4K 120 ჰერცი კონტენტი საიდან უნდა მოიტანო? 120 ჰერცს კომპიუტერული თამაშებიდან თუ მიიღებ. 4K ბლურეი ფილმები 24 ჰერცია, სატელევიზიო პროგრამები საქართველოში კი არა, გერმანიაშიც მაქსიმუმ 2K ფორმატშია.
რაც შეეხება ბრაკებს, მე ვიყიდე დეკემბერში GQ55Q80RGTXZG და ბრაკი გამოდგა, ეკრანზე ზოლები ჰქონდა, თვითონ დისპლეი კარგი იყო, სავარაუდოდ სოფტის ან რამე მიკროსხემების პრობლემა იყო. (აქ სურათებიც დავდე). გერმანიაში უპრობლემოდ შეგიძლია მიაბრუნო და ფული დაიბრუნო, ან გადაცვალო. მოკლედ მივაბრუნე და LG OLED55C97LA ეს ავიღე. სანამ იყიდი, კარგად გატესტე მაღაზიაში, რადგან მანდ ასე უპრობლემოდ ვერ დააბრუნებ. HDMI 2.1-ის არ ქონის გამო ნუ დაიწუნებ.
iosebovichilia132 გაუმარჯოს კარგ ხალხს.
როგორც იქნა ჩავუჯექი ჩემს LG OLED55C97LA ტელევიზორს და სხვა და სხვა კონტენტზე გავტესტე. 4K კონტენტს რაც შეეხება, ნეტფლიქსიდან Dolby Vision და რამოდენიმე სატელიტური საცდელი არხიდან HGL HDR ავიღე, ნუ იდეალური ჩვენება აქვს ნაღდად. ეხლა რაც შეეხება სხვა რეზოლუციების Upscaling. 576i მკვდარი ვერ გაცოცხლდებაო ეგ პონტია რა

720p და 1080i შედარებით კარგია, მაგრამ დიდად ვერ განსხვავდება, მაგალითად ჩემი Sony HX 855-სგან. თუ 4K კონტენტს შეგიძლია 1.5 მეტრის დაშორებიდანაც უყურო, სხვა რეზოლუციაზე ასე ახლოდან თვალებს გატკენს 5 წუთში. მოკლედ Upscaling-მა ჩაიდჟვა
არ ვიცი მომეჩვენა თუ არა, მაგრამ მგონია, რომ თითქოს Samsung GQ55Q80RGTXZG-ის Upscaling-ი შედარებით უკეთესი იყო.
USB მუშაობს იდეალურად, მიერთებული მაქვს 2ტბ HDD ბლურეი კონტენტით, მედია ფლეიერი უკრავს გაჭედვების გარეშე 40გბ და ზევით ფაილებს, ასევე MP3. სამწუხაროდ BDISO ფაილს ვერ ხედავს. ტვ-ზე პირდაპირ მიერთებული მაქვს ანდროიდ ბოქსი Tronsmart Vega S95 Telos საიდანაც მიდის ottclub.cc და kino.pub კონტენტი, არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან ოდნავ შესამჩნევი შეჩერებით მიდის კადრი, რაც სონის ტვ-ზე არ შეიმჩნეოდა. ეს ბოქსი მაინც ერთ-ერთი პირველი 4K ბოქსია და შეიძლება ვერ ქაჩავს, რადგან ოტტპლეიერის ტვ-აპიდან და kino.pub-ს ტვ-ს ვებსაიტიდან გაცილებით კარგი ხარისხით უშვებს. kino.pub ამათ კი უწერიათ 4K ფილმები, მაგრამ სიაფანდია HEVC კოდეკით აქვთ ფილმები, მაგრამ დაჟე 1444-ც არ არის რეზოლუცია.
ე.ი ძალიან დასანანია, რომ ტელეგადაცემები ქვის ხანაში ჩარჩნენ ტელეინდუსტრიასთან შედარებით. მოკლედ Netflix (საკმაოდ ძვირია თვეში 15,99 ევრო) რომ არ იყოს ალბათ აზრიც არ ექნებოდა 4K ტვ-ს, მითუმეტეს 8K ხო ვაფშე.