
თითის სისქეზე დაჭერი ღვიძლი,მოაყარე პილპილი+მარილი და ამოავლე ფქვილში.
ძალიან გახურებულ ცხიმ დასხმულ ტაფაზე სწრაფად დააწითლე ორივე მხრიდან ეგ ღვიძლის ნაჭრები,(უკეთესია კარაქი+ზეთი იხმარო ცხიმად.)
ამოალაგე შემწვარი ღვიძლის ნაჭრები ტაფიდან.
დაჭერი ხახვი ნახევარ რგოლებად და იმ ცხიმში ცოტათი მოშუშე,მერე დაალაგე ზემოდან ღვიძლები და მოსხი არაჯანი,დააფარე სახურავი 10 წუთი კიდევ შუშე.
თუ არაჟანი ძალიან სქელია რძით ან ნაღებით(დაბალ პროცენტიანით)შეათხელე ცოტა.
ფაკტიურად იგივე პროცედურა ოღონდ ღვინით

:
ღვიძლი თითის სისქეზე დაჭერი,მარილი,პილპილი მოაყარე და ფქვილში ამოავლე,ძალიან ცხარე ცეცხლზე შეწვი, 50/50-ზე კარაქი და ზეთში.მაქსიმუმ 2 წუთი თითო მხრიდან დააწითლე.
ბევრი ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერი,მოშუშე და დაასხი 300 მლ.ღვინო,წამოადუღე 5 წუთით(მარილი და პილპილი არდაგავიწყდეს),ჩაალაგე ეგ დაბრაწული ღვიძლები და 2 წუთის მერე გამორთე.შეგიძლია ოდნავ ოხრახუში მოაყარო მიტანისას სუფრაზე.გარნირად კარტოფილი ახალი მოხარშე,ნივრიანი კარაქი დაადე,ცოტა კამა მოაყარე.
ეს მეორე ვარიანტი....პორცია გაანახევრე ან მესამედი გამოიყენე

)
დღეს გავაკეთე IIსხვა დროს ბადე ქონი შეიძინე,დაჭერი ოთხკუთხა ნაჭრებად(დაახლოებით ტოლმა რომ მოახვიო ისეთი ზომის) და ეს ჩაუდე+შეწვი:
დაკეპილი ღვიძლი,შავი პილპილი,მარილი.
როცა შეიწვება ცოცხალი ხახვის რგოლები უნდა მოეყაროს და ბროწეულის წვენი მოესხას ცოტა ,ან ლიმონი დააწურე,კოწახურიც რომ ჩაუდო გულსართში არც ეგ აწყენს
This post has been edited by rtuli on 2 Sep 2011, 21:17