https://www.linkedin.com/pulse/%E1%83%98%E1...van-shekriladze პირველად მიწევს ვიყო ესეთი რადიკალური,
15 აპრილს ვიყიდე ტელეფონი 3 წლიანი გარანტიით ალტას მაღაზიაში საბურთალოს ქუჩაზე,
რათქმა უნდა ტელეფონი ღირდა უფრო ძვირი ვიდრე სხვა მაღაზიებში იქიდან გამომდინარე რომ "ალტა მეორად ტელეფონებს არ ყიდის და ხარისხი არის უკეთესი".
ტელეფონი თავიდანვე არაბუნებრივად ხურდებოდა რაც ავღნიშნე და მითხრეს ეს ნორმალურიაო.
ზუსტად 15 დღეში ტელეფონს დაეწვა პირველი სიმ კარტის წამკითხველი, მივიტანე ტექპოინტში 01.05.2018 (დიღომში) პრობლემაში დამიწერეს "ხურდება" მითხრეს რომ ქარხნული წუნია და სამწყუხაროდ მხოლოდ 5 დღეში შეუძლიათ ტელეფონის შეცვლა და რადგან 15 დღე გავიდა მითხრეს რომ პლატას შეუცვლიდნენ. პლიუს ამას ტექპოინტში აღმოჩდნა რომ ტელეფონი არის მცირე დაზიანებით რაც ფიზიკურად შეუძლებელი იყო ჩემ ხელში, შესაბამისად ტელეფონი იყო მეორადი უბრალოდ ძალიან დაკვირვებით არ შევამოწმე ყიდვისას რადგან "ალტა ყოველთვის ხარისხიან ტელეფონს ყიდის"
2 დღეში მირეკავენ ტელეფონს პლატა გამოვუცვალეთ მზად არის ტესტირება გაიარა შეგიძლიათ მოაკითხოთო.
მივედი ისევ ჭავჭავაძიდან დიღომში ტელეფონი გამოვიტანე 03.05.2018. თუმცა გამოტანისას შევამოწმდე და ტელეფონი ისევ ხურდებოდა, ისევ დარწმუნებით მითხრეს რომ ეს პრობლემა არაა.
ზუსტად 2 დღეში ტელეფონი თავისით იწყებს გადატვირთვას ყოველ 5 წუთში ერთხელ და ხდება უსარგებლო. ისევ მივიტანე ჭავჭავაძიდან დიღომში, ძალიან შეწუხდნენ "ეს როგორ მოგივიდაო" ტელეფონი დაიტოვეს პრობლემაში ისევ ჩაწერეს რომ ხურდება და მითხრეს რომ აუცილებლად გააკეთებდენ.
აღმოჩნდა რომ პლატა იყო ისევ გამოსაცვლელი, ადგილზე არ ქონდათ გამოიწერეს ალბათ ისევ მეორადი პლატა მეორადი ტელეფონისთვის და 14 დღეში დაახლოებით მირეკავენ გილოცავთ გაკეთედა ტელეფონი წაიღეო, ვთხოვე კარგად შეემოწმებინათ და დარწმუნებით მითხრეს "ვსო ხარაშოო"
მივედი ჭავჭავძიდან დიღომში ჩავრთე ტელეფონი და სურპრიზი ტელეფონი ისევ ხურდება

ტელეფონი აღარ წამოვიღე ვესაუბრე მენეჯერს, ტექპოინტს, სამსაუნგის ოფიციალურ ქონ ცენტრს, მოსკოვებშიც კი გამასაუბრეს საყვარელ ქალბატონს. ტელეფონი ისევ დავტოვე რადგან ზუსტად ვიცოდი 2 დღეში რამე გაუფუჭდებოდა

უკვე შიში გამიჩნდა არ ამიფეთქდეს ხელშითო.
ზუსტად იცოდნენ რომ ტელეფონი გაკეთებული იყო და აღარასდროს არ გაფუჭდებოდა, მაგრამ ჩემი დიდი თხოვნით მაინც დაიტოვეს რომ თვითონაც შეემოწმებინათ, 2 დღეში ისევ დამირეკეს ვსო პრელესნაო იდეალურად მუშობსო და მზით გაცვითე აწიო.
25.05.2018 წამოვიღ ტელეფონი და დამ დამ დამ

დღეს ისევ გაფუჭდა

თავისით იტვირთება, სენსორები პერიოდულად აღარ უმუშავებს და არის უსარგებლო.
დღეს ისევ მივიტან და ალბათ ისევ დაიტოვებენ 10 დღე მერე წამოვიღებ 2 დღე ბედნნიერად ვიხმარ და ესე გაგრძელდება 1 წელი, მერე გარანტია აღარ ექნება

ამ ყველაფერზე მეუბნებიან რომ ძალიან სამწუხაროა და გამიკეთებენ.
კითხვაზე რომ 1 წელი ტექპოინტში უნდა იყოს ჩემი ტელეფონი და ერქვას რომ ტელეფონი ჩემია ვერაფერს მეუბნებიან.
პლიუს იმას რომ ტელეფონი სესხით ვიყიდე და პროცენტს ვიხდი 2 თვე და ტელეფონი არ მაქვს.
პლიუს ამას რომ გაყიდვებში ვმუშაობ და ტელეფონი სამსახურის განუყოფელი ნაწილია
პლიუს უკვე 4 სამუშო დღე ფაქტიურად ტექპოინტში გავატარე
ასე რომ არც ალტაში ყიდიან ახალ ტელეფონებს და არც გარანტია არის ადეკვატური მიზეზი 100-200 ლარით მეტის გადახდის ვიდრე სხვა მაღაზიებში.
This post has been edited by General Discussion on 28 May 2018, 13:32