გამარჯობათ ხალხო!
ერთი თხოვნა მაქვს და მინდა კომპეტენტური ხალხის დახმარება, რომ სწორად შევარჩიო რესივერი.
შესარჩევად გამაჩნია შემდეგი ძირითადი პრიორიტეტები:
1. აუცილებლად ჩვენების კარგი ხარისხი ანუ full HD -
1080P (H.264 ვიდეო კოდირება)
2. სწრაფი პროცესორი (სისწრაფე არხების გადართვისას)
3. რა თქმა უნდა, კარდ შერინგის ფუნქცია
4. ფასი: 200$ ფარგლებში
სხვა დანარჩენი ფუნქციები როგორიცაა: YouTube, DVR ფუნქცია, ვებ ბროუზერი და ასე რაღაცეები, ნაკლებად მაინტერესებს
გთხოვთ, რომ შემომთავაზოთ ფირმების რაც შეიძლება ფართო არჩევანი და არა მარტო სიტყვაზე NextStar-ი,
რომელიც ლილოში, მაინცდამაინც აჰმედას აქვს ჩამოტანილი კარგი პარტია.
ეს რა თქმა უნდა ხუმრობით

ისე მე არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო არც აჰმედასთან, არც მუჰამედასთან და არც NextStar-თან.
ალბათ მიმიხვდით რისი თქმაც მინდა, რომ მარტო იმ არჩევანით არ მიდა შემოვიფარგლო რაც აქაურ ბაზარზეა.
წინასწარ დიდი მადლობა ყველა კეთილ ადამიანს