qeseramovichდანა გაწიე, მიაუ
-----------------------------------

" გიხდებაო ტკივილი. უმისობაზე მეტად კი მიხდება. ამაზე ორივე შევთანხმდით.
ოთხი წელია ერთად ვართ და აქედან ერთი დღეც არ იქნება ისეთი, რომ ერთნი ვყოფილიყავით. მიდრეკილება აქვს განდეგილობისკენ და მეც მხოლოდ მის მლოცველად ვრჩები, რომელიც შორიახლოს მიყვება, რომ საკუთარი რწმენა არ დაივიწყოს.
----
- ელე...
- ჰო.
- მართლა არ ვიცი, რატომ გიყვარვარ.
- მაგიტომ მტკენ ხოლმე?
(დუმილი).
- ჰო, გაინტერესებს რამდენს გავუძლებ შენთან ყოფნის გამო.
(მშრალად ახველებს და ვერაფრით ჩერდება)
- მგონი ასთმა გაქვს. დალიე ის წამლები ექიმმა რომ გამოგიწერა.
- ელე...
მის თვალებს ავხედე მდუმარედ.
- მე რომ მოვკვდე ვინღა გეტყვის რომ არსებობ.
- შენ რომ მოკვდე, მაგას მართლა ვეღარავინ მეტყვის.
----
ცხოვრებისეული პლაცებო მაქვს, ვიღაც ზემოთ მატყუებსო, - ამბობს ხოლმე.
არადა, იმ დაწყევლილი დღიდან თვითონ იტყუებს თავის თავს. ვერაფრით შორდება იდეაფიქსად ქცეულ ვითარებას.
მე როცა გამიცნო, ეგონა რომ ამ ყველაფერს თავს დააღწევდა. მაშველი-რგოლის როლში წარმომიდგინა და კარგა ხანი ეგონა, რომ ჩემით ახალ ცხოვრებას დაიწყებდა. როგორც კი მიხვდა, რომ ჭაობიდან ვერ ამოდიოდა, ხელი გამიშვა და შემიძულა. არა, ჯერ შემიძულა და მერე ხელი გამიშვა. თითქოს მე მომანდო არჩევანი დავრჩენილიყავი მასთან თუ არა.
სინამდვილეში არანაირი არჩევანი არ ყოფილა. უბრალოდ ჩემთან ურთიერთობაშიც დაიწყო თავის მოტყუება.
როცა თავი ცუდი ტიპი გგონია, ყოველთვის ცდილობ შენთვის ძვირფას ადამიანებს გაერიდო. მათი ხსნა გინდა საკუთარი თავისგან და უნებურად ხელს კრავ ყოველ ჯერზე, როცა გიახლოვდებიან."
ამონარიდები ჩემი მოთხრობიდან "ჭრელი სისადავე"
მთვარე მორიელს დავუწერე, ცხადია. ხასიათიც ჩანს კარგად )