ტკბილი ფლავი
ინგრედიენტები:
გრძელი ბრინჯი-1კგ.
შაქარი - 2 ჩ.ჭ.
გარგრის ჩირი - 300 გრ.
შავი ქლიავის ჩირი - 300გრ.
ქიშმიში - 300გრ.
კომში - 3-4 ცალი დიდი კომში;
ვაშლი - 2-3 ცალი;
ზეთი - 500 გრ.
მომზადება:
წყალი უნდა აადუღოთ დიდ ქვაბში, რაოდენობა 1/2-ზე,
ანუ 1 ჩ.ჭ. ბრინჯზე 2 ჩ.ჭ. ადუღებული, სულ ოდნავ მარილიანი წყალი.
ქვაბი უნდა იყოს საკმაოდ დიდი, რომ ბრინჯი თავისუფლად მოთავსდეს.
ბრინჯი გარეცხეთ უშუალოდ ჩაყრის წინ და დიდხანს არ რეცხოთ, რომ მარცვლები არ დარბილდეს.
მოკლედ, წყალი რომ ადუღდება, ცოტა მარილს ჩააყრით და ჩაყრით გარეცხილ ბრინჯს.
უნდა ურიოთ ხშირ-ხშირად და დაახლოებით 10-15 წუთი უნდა იხარშოს,
მაგრამ, გესმით ალბათ, რომ ეს დრო პირობითია,
მე თავზე ვადგავარ და ვსინჯავ-ხოლმე. თან ვურევ, რომ არ მიიკრას.
პერიოდულად ამოიღეთ ბრინჯის მარცვალი და ნახე კოვზით.(ეს ახალბედებისთვის,როცა პირველად აკეთებთ

)
ბრინჯის მარცვალი როგორც კი გამჭვირვალე გახდება და შიგნიდან სიმაგრე გაქრება, ხარშვა საკმარისია.
ამ დროს წყალი ისე დუღს, რომ ბრინჯი ცეკვას იწყებს smile.gif
ანუ განუწყვეტლივ ამოდის ქვემოდან დუღილისას და ტრიალებს.
ამ დროს გადამაქვს თუშფალანგში და გადავავლებ კარგად ბევრ ცივ წყალს.
ამ პროცედურის შემდეგ ბრინჯს თუშფალანგითვე ვდგამ, რომ გაცივდეს და დაიწუროს.
ამასობაში ვამზადებ ჩირეულობას და ქვაბს.
გარგრის და შავი ქლიავის ჩირს, ასევე ქიშმიშს ვარჩევ, ვრეცხავ,ტილოზე ვყრი,რომ შეშრეს.
გარგარს და ქლიავს ვჭრი არც ისე პატარა ნაჭრებად,შუაზე ან ოთხად, გააჩნია.
ასევე თხელ ნაჭრებად ვჭრი კომშს, (ვაშლიც შეიძლება).კანის გარეშე.
მე ვაკეთებ ალუმინის ფართოძირიან ქვაბში.(ე.წ. ტორტის ქვაბში

)
ქვაბს გვერდებზე ვუსვამ ზეთს და ვიწყებ გამზადებული ინგრედიენტების ქვაბში მოთავსებას.
ჩავასხამ საჭირო ზეთის ნახევარს, ჩავყრი ბრინჯს, მოვასწორებ, მოვაყრი დაჭრილ ჩირეულს და კომშს, მოვაყრი შაქარს.
შემდეგ ისევ ბრინჯს, ისევ ჩირეულს და კომშს.
ბრინჯის და ჩირების რაოდენობით განსაზღვრე რამდენ ფენად გააკეთებ.შაქარიც ასევე უნდა გაანაწილო ფენების მიხედვით.
სულ ზედა ფენას მოასხამ ისევ ზეთს და ზემოდან მოაფრქვევ შაქარს ისე, რომ თხლად დაფარო ზედაპირი.
დააფარებ სველ და ძალიან მაგრად გაწურულ ტილო შემოხვეულ სახურავს და დადგამ ნელ ცეცხლზე, გამანაწილებელზე,
დაახლოებით საათი-საათნახევარი, ესეც პირობითია.
ზემოდან შაქარი სულ რომ დადნება, მზად არის.
გემრიელად მიირთვით 2kiss.gif