ერთი სომეხი თანამშრომელი მყავს ყოველდღე ვეხუმრები და მაინც იჯერებს...
მოკლედ ცინცხლებს გეტყვი მაშინ

სამსახურში თითის ანაბეჭდებით შევდივარ, ხოდა ამ სომეხს ვეუბნები, ახლა პოლიციაში რომ აქვთ შენი თითის ანაბეჭდი არ გეშინიათქო, ხოდა იმან რა პოლიციაში პატიოსანი მოქალაქე ვარ არასდროს დავუჭერივარ და საიდან ექნებათო....
ჰმმ, მეთქი აბა შენა ხარ.... საქართველოში ბავშვი რომ იბადება, ეგრევე თითის ანაბეჭდებს იღებენ, აბა შენ როგორ გგონია საიდან ხსნიან დანაშაულებს, ადარებენ თითის ანაბეჭდებს-თქო ...
კარგი ახლა ნუ მეღადავებიო... ხოდა ერთი თანმშრომელი მყავს და ეგრევე ხვდება სიტუაციას რა და ვუთხარი, ბიჭო არ სჯერა ამას ბავშვობიდან იღებენ თითის ანაბეჭდსთქო

ხოდა, რას ამბობო იმან, ეგ როგორ არ იცოდი ამხელა კაცმა...
ტიპს დავაჯერეთ, მერე რომ გაიგო ვეღადავებოდი, დაიწყო ტირილი...
მეორე ამბავი,
ნუ ყოველ წელს დავდივართ თანამშრომელები სადმე რა, ხოდა წელს გადაწყდა რომ ფშავში მივდივართ, ჯომარდობა და რამე... ვურეკავ ამ სომეხს და ვეუბნბი ბიჭო გაიგე ახალი ამბავითქო... რა ამბავიო იმან... რა და ფშავში მივდვიართ-თქო.... ოოო, ეგ კარგია..... მოიცა მთავარი არ მითქვამს თქო, ვერტალიოტებით უნდა გადავფრინდეთთქო, მოვატყუე ... ხოდა ატეხა პანიკა, აუ მეშინია ვერტალიოტის, არ ჩამოვარდე, არასდროს ვმჯდარვარ და ა.შ
მესამე ამბავი,
ამას წინათ კადრების ოთახიდან ჩუმად ვურეკავ ამ სომეხს, ხოდა ხმა შევიცვალე და ვეუბნები, გამარჯობა კადრებიდან გირეკავ-თქო.... ნუ ეს რომ გაიგო სულ ბატონობით დამიწყო ლაპარაკი.... მეთქი ახალი ვაკანსია გამოჩნდა და ამოდი გავისაუბროთთქო... დერეფანში შემხვდა და მეუბნება ბიჭო შენ ხომ არ დამირეკეო... მეთქი რას ამბობ როდისთქო.... ჩემი ტელეფონიდან შემოვიდა ზარითქო? არაო... ხოდა რა გინდათქო.... ტიპი კადრებს დაადგა...
მეოთხე,
ვურეკავ ამ სომეხს ისევ, ხოდა ვეუბნები, ბიჭო თანამშრომელი გაუშვეს და იმის მაგივრად შენ აყავხარ მოდი დროზე თქო, გაიკითხა გამოიკითხა ამან, მანამდე მე თანამშრომლები დავარიგე რომ ეთქვათ მართლა წავიდაო... ხოდა ბოლოს შემეცოდა და ვუთხარი გეხუმრებოდითქო... გაგიჟდა, რას ამბობ უკვე გეგმები მქონდა დაწყობილი ერთი 500 ლარს მომიმატებდნენო

ნუ ბარემ ჩემს უფროსზეც დავწერ

ერთხელ მივდივარ სამსახურში, ჩავრთე კომპიუტერი, წყალი დავისხი დავჯექი და ხელი დავდე მაგიდაზე... რაღაც სისველეს ვგრძნო, გავიხედე ზევიდან წყალი ჩამოდის, საბუთები სულ წყალშია, ნახევარი მაგიდა სველია ...
ხოდა, მოვიდა ჩემი უფროსი, მივედი მეთქი გავეხუმრები და ვეუბნები..... რა არის ეს.... რა იყოო? რაღა რა ჩემი დახრჩობა გინდოდა სპეციალურად დამსვი იქთქო? იმან არა გეფიცები არა, არაო

ამიტყდა სიცილი, უხ რა გველაძუა ხარ დუშსაც დაგიდგამო და წავიდა
პ.ს
გეყოფა აწი
Если у тебя получилось обмануть человека, это не значит, что он дурак. это значит, что тебе доверяли больше, чем ты этого заслуживаешь!