ხელმწიფე
ტახტს მომჯდარ ნადირს გიჟთა ჯარი ფეხრთით გართხმია,
მათ არ აღელვებთ სამყაროს ზემოთ მდგარი ერთფეროვნება.
გარს ახვევია აღმსდგარს ფერფლისგან მკვდრების არმია,
მისთვის მაღლდება მძაფრი ზამთარი ვით ხელოვნება.
ფიქრის დერეფნებს ხელით ადნობს ტაეპთ მედიდურთ,
მონებად აქცევს მენტალის მიღმა მდორე კანონებს.
ხელის მოქნევით აპობს შუაზე კერპად წოდებულთ,
აძლევს ბრძანებებს სიღრმის, სიკეთის არმქონე მონებს.
მძიმედ უკითხავს მწოლიარეთ სწროფებს დაქანცულს,
სარკოფაგს შინა უხამსად არღვევს სიჩუმით ქაოსს,
და ეძალება სისხლის წყურვილად ბრძოლებს ხანდაზმულს.
დედამიწაზე ხალხის უბადლო სისუსტით ხარობს.
მისდევს სულების ხმებად ქცეულ ნოტებს დახვეწილს.
და სიცოცხლისთვის გზას არ იტოვებს, მაგრამ კი რისთვის?
მონსტრის სურვილზე, რომ დესტრუქცირდეს მის მეტს არ ეთქმის.
გეგმას ალაგებს შავ-ბნელ როლებზე ის სპექტაკლისთვის.
დიად ხელმწიფეს სული დამპალი ბოღმას უყვება,
შეცვლილი ხედვის ტავტოლოგიად ულაგებს აზრებს.
ამ ნაამბობში სიტყვა საათად დოგმას უნდება
და შეწუხებულს პარალელურად უქარვებს დარდებს.
მშვიდდება მეფე, მორჩილ სულებს დაჰყურებს დინჯად,
და პრაგმატულად ჯართა რიგებში ამყარებს ქაოსს.
სახარებასაც ნელა უკითხავს ჩემს სულებს რისხვად
ფეხზე ჰკიდია თუკი სამყარო ჩუმად აძაგებს
თვითონ კი ხარობს...
საავტორო უფლებები დაცულია ჩემს მიერ
This post has been edited by კახა251 on 30 Aug 2012, 09:28