ჰოროსკოპის განხილვა მხოლოდ მზეზე დაყრდნობით არის არასრულყოფილი.
ჩინური შეთავსება კი უარესია, იმიტომ რომ წლიურ ციკლს ეყრდნობა, ასტროლოგიაში წლიურ ციკლზე იუპიტერია პასუხისმგებელი და ის მთელს თაობას ახასიათებს. როგორ შეიძლება 1 წლის 365 დღის განმავლობაში დაბადებულები ყველა ერთნაირად ეწყობოდეს მე-2 წლის 365 დრის განმავლობაში დაბადებულებს?
შეთავსების ჰოროსკოპისთვის მნიშვნელოვანია პლანეტარული მდებარეობების კომბინირება, სიყვარულში ეს კომბინირება ხდება მამაკაცური-ქალური პლანეტების დაჯგუფებით. მაგალითად მზე-მთვარე, მარსი-ვენერა, მზე-ვენერა, მარსი-მთვარე. ასევე მნიშვნელოვანია იუპიტერი-მთვარის და იუპიტერი-მზის კომბინაცია და სატურნი-მთვარე, სატურნი-მზის.
ჩემი და ჩემი მეუღლის შემთხვევაში ასეთი სურათია.
მე ვარ მშვილდოსანი მზის მიხედვით - ის ვერძი მთვარის მიხედვით = ორივე ცეცხლის ნიშანია, ანუ ერთი + (მზე-მთვარე)
მე ვარ სასწორი მთვარის მიხედვით - ის არის სასწორი მარსის მიხედვით = ორივე ერთ ნიშანში მოხვდა ანუ კიდევ ერთი + (მთვარე-მარსი)
მე ვარ სასწორი ვენერის მიხედვით - ის არის სასწორი მარსის მიხედვით = ორივე ერთ ნიშანში მოხვდა ანუ კიდევ ერთი + (ვენერა - მარსი)
მე ვარ სასწორი მთვარის მიხედვით - ის არის მერწყული იუპიტერის მიხედვით = ორივე ჰაერის ნიშანშია ანუ კიდევ ერთი + (მთვარე - იუპიტერი)
მე ვარ მშვილდოსანი იუპიტერის მიხედვით - ის ვერძი მთვარის მიხედვით = ორივე ცეცხლის ნიშანია, ანუ ერთი + (იუპიტერი-მთვარე)
მე ვარ მშვილდოსანი მზის მიხედვით - ის არის მერწყული იუპიტერის მიხედვით = ორივე მამაკაცური ნიშანია, ანუ + (მზე-იუპიტერი)
მე ვარ სასწორი მარსის მიხედვით - ის არის ვერძი მთვარის მიხედვით = აქ არის ოპოზიცია, ანუ ერთი - (მარსი-მთვარე)
მე ვარ მორიელი სატურნის მიხედვით - ის არის მორიელი მზის მიხედვით = - (სატურნი-მზე)
მე ვარ მშვილდოსნის მზის მიხედვით - ის არის მშვილდოსანი სატურნის მიხედვით = - (მზე-სატურნი)