ვივიანაMySweetAudrinacameti13Windmühlechipmunckაბა თუ ამოიცნობთ თავებს
როგორ ჩხუბობენ ზოდიაქოს ნიშნები
15.მაისი.2016
ვერძივერძის მთავარი ღირსება იმაშია, რომ ის პატიოსანია, როგორც დედა ტერეზა. მისი მდგომარეობიდან გამოყვანა პრაქტიკულად არარეალურია. მაგრამ თუ ძალიან გაბრაზდა, შეიძლება წალეკოს ყველა და ყველაფერი.
კუროკურო ჩხუბში ძალიან ჯიუტია. ის შეუპოვრად დაედევნება თავის მატადორს, სანამ რქას არ გაუყრის, ან სანამ თავად მას არ დაჩხვლიტავენ კვერთხით და არ მიატოვებენ გასისხლიანებულს არენაზე.
ტყუპებიტყუპებთან ჩხუბი - ერთი სიამოვნებაა. ნაწილობრივ იმიტომ, რომ განწყობა ეცვლება, რის შემდეგაც იფურთხება და ყვირის, რომ მოგკლავს. საღამოს კი ალერსიანი ადამიანი ცეკვავს შენთან ერთად, სვამს ბრუდერშაფტზე და უყვება ყველას თქვენი არამიწიური სიყვარულის ისტორიას.
კირჩხიბითუ გინდა იგრძნო თავი წარუმატებელ არარაობად და განიცადო დანაშაულის გრძნობა მთელი მსოფლიოს უბედურებებზე, მაშინ კირჩხიბთან ჩხუბი ღირს.
ლომილომისთვის ჩხუბი - იგივეა, რაც ცირკის არენაზე ცეცხლმოკიდებულ რგოლებში გაძვრე: მხიარულებაა, ყველა გიყურებს და ტაშს გიკრავს. თუ ჩხუბი სხვანაირადაა საჭირო, ის ასე არ თამაშობს.
ქალწულიგაგიღიმებს სახეში, მოგაჩვენებს, რომ არ უნდა ჩხუბი, სინამდვილეში კი თავში დახატავს მომხიბლავ სურათებს, თუ როგორ გმარხავს ცოცხლად რადიოაქტიურ ზონაში.
სასწორიეს ის ხალხია, რომლებსაც ჩხუბის ბოლოს ავიწყდებათ ყველაფერი საიდან დაიწყო და 40 წუთი რატომ უყვირით ერთმანეთს, იმის მაგივრად, რომ წახვიდეთ და, მაგალითად, დაკავდეთ სექსით.
მორიელიგულღვარძლიანობაში და იმის უნარში რომ საჭირო მომენტში სისაძაგლე მოგიწყოს, ტოლი არ ჰყავს.
მშვილდოსანიმშვილდოსანი მომთმენია, მაგრამ თუ გამოიყვანე მდგომარეობიდან, გადაგეკიდება, სანამ არ აღიარებ შენს უსამართლობას.
თხის რქათხის რქას ჩხუბიც კი არ შეუძლია. როდესაც ეუბნები, რომ არ არის მართალი, ასე საქმე არ კეთდება, არ იმჩნევს, თითქოს ასეა საჭირო და ცხვირში რაღაცას ბუტბუტებს და თავის საქმეს აგრძელებს.
მერწყულიიმისათვის რომ მერწყულს წაეჩხუბო, მოთმინება უნდა გაგაჩნდეს, უამრავი თავისუფალი დრო და არარსებული გრძნობა შეინარჩუნო ბოლომდე თავდაჯერებულობა.
თევზებიდასაწყისში თევზები დუმან. არა უბრალოდ ისე, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით. შემდეგ მოკავშირეებად მოუწოდებენ თქვენი საერთო მეგობრების ნახევარს და ისე მათ უბურღავენ ტვინს და ყველაფერში შენ გადანაშაულებენ.
If you judge people, you have no time to love them...