ZitirtuliDr_Zuzumboმე მაპატიეთ რომ ვერევი

უბრალოდ ადრე მეც მაინტერესებდა ანჩოუსი, იგივე Anchovis, Anschovis, Anchois, anchoá, იგივე იყო თუ არა, რაც ხამსა ანუ რაც ჩვენთან უხვად იყიდება და მაშინ როგორც გავიგე, კულინარიული მიზნებისთვის განსხვავდება ნამდვილი ანჩოუსი და ჩვენი ხამსა. გადავხედე ეხლა კიდევ - თუ ვიკიპედიას დავუჯერებთ, ამ სახელწოდების ქვეშ ორ განსხვავებულ პროდუქტს გულისხმობენ ხოლმე, ორივეს უწოდებენ ანჩოუსს, თუმცა ამათგან ერთ-ერთი ''არასწორი'' ანჩოუსია უწოდებენ, ანუ:
- პირველი პროდუქტი, სოუსებისათვის განკუთვნილი ანჩოუსი, მზადდება ამ თევზისაგან Engraulis encrasicolus, მისი მომწიფების პერიოდი ხანდახან 2 წელსაც აღემატება. ინტენსიური არომატისა და მარილიანობის გამო, მათი პირდაპირ გამოყენება ფაქტიურად არ ხდება და გამოიყენება სხვადასხვა სოუსებისათვის კულინარიაში.
- მეორე, ''არანამდვილი'' ანჩოუსი (ასე წერია ვიკიზე), რომელიც ჩემი ვარაუდით არის ის, რომელიც ჩვენთან იყიდება ყოველ ფეხის ნაბიჯზე, არის ეს Skarpsill, იგივე Sprattus sprattus, მისი გემო ბევრად რბილია ზემოთ აღნიშნულ პროდუქტთან შედარებით და მომწიფებისათვის რამოდენიმე კვირაც ყოფნის, გემოთი მოგვაგონებს მარინადში ჩადებულ დამარილებულ ქაშაყს

მას მიირთმევენ პირდაპირ.
აქვე აღნიშNული აქვთ, რომ თუ რეცეპტში (მათ შორის, ცეზარის) მითითებულია ანჩოუსი, იგულისხმება პირველი და მისი ჩანაცვლება არ ხდება მეორე ანჩოუსით, ვინაიდან მათი გემოვნური თვისებები აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისაგან.
ანუ დასკვნა - ჩვენთან ნაყიდი ხამსა კლასიკური ცეზარისთვის არ გამოდგება

აი ლინკებიც,
პირველი (ნამდვილი)
http://de.wikipedia.org/wiki/Sardellenმეორე (რაც ჩვენთან იყიდება)
http://de.wikipedia.org/wiki/Europ%C3%A4ische_Sprotteფოტოზეც სხვადასხვაა და ოჯახიც სხვადასხვა აქვთ
This post has been edited by Lemon Curd on 27 Mar 2012, 01:21