მოკლედ მეგობრებო მომივიდა ჩემი TCL და იმდენად დიდი ემოციების ქვეშ ვარ რო სიტყვებით როგორ გადმოვცე არც კი ვიცი. სასიამოვნოდ შოკირებული ვარ და ნამდვილად არ მჯეროდა ბოლომდე თუ TCL-ეს ასეთი დონის აწევა შეეძლო. ან გაუვარდათ ყარაულის თოფივით ან არ ვიცი

მიუხედავად ჩემი ემოციებისა ვეცდები სათანადოდ ჩამოვწერა ყველა პლიუსი და მინუსი. ეს უკანასკნელი კი მხოლოდ სმარტს უკავშირდება სამწუხაროდ. მაშ ასე დავიწყოთ
დიზაინი
საკმაოდ ლამაზი დიზაინი აქვ . ძალიან თხელი ტელევიზორია და პირველივე დანახვისთანავე გხიბლავს.

სმარტი
სმარტი ანდროიდზეა. მუშაობს ყველაფერი იქნება ეს ქრომკასტი, აპლიკაციები, ფლეი სთორი და ა.შ. ძალაიან ლამაზი ინტერფეისია მარა 1.1 გიგაჰერცი კლავს ყველაფერს. მუშაობაში იგრძNობა რო სოფტი საშინელებაა. ამიტომ გარე მოწყობილობა აუცილებელია ამ ტელევიზორისთვის. 60ჰერცი არანაირად ხელისშემშლელი არაა 55-იანზე, მარა 65-იანისთვის ძალიან მცირეა და არ გირჩევთ 65-იანის 120 ჰერცზე ნაკლების ყიდვას. 55-იანზე მუშაობს იდეალურად.
აუდიო
აქ ყველაფერი იდეალურადაა. ONKYO-საუნდაბარი 2.1 სულ სხვა სამყაროს ხსნის ჟღერადობის კუთხით. მართალია 5.1 ვერაა, მარა საშუალო კლასში შესანიშნავი შედეგია. უპრობლემოდ უშვებს DOLBY-ის ყველა კატეგორიას და ერთი სიამოვნებაა მოკლედ. ხმა საკმაოდ ძლიერია, სისუფთავე კარგი, ბასები კარგი და მოკლედ ვერ დაუწუნებ ვერაფერს.
ჩვენება და HDR
აქ უბრალოდ იმას ვიტყვი რო დედის....ელია. მომიტევეთ უხამსი სიტყვებისტვის, მარა მართლა იმდენად მაგარი ჩვენება აქვს, რომ უბრალოდ დაგადუმებს. არ ვიცი ეს სიტყვებით როგორ უნდა გადმოსცეს კაცმა. მემგონი ეს ყველაფერი უნდა ნახო, რომ ბოლომდე შეიგრძნო რაზე ვსაუბრობ. სატესტო ვიდეოების გაშვებისთანავე მაღაზიის პერსონალი გამოსირდა.

მხოლოდ ის თქვეს ასეთი ტელევიზორი არ გვინახავს ცხოვრებაშიო

მფლობელმა სურათიც კი გადაიღო ტელევიზორთან

ახლა შეიძლება ერთი შეხედვით ბაქი-ბუქს გავს და ვინმემ TCL-ს ლობირებაც დამაბრალოს, მარა მარტივად ვეტყვი მიდი, ნახე და დარწმუნდი!!!
რაც შეეხება HDR-ს. აქვს სრული ანუ სიკაშკაშე 700. ვიდეოს გაშვებისას ან ნებისმიერი მულტიმედიური ფაილისას ავტომატურად ირთვება შესაბამისი მხარდაჭერა და აღარ გიწევს ბევრი წვალება დასეთინგებაში. Smart HDR რეჟიმი კი ნამდვილად ცვლის სამყაროს თქვენ წინ. მინი LED ტექნოლოგია ნამდვილად კარგია. ძალიან მომეწონა. ფერები არა გადამეტებული, კონტრასტი იდეალური, ფერთა პალიტრა თავისთავად და მოკლედ Q სერიაში ერთ-ერთი სოლიდური მოდელია. შარშანდელ სამსუნგის Q სერიებს რო შევადაროთ ბევრად მაღალი დონის ჩვენება აქვს. რაც შეეხება აპკეილინგს შესანიშნავად მუშაობს. აქვს UHD PREMIUM SMART UPSCALING-ი რომელიც თავის საქმეს იდეალურად ასრულებს. მეგა დინამიკ კონტრასტი და Quantum dot color მუშაობს იდეალურად და აქ ნაკლს ვერ უპოვით. აქვს სხვადასხვა რეჟიმები, თუმცა Smart HDR-ს მოუდი იძლევა საუკეთესო შედეგს. არ აქვს არანაირი გამონათებები და დაბნელებები კუთხეებში არანაირი პრობლემები შავ ფერზე. შავი ფერი არის ძალიან მაგარი. აქვს შესაბამისი დასეთინგებაც, რაც გეხმარება იდეალურ დნემდე დაიყვანო.
სისტემა
სისტემა მარტივად სამართავია და დასანასტროიკებლად არ გიწევს დიდი ძიება მენიუში სად როგორ რა გააკეთო. პულტზე ერთი ღილაკის მეშვეობით შეიგიძლია გამოიძახო სეთინგ ფანჯარა ნებისიმეი მოქმედების დროს. იქნება ფილმის ყურება თუ გეიმინგი. მენიუ მინიმალისტურია და არაა გადატვირთული ათასი უაზრო ნავაროტკებით. რაც უწერია ყველაფერი მუშაობს და ამას მაყურებელი ეგრევე გრძნობს და ხედავს. მოყვება 2 პულტი. ერტი მტავარი რომლითაც აკეთებ ყველაფერს და მეორე სმარტის, რომელსაც აქვს ვოის სერჩინგი და გუგლის სერვისების მარტივი მარტვა. ტელევიზორს აქვს გუგლის ხელოვნური ინტელექტი, რაც გულისხმობს რომ გუგლ ასისტს ელაპარაკები და რასაც სთხოვ ნებისმიერ ინფორმაციას მოგიძებნის, გაგხსნის აპლიკაციას, გადაახვევს ტელევიზიას და ა.შ. დავტესტე მუშაობს. ნუ ეს ახალი ფიშკა არაა, ვიცით მარა უბრალოდ აღნიშვნის ღირსი არის. რაც არ მომწონს არის ის, რომ მტავარი პულტი არის საკმაოდ დიდი. მართალია ზედმეტი ღილაკები არაფერი აქვს მარა ამხელა ზომის ნამდვილად რა საჭირო იყო ვერ ვიგებ. ან ეს მეორე პულტი რა საჭიროა. თავისუფლად შეეძლოთ კარგი კომბინაცია გაეკეთებინათ, მაგრამ ნუ ეტყობა დაიკიდეს. მოკლედ ვაჟა ზაზაევიჩის ორი სათაურივითაა რა
მოკლედ მეგობრებო არ ვიცი რა ვიბჟუტურე, რადგან ნამდვილად დიდი ემოციების ქვეშ ვარ თუმცა ვფიქრობ რაღაც სასარგებლო მაინც დავწერე. მერე ტანდათან მოვალ ცოტა აზრზე და უფრო დეტალურადაც ვუპასუხებ თქვენს კითხვებსაც თუ გექნებათ.
მოკლედ მეგობრებო 2500 ლარამდე სეგმენტში ჩემი სრული და საუკეთესო რეკომენდაცია ამ მოდელს!!! ვისაც გინდათ საშუალო კლასში გქონდეთ საუკეთესო ტელევიზორი ხელიდან გასაშვები მოდელი არაა. ნუ სრულად ვერ დავწერე ამის რევიუ როგორც მინდოდა, მარა სათქმელს მიმიხვდებით. დანარჩენი დასვით კითხვები და ვეცდები ამომწურავად გიპასუხოთ. გაითვალისწინეთ რო მეც ჯერ სატესტო რეჟიმში ვარ