ხევისბერი გოჩა -ოთარაანთ ქვრივი(წყვილში)
თუ წარმოვიდგენთ სამყაროს სადაც ყველაფერი ისე ხდება როგორც საჭიროა, ყველა ასრულებს პირობებს, არ აგვიანებს არსად და გამეფებულია საერთო წესრიგი - ეს შეიძლება შევადაროთ თხის რქების ურთიერთობას. ეს წყვილი ერთად მიდის წარმატებისკენ, არ უხვევენ დადგენილი წესებიდან. ქორწინება ხშირად ხდება სოციალურად ამაღლების ან რაიმე წარმატების მიღწევის მიზნითაც.
კაც თხის რქას ხიბლავს ის რომ იპოვა ქალი, რომელიც არ გამოიყენებს კაცის მორცხვობას - რათა ძალაუფლება მოიპოვოს მასზე. თანაც ეს ზუსტად ისეთი სერიოზული და საქმიანი ქალია როგორიც უნდა. თუკი თხის რქა მამაკაცის თვისებას - მიჰყვებას ყველა წესს გადახვევის გარეშე - მოთმინებიდან გადაჰყავდა სხვა ქალები და ეს ურთიერთობის ნგრევამდეც კი მიდიოდა - თხის რქა ქალი, აღფრთოვანებული დარჩება ამ თვისებით.
გულის სიღრმეში ორივე საკმაოდ რომანტიკულია და მაგრამ ამასაც კი კლასიკური გზით გამოხატავენ - ერთი წითელი ვარდის გაგზავნით ან ლამაზად გაფორმებული სასიყვარულო ბარათით. შეუძლიათ ისხდნენ ხელი-ხელ ჩაკიდებულები საათობით და უყურონ ჩამავალ მზეს.
ორივე მათგანმა იცის წესები - ამიტომ თხის რქები ურთიერთობა ვითარდება მათი დაცვით.
ქორწინება საკმაოდ მყარია და თითქოს ის სამოთხეში შეიქმნა, ისინი "შეწებებულნი" არიან ერთმანეთზე. მაგრამ ამასთან - ორივე მათგანი მიისწრაფვის ქორწინებისკენ, რათა ლეგალური გახადონ თავიანთი სიყვარული.
ორივე საკმაოდ ვნებიანი და მგრძნობიარეა - ოღონდ მთავარია თავს უფლება მისცენ რომ ეს გრძნობები გამოავლინონ.
ქალიც და კაციც ვნებასთან ერტად პარტნიორის მიმართ ავლენს მესაკუთრეობასაც.
მათი ერთად ყოფნა ან დაშორება - იქნება ორივეს ერთობლივი გადაწყვეტილება. ამ უკანასკნელის შემთვევაშიც კი - შეუძლიათ განაგრძონ მშვიდი ურთიერთობა თუ ეს ბიზნესს ესაჭიროება