CortinaDAmpezzoგაიხარე.
2005-ში ვიყავი ბოლოს ჩამოსული.
სიგარეტი აქდან წამოვიღე ბლოკებით.
ფერისცვალება დღის გამთენიისას სახლში ვიყავი.
გათენდა და ავგლიჯე სოფელ რუისში.
ამოვიდნენ თბილისიდან მეგობრები, მეზობლები და ა.შ.
დავაყარე ეს სიგარეტი პურმარილთან ერთად სუფრაზე.
გასინჯეს თითო ღერი და ამას როგორ ეწევიო?
გამომელია სადღაც ორ კვირაში ორი თვის მარაგი.
მაშინ მაგრა ვაბოლებდი, ეხლა შეშვებული ვარ, სიგარას თუ გავაბოლებ ორ კვირაში ერთხელ.
დავიწყე მანდ რაც გვაქვს იმის მოწევა.
იმას ხველება არ ერქვა.
ვიხრჩობოდი მაგის დედაც ჯეკ.
მერეა და ყოველდღე სმა და ქეიფი.
უკან გამოფრენა საერთოდ ცირკი იყო.
სიეთლში ჩამოვფრინდი და საბაჟოზე მეუბნებიან, გადაშლილი აქვთ ჩემი პასპორტი და ეს შენ არა ხარო.
მამლის კუჭივით ვიყავი გალურჯებული ამდენი დომხალი ღვინისაგან.
იმათ გამომიშვეს, მაგრამ მეუღლემ რომ დამინახა აეროპორტში, მიკრო ინფარქტმა ხია.
ის დღე იყო და ნახევარი წელი სასმელს და თამბაქოს არ გავკარებივარ.
პ.ს. 50-თე გვერდზე ავედით, მგონი კარგად მივდივართ ლუდმენებო.
* * *
50-ათე გვერდია.
უნდა ავღნიშნოთ.
კუბდარი დავუშვად ამჯერად.
კუბდარი.
ნახევარი ბურვაკი, ნახევარი შველი, ხახვი, ნიორი, შავი პილპილი, სვანური მარილი, ცოცხალი ქინძი და ოხრახუში, ცოტა უცხო სუნელი.
ეს ყველაფერი ერთად გავატარე ხორცსაკეპში.
ღუმელში შეწვის პროცესში იგივე ზეთს/სიმინდის/ ვასხავდი ზემოდან.
გული გახსნილი უნდა ჰქონდეს აუცილებლად.
ბოლოს კარაქი გადავუსვი.
კაი შავი ლუდი მისწრებაა ამასთან.

