მოკლედ, დღეს გავიგიჟე თავი და გავაკეთე ტორტი.
ბისკვიტი ვიყიდე ოღონდ

ძალიან კარგი და მართლა კვერცხით გაკეთებული და არა კვერცხის ფხნილით და ჯანდაბებით.
სულ სულ პირველი ცდაა.
მორთვის, კრემის და ასე შედეგ "მუღამი' მქონდა.
კრემი ასე გავაკეთე: დავამიქსერე 300 გრ. კარაქი ("სანტინოს" ვანიჭებ უპირატესობას), შევათქვიფე "სგუშონი" და ვანილი.
უგემრიელესი კრემი გამოვიდა, მაგრამ თხელი

ეგრევე მივხვდი, მორთვა გამიჭირდებოდა.
ავდექი და შევდე საყინულეში.
ამასობაში მოვამზადე ბისკვიტი, დავნამე მარწყვის წვენით.
გამოვიღე და წავუსვი კრემი..
მაინც არ გამოვიდა მორთვა ისე, როგორც წარმომედგინა.
თან არც მეყო გემრიელად კრემი, როგორც ჩანს, უფრო მომცრო ტორტის ზომები იყო. ეს ათკვერცხიანი ბისკვიტია.
ახლა მაცივარში განისვენებს და მერე ოჯახის წევრების შეფასებებს მოვისმენ

გემრიელი რომ იქნება, ვიცი, მაგრამ ძალიან მინდოდა ლამაზად მომერთო.
ბევრნაირი კრემის რეცეპტი გავქექე გუშინ არადა....
This post has been edited by სერაფიტი on 1 Jun 2013, 15:50
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
“I am not sure that I exist, actually. I am all the writers that I have read, all the people that I have met, all the women that I have loved; all the cities I have visited.”
ვინ უდარაჯებს დარაჯებს?