სად არიან ჩვენი ფორუმელები?ლუტა რატომ აღარ ჩანს?მაკლია მისი შესანიშნავი ნახელავიშ დათვალიერება დაგულის გახარება.რთული როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა.ამ ყვავილებს ძერწვა არ უნდოდა.
მე ცოტა არ იყოს დაღლილი ვარ.ხოდა ამიტომ ასე მოკლე მოკლედ გადავავლე თვალი ფორუმს.უბრალოდ დღეს,სპეციალურად რეცეპტის დასასურათებლად მოვამზადეხინკალი.აქეთ იქედან ბავშვების ჩხავილში.ეს არის რეცეპტი.რომელიც ბევრი წვალების მერე გამომივიდა.ნამდვილი და ორიგინალი ხინკლისაგან განსხვავებული.მაგრამ,ნამდვილი ხინკალი სულაც არ იყო პრიალა.ასე რომ ამის მისაღწევად ჩადენილი ყველანაირი საქციელი მეპატიება

.ძალიან დამეხმარა ფორუმელთა რჩევები.აქ რომ დავდო მომზადების ეტაპობრივი ფოტოები(სანამ რეცეპტს,ავტვირტავ .ძალიან ბევრი ადამიანი მწერს პმ-ში.სამწუხაროდ იმდენი დორ არ მაქვს,ყველას სათითაოდ ვწერო და ფოტოები ვუგზავნო.)თუ არ შეიძლება,მოდერს ვთხოვმაპატიოს და ფოტოები წაშალოს .იმედია შეიძლება.ვიფიქრე თვალსაჩინოებისათვის უკეთესი იქნებოდა ასე გადამეღო:
ფქვილი+კვერცხის ცილა

წყლის დამატების მერე,უნდა მივიღოთ ასეთი სტრუქტურის ცომი.ოდნავ მშრალიავო თოთქოს.

კიდევ გადავზილოთ ცოტა და ასეთი სტრუქტურის შევდოთ უკვე მაცივარში.

ასეთს გადმოვიღებთ 30-40 წუთის მერე

უკან დავაბრუნებთ,მაცივარში .აი ასეთს

საბოლოოდ მივიღებთ ასეთი სახის ცომს:

მის დამუშავებას აღარ სჭირდება ფქვილი
დანარჩენი ალბათ ისედაც იცით.თუმცა ფოტოებს მაინც ჩაგიყრით.მიწვალია გადამიღია







ამის მერე ბავშვებმა გაიღვიძეს და ვინღა დამაცდიდა ხინკლის პოზირებას

.თუმცა მზა ხომ ნახეთ უკვე

რეცეპტიც დავწერო ვითომ??მგონი მოდერს გავაბრაზებ უკვე

.
* * *
ადრე სადღაც ვნახე ფოტ.ხოდა მეც მოვამზადე.დოქტორსკაიათი




* * *
ეს კი შოკოლადის მუსი მოვამზადე.მარწყვებით უნდა მომერთო ვითომ.მაგრამ სადღა დამხვდა მარწყვი

.შემიჭამეს

* * *
ქათამი,ბოსტნეულით და სანელებლებით
* * *
ეს სახელდახელოდ,მოთუშული ბოსტნეული ნაღებით.გვერდით კი რა დამესკუპებინა ვერ მოვიფიქრე.მარტო ბოსტნეულს ხომ არ მივიტანდი მაგიდასთან

.ხოოდა რაც თვალში მომხვდა მაცივარში,ის მივუსკუპე დაბრაწული
* * *
და ბოლოს,ჩემი უცნაური მაწვნის სუპი

ბავშვმა ბრინჯები დაიწუნა(არ ჭამს ბრინჯს ).თანაც მზადებისას მომიხდა მიმეტოვებინა მორევა და ამეჭრა.არ მიფიქრია ბევრი.გადმოვიღე ხელის ბლენდერი და დავაბლენდერე უკვე მზა კერძი.რომელსაც:მხოლოდ კამის დამატებაღა აკლდა(კამა ცოტა ვერ იყო მთლად ახალი

)მართლაც ძალიან გემრიელი იყო
