარკვეთამდე მიჰყავს,რისი დამალვა და გადახარშვაც ძალიან უჭირს. თუმცა მთლიანობაში ის ძალიან ემოციურია. კარგად ესმის ქალის გულის და შეუძლია,გახდეს მისთვის ყველაზე ახლო სულიერი მეგობარი,მზრუნველი და თბილი. ფულად სახსრებს არ ფლანგავს_ყველაფერი სახლში,ოჯახში.
♀ ვენერა დიდია და თუ გინდა სულ წაიკითხე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მარსი კირჩხიბში
ასეთი მდებარეობის ხალხი პასიურია აგრესიულობაში, ერიდებიან დაპირისპირებას. მათ უნდათ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, ვიდრე გადავლენ მოქმედებაზე. ამ პროცესში ისინი შეიძლება ნელებიც მოგეჩვენოთ. ზოგჯერ სუსტებიც არიან, თუმცა შესწევთ უნარი იყვნენ ძლიერები. ისინი სხვებზე ზემოქმედებენ თავიანთი დამცველობითი(მზრუნველობითი) თერაპიული მიდგომით. ეს თვისება უფრო გამოხატულია თუ მზეც კირჩხიბშია.ისინი არიან არგუმენტირებულნი და მანიპულატორები. სიტუაციების მართვას მშვიდი და ჰუმანური გზით არჩევენ.
სიყვარული: ყველაზე მგრძნობიარე შეყვარებულები არიან. თუ გაბუტული არაა ასეთი ადამიანი არიან რომანტიკულები და " გეწებებიან" (მიახლოებით ასე გამოვიდა)
მათი sex drive შეკრულია ემოციონალურობით. ლოგინში მოსწონთ "მონის სცენარი" და აგრესიულობა, ძალადობა თქვენგან, ოღონდ ეს იქამდე სანამ ეცოდინებათ, რომ გიყვართ. ისინი ვერ გამოხატავენ თავიან სექსუალურ სურვილებს და თქვენ თვითონ უნდა მიხვდეთ ამას.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
იუპიტერი ტყუპებში
ეს მდებარეობა მიუთითებს ინტელექტუალურ ცოდნისმოყვარეობას, მიუხედვადა იმისა გქონდა თუ არა ხელსაყრელი პირობა ფორმალური განათლებისა, შენი გონება ძალიან გახსნილია ახალი იდეებისთვის. შენ სარგებლობ შენი კომუნიკაციის უნარით და მოგზაურობებიდან მიღებული გამოცდილებით. ერკვევი მრავალ საკითხში, მაგრამ არასდროს ახდენ ფოკუსირებას ერთ დიდ განფენილობაში, ერთ სფეროში. (ანუ იცი ცოტ ცოტა ყველაფერზე და არაფერი ღრმად) ამის გამო, შენი ცოდნა ზოგჯერ ზედაპირულია. მაგრამ შენ მაინც ყოველთვის სასურველი ადამიანი ხარ გარემოცვაში. დაუდგრომელი სული შეგიქმნის პრობლემებს, სიმდიდრის დაგროვებასთან დაკავშირებით. შენი ინიციატივა მიმართულია ინტელექტუალური სტატუსისკენ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ასცედენტი მორიელში
თქვენი ტენდენციაა სიწყნარე, სიფრთხილე, თავშეკავებულობა, საიდუმლოება. ამიტომ ხართ ძნელად გასაგები. სხვები უდავოდ შეამჩნევენ თქვენს ღრმა ემოციებს და გრძნობებს, ამიტომაც ცდილობენ მიიქციონ თქვენი ყურადღება. თქვენი ჯიუტი საზრიანი და ამტანი პიროვნება იბრძოლებს ნებისმიერ პოზიციაზე რისიც სწამს და სჯერა. ხართ ” საზარელი ” როდესაც ბრაზდები რამეზე ან ვინმეზე. თქვენ ერთობით ცხოვრებით როდესაც ხართ წინა პლანზე . შეგიძლია რისკზე თავსუფლად წასვლა, რადგან ხართ ძალიან მამაცი. ადვილად შეუძლიათ თქვენი წყენინება, მაგრამ ყოველთვის საპასუხოდ შენს სარკაზმს იღებენ. ხარ ძლიერ მგრძნობიარე და ცნობისმოყვარე , ასევე გაქვს დიდი ინტერესი ადამიანის ფსიქოლოგიისადმი. თუ დაინტერესდით რაიმე საგნით, ერთვებით მარტივად, და მარტივადვე გადადის სრულ ფანატიზმში.
_________________________________________
მათი მანერები ხალხში პატივსაცემი ან ხშირად შიშისმომგვრელია. ასეთი ადამიანების აღზევება შეიძლება იყოს ჩუმი ან ხმამაღალი მაგრამ ორივე შემთხვევაში ჩანს მათი ძალა და სიმტკიცე. თქვენ ის ან გიყვართ ან გძულთ რადგან ასეთი ადამიანები იშვიათად რჩებიან შეუმჩნეველნი. ისინი ხდებიან თავგზაარეულნი როდესაც ხვდებიან და გრძნობენ მათზე ძლიერ რეაქციებს სხვებისგან. თითქოს ისინი ხედავენ ადამიანის ზედაპირს შიგნით, რაც შეიძლება ეს სხვისთვის ძალიან რთული და ინტრიგული აღმოჩდეს. ასეთი პერსონის საქმიანი-გარიგებები ხდება მხოლოდ გამოკვლევების და პარტნიორის კავშირების გაგების შემდეგ. ზეტაპირული ემოციები, ასცედენტის თვისებები, მათში ქრება მხოლოდ იმის შემდეგ რაც იგი უსაფრთხოდ და საჭირო სიტუაციაში იგრძნობს თავს.
ისინი თავის თავს და თავის ცხოვრებას იმდენად ”აფასებენ” და უყვართ რომ პარანოიაშიც გადადის. მათ აქვთ ძლიერი სურვილი და შეუძლიათ აკონტროლონ გარემო, ასევე ითვლებიან სტრატეგიის და გეგმების ექსპერტებად. იშვიათია ადამიანი ვისაც ექნება უდიდესი მოთმინება და ძლიერი გეგმა მის დასამარცხებლად. მორიელებს ასც-ით აქვთ უნარი ნელა და გააზრებულად გააკეთოს სვლები, უდიდესი უნარი აქვს შეიგრძნოს სხვების ძალა , გარშემო მომხვდარი მოვლენები , გარემოებები.
ეყრდნობიან სავსებით რეალური ფაქტებს , ურჩევნიათ იყვნენ მიწაზე დაშვებულნი რადგან მაღლა მეტი ”ტკივილია”. ნდობა პარტნიორებში მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ მას ურჩევნია მშვიდი და გაწონასწორებული პარტნიორი, ნაკლებ სიამოვნებას და სიმშვიდეს იღებს თავქარიანისგან.
ეს არის პიროვნება რომელსაც გააჩნია ძლიერი ფიზიკური ამტანობა. ისინი მეტად ჯიუტები არიან ვიდრე ეს გარედან ჩანს. თუ ოდნავ მაინც ფიქრობენ რომ არის შანსი, ისინი ბოლომდე გაიტანენ და პოზიციებს არ დათმობენ. თუ მათ რაიმე გადაწყვიტეს ძალიან ძნელია გადაარწმუნო ან სხვა რაიმეში დააჯერო.
ისინი ემოციურად ორიენტირებულები არიან , თუ მზე ან მთვარე არის კიბოში ან თევზებში, გაგიჭირდება მათი ემოციების სააშკარაოზე გამოტანა. ისნი ითვლებიან მეგობრულებად , მაგრამ ზოგიერთი არის ჩუმი და ზოგიც ხმაურიანი და ყურადღების ცენტრში მყოფი. ისინი არიან დამკვირებლები და შორს მჭვრეტნი.
ასეთი ადამიანისთვის მსოფლიო მიღებულია როგორც საშიში ადგილი , სადაც დაფარულია საფრთხე. რომელთაც შეუძლიათ თავი გამოავლინონ ნებისმიერ დროს. მათი მოუწევთ უამრავი პირადი კრიზისის გადატანა ცხოვრებაში. მათთვის საგნები მოვლენები ადამიანები არიან ”შავი ან თეთრი” და ცოტა რამ ხვდება მათ შორის. უნარი აქვთ სამყაროს მოევლინონ როგორც ცეცლი ან ყინული. მაგალითან ზოგიერთ ასეთი ადამიანი არის მიუწვდომელი , ჩუმი, და საიდუმლოებით მოცული, ძლიერი მაგნიტური ენერგიით. მათი ”ცეცხლოვანი” მხარე იჩენს თავს მხოლოდ კრიზისის განმავლობაში და შეუძლიათ ხელახლა დაბადება, ამიტომ მათ აქვთ რამოდენიმე ”სიცოცხლე” , როგორც ფნიქსებს, ამბიციაა მათი განახლდნენ და მოახდინონ რეგენერაცია. ყოველი ახალი ”აღზევება” მორიელის აღვიძებს უფრო მეტ ორიგინალურს მასში, ხდის მეტ ბრძოლისუნარიანს და იყენებს მთლიან გამოცდილებას რაც მან დააგროვა. საშიშია მათი ტრანსპორტი, რადგან ისინი არსად არიან დაცულები სხვადასხვა ქვეყნებში. ისინი ძირითადად ატარებენ შავ მანქანას დაბურული შუშებით, რადგან არავინ დაინახოს ის.
არამგონია ყველაფერი დამთხვას,სახლებს და ასპექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს.. ასპექტებზე სხვას ჰკითხე