Lilian
გმადლობ, საინტერესო ისტორიაა.
არ ვეჭვიანობ. მეტიც, მე გავაცანი.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ლექციაზე 10 წუთით დამაგვიანდა (სხვა დროს კი არ ვაგვიანებ) და
დერეფანში ამ თევზებს შევეჩეხე და ის გამომესაუბრა, გიცნობო.
აი, რა სარგებლობა მოაქვს დილის ძილს:
დღეს არ ვიცი თარგმნის თეორია (თუ რაც იყო), სამაგიეროდ, რძალი მაჭმევს და მირეცხავს. ვოტ.
მერე როგორც ხდება, სახლში დავპატიჟე,
ამ მშვილდმა ჯერ მობილური დაალომბარდა და გლობუსი აჩუქა: დედამიწას გჩუქნიო.
მეორე ჯერზე ჩუქნის არე გააფართოვა და საცვლები აჩუქა.
ახლა კი წინადადება წამოაყენა:
"თუ დაფეხმძიმდება, შვილი აეროპორტში უნდა გავაჩენინო. ნეიტრალური ტერიტორიაა და ბავშვი მსოფლიოს მოქალაქე იქნება".
ან ვის მოუვიდოდა მშვილდის გარდას აზრი, რომ შვიდი თვის ფეხმძიმეს
(მერვე-მეცხრე თვიანებს თვითმფრინავში არ უშვებენო, გაარკვია)
ჭინთვები ძალით დააწყებინოს თვითმფრინავში სტუარდესებთან ამშობიაროს.
ამაზე დედა კირჩხიბმა ინერვიულა: რამე რომ მოუვიდეს, საფრთხილოა და ა.შ.
მე ვთქვი: ეე კრუტა,
მაგრამ მამა ვერძის პასუხმა რეკორდი მოხსნა:
"კი მაგრამ აეროპორტში მისვლამდე რომ იმშობიაროს?"
სიმფსონების ოჯახი ვართ რა