შოკოლადის '' კულულებიანი'' ტორტიკი
შოკოლადის ბისკვიტი:
110 გრამი კარაქი
50 გრამი შაქრის პუდრი
100 გრამი ფქვილი 00
6 გრამი გამაფხვიერებელი
90 გრამი კვერცხის გული
25 გრამი კაკაო
50 გრამი შაქარი
110 გრამი ცილა
ვანილი
ფორთოხლის ჟელე
200 გრამი ფორთხლის წვენი
100 გრამი შაქარი
100 გრამი წყალი
20 გრამი ჟელატინი
დასანამად ფორთოხლის ლიქორი
შოკოლადის ბისკვიტი:
ცილას + 50 გრამი შაქარი მოვათაავსოთ ქვაბში და გავათბოთ გაზე ისე რომ თითით შეხებისას ოდნავ თბილი იყოს. ავუთქვიფოთ მაღალ სიჩქარეზე ( ძალიან მაგრად არა უნდა აითვიფოს თორე სხვა ინგრედიენტების შერევისას მოგვცემს პრობლემას)
დარბილებული კარაქი და შაქრის პუდრი ავურიოთ კარგად . კვერცხები ჯერ ჩანგლით ავთქვიფოთ და მერე წვრილ ხაზად შევურიოთ კარაქს.
მერე პორციებად დავუმატოთ ბეზე. ფქვილი კაკაო და გაამფხვიერებელი ავაურიოთ და გავცრათ ერთად . მერე კი ნელ ნელა შევურიოთ.
გამოვაცხოთ 18 სმ დიამეტრის ცხიმ წასმულ ფქვილმოყრილ ფორმაში . 180 გრადუსი 20-30 წთ
შოკოლადის მუსი
5 კვერცხის გული
130 გრამი შაქარი
40 გრამი წყალი
300 გრამი ნაღები 35%
100 გრამი გამდნარი შოკოლადი 70 %
შაქარი და წყალი მივიყვანოთ 121 გრადუსმადე. გულები მოვბათავსოთ ჯამში და დავიწყოთ თქვეფა .სიჩქარეს მოვუმატოთ მაქსიმუმამდე და წვრილ ხაზად ჩავასხათ
სიროფი ვთქვიფოთ გაციებამდე.
მერე დავუმატოთ გამდნარი შოკოლადი და ბოლოს კარგად ათქვეფილი ნაღები.
თავზე მოსაყრელი ''კულულები''
125 გრამი კრემა პასტიჩერა
200 გრამი კარაქი
200 გრამი შოკოლადი 55 %
თხილის პასტა 50 გრამი (მოხალული ცხელი თხილი იფქვება მანამ სანამ ზეთს არ გამოიღებს და თხელი მასა არ გახდება )
10 გრამი ფორთოხლის ლიქიორი
ჟელატინის ფურცელბი 5-7 გრამი
კრემა პასტიჩერას ერთი ნაწილი შევათბოთ და ავურიოთ ცივ წყალში დამბალი გაწურული
ჟელატინი.(ცივი წყალი იმდენი რომ დაიფაროს ჯელატინის ფურცლები ) ჟელეიანი კრემის ნაწილი შევურიოთ კრემის მეორე ნახევარს.დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ ძალიან კარგად. და შევურიოთ კრემი პატარა პორციებად. მერე დავუმატოთ 50 გრამი თხილის პასტა და 10 გრამი ფორთოხლის ლიქიორი.ეს ყევლაფერი კარგად რომ
შეერევა მერე გამდანრი შოკოლადი ( ცხელი არა). მოვათავსოთ საკონდიტრო ტომარაში და საცხობ ქაღადზე გავაკეთოთ 4-5 მმ
ხაზები.შევდოთ მაცივარში (ან საყინულეში) და ვაცალოთ გამაგრება .
ფორთოხლის ჟელე:
100 გრამი წყალი 100 გრამი შაქარი ავადუღოთ დავუმატოთ 200 გრამი ფორთოხლის წვენი . გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევურიოთ
20გრამი დამბალი და გაწურული ჟელატინის ფურცლები და მოვათავსოთ 18 სმ დიამტრის მქონე ფორმაში . დავჭრათ ფორთოხალი
მრგავ ნაჭრებად და ჩავდოთ ამ მასაში. შევდოთ მავიცარში (ან საყინულეში ) სანამ კარგად არ გამაგრდება .
აწყობა :
ბისვიტი გავჭრათ ორ ნაწილად .დავნამოთ ფორთოხლის ლიქორით და წავუსვათ შოკოლადის მუსი. ფორმიდან ამოვუღოთ ჟელატინიანი
ფორთოხლის დისკი და დავადოთ მუსს .დისკიც დავფაროთ მუსით და დავადოთ ბისკვიტის მეორე ნაწილი. ასევე დანამული ფორთოხლის ლიქიორით
და გარედანაც გადავუსვათ მუსი . გამაგრებული კრემიანი ხაზები დავჭრათ და ზემოდან მოვაყაროთ '' კულულები'' დავაცრათ კაკაო. შევდოთ მაცივარში 1-2 საათი .
This post has been edited by farfalina on 14 Jul 2011, 11:43