ერთმა ლომმა გოგომ დამამატა ფეისზე. ლიტერატურის ჯგუფში წიგნს გავუკეთე რეცენზია და როგორი ჭკვიანი ხარო მომწერა და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.
თავის მოწონებას არ ვაპირებ, უბრალოდ გოგოების თემა მესმის და გამოცდილება საკმაოდ მაქვს,მაგრამ ამ გოგოს ქცევები ვერ ამოვხსენი.
ზოდიაქოს მაგრად სჯერა-მე ლომი ვარ ასეთი ისეთიო,ისე ზოგჯერ ამბობდა კარგი იქნებოდა ლომი რომ არ ვყოფილიყავი
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო: მწერდა ყოველდღე და მეც როდესაც დრო მქონდა ვპასუხობდი. ძალიან კარგი ფლირტი გვქონდა,უბრალოდ ჩემი ფოტო არ ჰქონდა ნანახი და არც არასოდეს უთხოვია მაჩვენე როგორ გამოიყურებიო,რაც ძალიან საეჭვოდ მეჩვენა. პირველი რაც თავში მომდიოდა,ალბათ კარანტინის დროს დრო გაყავს-მეთქი...და მაგაზე ჩავურტყი რამოდენიმენჯერ,მაგრამ მითხრა არ არის ეგრე შენ რომ გწერ ასე არავისთვის მიმიწერია დიდი ხანია და ა.შ. მე არ დავიჯერე, უცანური ბიჭი მოგწონდეს და არ დაგაინტერესოს როგორია ვიზუალურად, თან თუ ასტროლოგიას გავყვებით ლომი ქალები ვიზუალისტები არიან.
ასე გრძელდებოდა სანამ ერთ დღეს ფოტო არ მაჩვენა თავისი,სადაც ლიფი არ ეცვა და მკერდი უჩანდა აშკარად,ხოდა სექსუალური კომპლიმენტი ვუთხარი,ცოტა კი გადავამლაშე,მაგრამ ისეთი არაფერი იყო. ამაზე ერთი ამბავი ატეხა,მე ეგეთი არ ვარო-ესაო ისაო და მოკლედ ცოტა ვიკამათედ.
ჩავთვალე რომ კარანტინი რადგან მთავრდებოდა თავიდან მიშორებდა. დავიკიდე და არ მიმიწერია 2 კვირა და არც მას მოუწერია. შემდეგ ცუდი ამბავი შეემთხვა,ავარიაში მოყვა და მაგიტომ გადავდგი ნაბიჯი და ამბავი ვუკითხე,ხოდა ნახა ჩემი მესიჯი და 5 დღის მერე მიპასუხა თან გულები მოაყოლა და ა.შ.
არადა,ფესბუქზე თავის დაქალებთან ერთად აზიარებდა ფოტოებს და ერთ ამბავში იყო.
ხოდა,მეც ამომივიდა ყელში და დავბლოკე.
გადის დრო და იმავე ჯგუფში მიმალანძღა ტიპმა- ვითომ ხუმრობით ასე დაწერა: მეც კი ვერ დავკერე და გეია ეგ ბიჭიო
ასეთ არაადეკვატურ პოსტს არ ველოდი და ცოტა ისე მივუწერე,ოღონდ არ ავარდნილვარ ,მაგრამ არც მთლად დიპლომატიური იყო ჩემი პოსტი.
ამაზე გამომეხმაურენ მისი პაკლონიკები და ატყდა ერთი ამბავი-ეგ კიდე აქეზებდა იმ ბიჭებს,ნუ გასაგებია რომ დავბლოკე არ ელოდა ალბათ და ავარდა,მაგრამ მაინც ზედმეტებში გადავარდა.
აი ვერ ხვდები რა უნდოდა ჩემგან. ისეთი გოგო არ არის ყველა ბიჭს ეგრე რომ წერდეს და არც ხამია კომპლიმნეტების. მიმოწერის დროსაც უზრდელობა არ შემიმჩნევია -კარგად აღზრდილი და ჭკვიანი გოგოს შთაბეჭდილება დატოვა,თან არც პატარა ასაკით 26წლის არის.
ვიცი ლომ ქალებს ყურადღების ცენტრში ყოფნა ევასებათ,მაგრამ ასეთი არაფერი მინახავს.
ქალი და მამაკაცის განყოფილებაში გადასაგდები პოსტია
სადმე უნდა დამეწერა.
სორვი ფისუნიებო
მაინც მკვდარია ეს განყოფილება