გულ-ღვიძლი გააცალკევე. გული არ გჭირდება ღვიძლი ორად გაჭერი შეერთების ადგილას და გარეცხე. ზედმეტი ცხიმი არ გინდა.
ტაფაში ჩაასხი ზეთი. ჩაალაგე ღვიძლი და მოაყარე მარილი. მერე დადგი დაბალ ცეცხლზე. ზეთი ტაფა და ღვიძლი ერთად გახურდება. რომ შეიწვება ცალი მხრიდან, ამოაბრუნე და მეორე მხრიდანაც მოაყარე მარილი და შეწვი. ეცადე არ დაგეწვას ღვიძლი. და ჩააგდე კარაქის ნაჭერი. კარაქი უფრო წვნიანად აქცევს ღვიძლს და ისეთი მშრალი აღარ იქნება. შეწვისთანავე ამოიღე ღვიძლი საწურზე ან თასზე. ზეთს ხელი არ ახლო.
ისპანახი გაასუფთავე. გარეცხე და მსხვილი ღეროები გააცალე. როცა დაიწურება, პატარა ლუკმებად დახიე ფოთლები.
ბუკგარული გაჭერი ოთხ ნაწილად. და ძალიან წვრილად დაჭერი
ნიორი გახეხე.
ისპანახზე მოაყარე ბულგარული და ნიორი. დაალაგე ზედ ღვიძლი
კერძიმ მზადაა
ახლა სოუსი:
ტაფაზე დარჩენილი სითხე პატარა თასში ჩაასხი. ჩაამატე ერთი კოვზი მდოგვი და ცოტა ძმარი. კარგად ათქვიფე
შემდეგ ეს ნაზავი მოასხი სალათს და გააგემრიელებს

პ.ს. სოუსის გარეშეც შეიძლება და დაჟე დიეტურად ჩაიტვლება

მასალა
ქათმის ღვიძლი
ისპანახი
ბულგარული
ნიორი
ზეთი
მარილი
კარაქი
მდოგვი
ძმარი