შვრიის ნამცხვარი(ქოქოსის ფანტელით,ნიგვზით,ქიშმიშით,შოკოლადით).
საზომი ჭიქა 240 გრამიანი.
1 ჭ. მოხალული და დაქუცმაცებული ნიგოზი
1 ჭ. ყავისფერი შაქარი
0,5ჭ. თეთრი შაქარი
100 გრ.ქიშმიში
1 ჭ. ქოქოსის ფანტელი
180 გრ. შოკოლადის წვეთები(შეგიძლიათ შოკოლადის ფილა დაჭრათ)
2 ჭ. გერკულესი
2,5 ჭ. ფქვილი
230 გრ. კარაქი(ოთახის ტემპერატურის)
3 ცალი კვერცხი
ვანილი 1 პაჩკა
1 ჩ.კ. სოდა(თავმოუბმელი)
0,5 ჩ.კ მარილი(თავმოუბმელი)
გავთქვიფოთ კარაქი და ორივე შაქარი,შევათქვიფოთ სათითაოდ კვერცხები,გამოვა ფუმფულა მასა.
დავამატოთ ვანილი.
დავაცრათ ფქვილი+სოდა+მარილი.ამოურიოთ და დავამატოთ გერკულესი,კიდევ ერთხელ ამოურიოთ მასას.
ნიგოზი,შოკოლადი,ქოქოსის ფანტელი და ქიშმიში,დავაყაროთ ცომს და ამოურიოთ საბოლოოდ.გამოვა ძალიან ნაზი მასა.
ამოვიღოთ კოვზით ნამცხვრის მასა,დავადოთ ცხიმ წასმულ თუნუქის ფურცელზე(5 სმ. დაშორებით),ოდნავ თითით გავაბრტყელოთ თითის სისქის რომ გამოგვივიდეს ნამცხვრები.
გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ 200 გრადუსამდე ღუმელში,10_15 წუთის განმავლობაში,ან შეყვითლებამდე.
რაც უფრო დიდხანს იქნება ღუმელში მით უფრო,ხრაშუნა სტრუკტურის ნამცხვარი გამოვა და რაღაცნაირი საღეჭი.მე უფრო დიდხანს ვამყოფინებ ღუმელში,მიყვარს საღეჭი ნამცხვრები
პ.ს. არ არის ფაკტიურად ცხიმიანი და + სასარგებლოა.
ამ პორციიდან გამოდის სადღაც 45-50 პეჩენია,რაოდენობიდან მიუხედავათ მალე ქრება!
This post has been edited by rtuli on 6 Oct 2009, 20:39